იღნეადის ჭალის ტყეების ეროვნული პარკი

იღნეადის ჭალის ტყეების ეროვნული პარკი (თურქ. İğneada Longoz Ormanları Milli Parkı) — 2007 წლის 13 ნოემბერს დაარსებული ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს მარმარილოს რეგიონის ქირქლარელის პროვინციაში, თურქეთი.[1]

იღნეადის ჭალის ტყეების ეროვნული პარკი

İğneada Longoz Ormanları Milli Parkı

ღნეადის ჭალის ტყეების ეროვნული პარკი
სუროს ხე ჭალის ტყეში
იღნეადის ჭალის ტყეების ეროვნული პარკი
მდებარეობა ქირქლარელის პროვინცია
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
უახლოესი ქალაქი იღნეადა, დემირქოი
კოორდინატები 41°49′10″N 27°57′14″E / 41.819444° ჩ. გ. 27.953889° ა. გ. / 41.819444; 27.953889
ფართობი 3155 ჰა
დაარსდა 13 ნოემბერი 2007
მმართველი ორგანო გარემოს დაცვისა და ეროვნული პარკების გენერალური დირექტორატი

ეროვნული პარკის ფართობია – 3155 ჰა და მდებარეობს ქალაქ იღნეადასთან, თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე, 25 კმ დაშორებულია დემირქოის რაიონს, ქირქლარელის პროვინცია.[1]

წყლის ნაკადი იწყება ისტრანჯის ქედის ქვემოდან და შავი ზღვასთან აყალიბებს ალუვიონურ ნაპირს, სადაც ჭალაა (თურქ. longoz), რომელიც წარმოიშვა სეზონური წყალდიდობის დროს.

დაცული ტერიტორია ადმინისტრირდება გარემოს დაცვისა და ეროვნული პარკების გენერალური დირექტორატი მიერ (თურქ. Doğa Koruma ve Milli Parklar Genel Müdürlüğü), რომელიც თურქეთის სატყეო და წყლის საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება.[1]

ეროვნულ პარკს გააჩნია იშვიათი ეკოსისტემა, რომელიც შედგება მარშებისგან, ჭაობისგან, ტბებისგან და სანაპირო ქვიშის დიუნასგან. ისტრანჯის ქედი მდებარეობს სამხრეთით და დასავლეთით. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებობს ხუთი ტბა წყლის მცენარეულობით. ერიკლის ტბა მოიცავს 43 ჰექტარს და წარმოადგენს ლაგუნას, რომელიც ზაფხულობით გვალვის შედაგად გამოეყოფა ზღვას. მერტის ტბა მოიცავს 266 ჰა ფართობს და ჩამოყალიბებულია ჩავუშდერეს ნაკადის პირში. საქა ტბა პატარაა და მოიცავს 5 ჰა, მდებარეობს ეროვნული პარკის სამხრეთით, ჭალის და დიუნას შორის. ორი სხვა ტბაა: ჰამამის ტბა ზომით 19 ჰა და პედინას ტბა ზომით 10 ჰა. ქვიშის დიუნები განლაგებულია ქალაქ იღნეადის ორივე მხარეს. დიუნები ჩრდილოეთით გადაჭიმულია ერიკლის ტბის აღმოსავლეთიდან იღნეადამდე.[2]

ფლორა

10 კმ-ს ხანგრძლივობის დიუნები მცენარეთა სახეობებთან ერთად, უნიკალურია დასავლეთ შავი ზღვის რეგიონისთვის და ატარებს დიდ მნიშვნელობას. დიუნის ფლორის მონაკვეთი, რომელიც განლაგებულია ტბებს, ჭაობებს და ზღვის შორის, დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით. ეროვნული პარკი ასევე ჰაბიტატის ჭაობების და არამარადმწვანე შერეული ხეების არსებობის არეალია. ვაზის ჯიშები ტყის ყველაზე მკაფიო მცენარეებია. ეროვნული პარკის ტყეში არსებული ხეების სახეობებია: ევროპული ნაცარი (Fraxinus excelsior), მუხა (Quercus), მურყანი (Alnus), წიფელი (Fagaceae) და ნეკერჩხლი (Aceraceae).[2]

ფაუნა

ეროვნული პარკის თევზის სახეობებია: კალმახი (Oncorhynchus), ცქიმურასებრნი (Osmerus), კეფალისებრნი (Mugilidae).[2]

ფრინველებია: თეთრკუდა არწივი (Haliaeetus albicilla), ევროპული მწვანე კოდალა (Picus viridis), ბუსნაირნი (Strigiformes), რუხი ყანჩა (Ardea cinerea), ევროპული გუგული (Cuculus canorus), ალკუნისებრნი (Coraciiformes), შავი ყარყატი (Ciconia nigra) და ოფოფი (Upupa epops).[2]

ძუძუმწოვრებია: ტყის კატა (Felis silvestris), გარეული ღორი (Sus scrofa), კურდღელი (Lepus), ტყის კვერნა (Martes Martes), მაჩვი (Meles meles), მგელი (Canis lupus), ირმისებრნი (Cervidae), მელა (Vulpes vulpes), წავი (lutra lutra), ყვითელი თაგვი (Apodemus flavicollis), სინდიოფალა (Mustela) და მრავალფეროვანი მყრალა (Mephitis Mephitis).[2]

ქვეწარმავლები: კუ (Testudo hermanni), ტრიტონი (Triturus karelinii), ხვლიკისნაირნი (Lacertilia), ვერხვი (Vipera Aspis), წყლის გველი (Acrochordidae).

  1. 1.0 1.1 1.2 İğneada Longoz Ormanları Milli Parkı Turkish. Doğa Koruma ve Milli Parklar Genel Müdürlüğü. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-23. ციტირების თარიღი: 2015-05-17.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 İğneada Longoz Ormanları Milli Parkı Turkish. Orman ve Su İşleri Bakanlığı-III. Şube Müdürlüğü- Edirne Şube Müdürlüğü. ციტირების თარიღი: 2015-05-17.[მკვდარი ბმული]