ისტრანჯა
ისტრანჯა, სტრანჯა (ბულგ. Странджа, თურქ. Yıldız Dağları, Istranca Dağları) — მთის მასივი ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. განფენილია ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე. მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქის თრაკიის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 125 კმ, სიგანე 65 კმ. მასივის საერთო ფართობია დაახლოებით 10 ათ. კმ². სიმაღლე 1031 მ-მდე (მთა მახია). უმეტესწილად აგებულია კრისტალური ფიქლებითა და გრანიტებით; აღმოსავლეთით — კირქვებით. ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთა დაფარულია მუხნარ-წიფლნარითა და ბუჩქოვანი ქვეტყით, სამხრეთ-დასავლეთი მარადმწვანე ბუჩქნარით. მასივის ფარგლებშია ბულგარეთის უდიდესი ეროვნული პარკი — ისტრანჯის ეროვნული პარკი.
ისტრანჯა | |
---|---|
კოორდინატები: 42°00′45″ ჩ. გ. 27°36′31″ ა. გ. / 42.01250° ჩ. გ. 27.60861° ა. გ. | |
ქვეყანა | ბულგარეთი თურქეთი |
უმაღლესი წერტილი | მახია |
სიმაღლე | 1031 მ |
ფართობი | 10 000 კმ² |
სიგრძე | 125 კმ |
სიგანე | 65 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ისტრანჯა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)