იფნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იფნარი.

იფნარი[2][3] (აფხ. Аџьрҩара[4] [აჯრჳარა]; ყოფილი სომხურიხეობა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ბზიფის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 60 მ, გაგრიდან 15 კმ, ბზიფიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1 კმ.

სოფელი
იფნარი
აფხ. Аџьрҩара
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ბზიფი
კოორდინატები 43°13′55″ ჩ. გ. 40°19′18″ ა. გ. / 43.23194° ჩ. გ. 40.32167° ა. გ. / 43.23194; 40.32167
ოფიციალური ენა ქართული, აფხაზური
მოსახლეობა 5166[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
იფნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
იფნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
იფნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
იფნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
იფნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
იფნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

XX საუკუნეში აქ იყო სოფელი „სომხური ხეობა“, რომელსაც 1948 წელს იფნარი ეწოდა.[6] მისი ამოსავალია ხე-მცენარის ქართული სახელწოდება იფანი. 1949 წელს ბზიფის სასოფლო საბჭოში შედიოდა.

დემოგრაფია

რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 5 166 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 5 166 -- --

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 406.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
  1. 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 52.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 86.
  4. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 33, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023