ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ბზიფი[2][3] (აფხ. Бзыԥ[4] [ბზჷფ], ყოფილი აბგაბორთა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5].) — სოფელი და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბზიფის შესართავთან, მის მარჯვენა ნაპირზე, გაგრა-სოხუმის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან 45 მ. გაგრიდან 14 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებავ. კვარჭიას ცნობით, XX ს. 30-იან წლებში აბგაბორთა ერქვა. 1930 წ. შედიოდა გაგრის რაიონის კოლდახვარის თემში. სახელწოდება აბგაბორთა აფხაზურია და „მგლის, მელიის სანახავ ადგილს“ ნიშნავს. 1948 წ. ბზიფი ეწოდა. 1949 წ. გაგრის რაიონში არსებობდა ბზიფის სასოფლო საბჭო.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე დაახ. 10 ათასი ადამიანი სახლობდა. დასახლება ამ მიდამოში ადრეულ შუასაუკუნეებში გაჩნდა.
ძეგლები
რედაქტირებასოფელში შემორჩენილია IX-X სს. ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის გალავნით შემოზღუდული ტაძარი და სასახლე. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. გვიანდელ შუასაუკუნეებში ციხე-სიმაგრემ ფუნქცია დაკარგა და დასახლება თავადი ინალიფას მფლობელობაში აღმოჩნდა.
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 811 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 1 811 | -- | -- |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 422.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 25.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 35.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949