იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-2 სესია

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-2 სესია გაიმართა ვაშინგტონში და მიმდინარეობდა 1978 წლის 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე, აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თევზების, ველური ბუნებისა და პარკების საკითხებში მდივნის თანაშემწის, დევიდ ჰეილზის თავმჯდომარეობით.

სესიას ესწრებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 13 წევრი ქვეყნის დელეგაცია[1], ასევე დამკვირვებლები 1972 წლის მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის მონაწილე 5 სახელმწიფო[2] და 10 საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია. სამი საერთაშორისო ორგანიზაცია — ICCROM, ICOMOS და IUCN — მოიწვიეს როგორც კონსულტანტები.[3]

ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია წარადგინეს. სიაში შესატანად 33 კულტურული და ბუნებრივი ძეგლი იყო წარდგენილი. სესიის ბოლოს 7 ქვეყნის 12 ძეგლი შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. გარდა ამისა, სხდომაზე დაამტკიცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ემბლემა.

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ადგილები

რედაქტირება
# ფოტო ოფიციალური სახელი მდებარეობა ობიექტის №, კრიტერიუმები საწყობი
1   გალაპაგოსის კუნძულები
ინგლ. Galápagos Islands
  ეკვადორი,
გალაპაგოსის პროვინცია
1
vii, viii, ix, x
  ფოტო ვიკისაწყობში
2   კიტო
ინგლ. City of Quito
  ეკვადორი,
დედაქალაქი
2
ii, iv
  ფოტო ვიკისაწყობში
3   აახენის ტაძარი
ინგლ. Aachen Cathedral
  გერმანია,
ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია,
აახენი
3
i, ii, iv, vi
  ფოტო ვიკისაწყობში
4   ლ’ანს-ო-მედოუზი
ინგლ. L’Anse aux Meadows National Historic Site
  კანადა,
ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი
4
vi
  ფოტო ვიკისაწყობში
5   სიმენის ეროვნული პარკი
ინგლ. Simien National Park
  ეთიოპია,
ამჰარის რეგიონი
9
vii, x
  ფოტო ვიკისაწყობში
6   ლალიბელას კლდეში ნაკვეთი ეკლესია
ინგლ. Rock-Hewn Churches, Lalibela
  ეთიოპია,
ამჰარის რეგიონი
18
i, ii, iii
  ფოტო ვიკისაწყობში
7   ნაჰანის ეროვნული პარკი
ინგლ. Nahanni National Park
  კანადა
ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები
24
vii, viii
  ფოტო ვიკისაწყობში
8   გორე
ინგლ. Island of Gorée
  სენეგალი,
დაკარის ოლქი
26
vi
  ფოტო ვიკისაწყობში
9   მესა-ვერდეს ეროვნული პარკი
ინგლ. Mesa Verde National Park
  აშშ,
კოლორადო
27
iii
  ფოტო ვიკისაწყობში
10   იელოუსტოუნის ეროვნული პარკი
ინგლ. Yellowstone National Park
  აშშ
ვაიომინგი, მონტანა, აიდაჰო
28
vii, viii, ix, x
  ფოტო ვიკისაწყობში
11   კრაკოვის ისტორიული ცენტრი
ინგლ. Cracow’s Historic Centre
(2013 წელს ეწოდა
Historic Centre of Kraków[4])
  პოლონეთი
მალოპოლსკის სავოევოდო,
კრაკოვი
29
iv
  ფოტო ვიკისაწყობში
12   ველიჩკის და ბოჩნიის მარილის შახტები
ინგლ. Wieliczka and Bochnia Royal Salt Mines
  პოლონეთი
მალოპოლსკის სავოევოდო
32
iv
  ფოტო ვიკისაწყობში