ნაჰანის ეროვნული პარკი

ნაჰანის ეროვნული პარკი

ნაჰანის ეროვნული პარკი (ინგლ. Nahanni National Park) — ეროვნული პარკი კანადაში, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების დეჰჩოს რეგიონში, მდებარეობს ქალაქ იელოუნაიფიდან დაახლოებით 500 კმ-ით დასავლეთით, მაკენზის მთების ბუნებრივ რეგიონში. პარკში გაედინება მდინარე საუთ-ნაჰანი, რომლის გასწვრივაც მდებარეობს დაახლოებით 1 კმ სიღრმის[1] ოთხი კანიონი, რომელთა სახელებია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მდინარეზე ასევე წარმოიქმნება ჩანჩქერი ვირჯინია, რომელიც ორჯერ მაღალია ნიაგარას ჩანჩქერზე (90 მ). პარკი შეიქმნა 1976 წელს. სახელწოდება მომდინარეობს ადგილობრივთა დენეს ენიდან, სადაც Nahʔa Dehé ნიშნავს „ნაჰას ხალხის მიწის მდინარეს“.[2]

ნაჰანის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ჩანჩქერი ვირჯინია
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 61°05′00″ ჩ. გ. 123°36′00″ დ. გ. / 61.08333° ჩ. გ. 123.60000° დ. გ. / 61.08333; -123.60000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1978  (მე-2 სესია)
ნომერი 24
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

პარკში გვხვდება გოგირდოვანი წყაროები, ტუნდრა და შერეული წიწვოვანი-ალვის ხეების ტყეები. მრავლადაა ტუფი. 2009 წლის 9 ივნისს, კანადის მთავრობამ გამოაცხადა პარკის ტერიტორიის ექვსჯერ გაზრდის შესახებ, რომლის სამომავლო ფართობიც 30 000 კმ²-ს მიაღწევს. ახალ ტერიტორიებში ბინადრობს დაახლოებით 500 ერთეული გრიზლი, ტყის კარიბუს ორი სახეობა, ასევე ალპური ცხვრისა და თხის რამდენიმე სახეობა.

1978 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მეორე კანიონი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Parks Canada. 2007. South Nahanni River Touring Guide.
  2. Parks Canada. 2002. Nahanni National Park Reserve Natural and Cultural Guide to Nahʔa Dehé. 87გვ.
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 24
ინგლ.რუს.ფრ.