ჩრდილოეთის ირემი
ჩრდილოეთის ირემი (ლათ. Rangifer tarandus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 220 სმ, მასა 100-220 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. ჩრდილოეთის ირემი ზაფხულობით მოყავისფროდან მონაცისფრო-მურად არის შეფერილი, ზამთრობით უფრო ღია, ზოგჯერ თითქმის თეთრია. რქები დედალსაც აქვს და მამალსაც.
ჩრდილოეთის ირემი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Rangifer tarandus | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 29742 | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტუნდრისა და ტაიგის ზონაში. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება მღიერებით, ტოტებით, კვირტებით, კენკრით, სოკოთი და სხვ. ზამთრობით, როდესაც თოვლის საფარი განსაკუთრებით მაღალია, ჩრდილოეთის ირემი წინა ფეხებით თხრის თოვლს 70-80 სმ სიღრმეზე და პოულობს საკვებს. ახასიათებს სეზონური მიგრაციები.
ფრთხილი ცხოველია. კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა. კარგად ცურავს, შეუძლია გადაცუროს მდინარე და ტბა. მაკეობა 7,5 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. აქვს სარეწაო მნიშვნელობა — იყენებენ მის ხორცს, ტყავს.
ჩრდილოეთის ირმების ზოგადი სახელწოდება ჩრდილოეთ ამერიკაში არის კარიბუ.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 158.