ამჰარის რეგიონი
ამჰარის რეგიონი (ამჰ. አማራ) — ეთიოპიის რეგიონი, რომლის ძირითადი მოსახლეობაა ამჰარები. დედაქალაქია ბაჰრ-დარი. მოსახლეობა — 20 018 988 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 154 708,96 კმ²[2].
რეგიონი | |||
---|---|---|---|
ამჰარის რეგიონი ამჰ. አማራ | |||
| |||
ქვეყანა | ეთიოპია | ||
ადმ. ცენტრი | ბაჰრ-დარი | ||
კოორდინატები | 11°39′39″ ჩ. გ. 37°57′28″ ა. გ. / 11.66083° ჩ. გ. 37.95778° ა. გ. | ||
დაარსდა | 1992 | ||
ფართობი | 154 708,96 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ამჰარული ენა | ||
მოსახლეობა | 20 018 988 კაცი (2014) | ||
სიმჭიდროვე | 129,40 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
გეოგრაფია
რედაქტირებარეგიონში მდებარეობს ეთიოპიის უდიდესი ტბა ტანა. აქაა ასევე სიმენის ეროვნული პარკი ქვეყნის უმაღლეს მწვერვალ რას-დაშანით.
ისტორია
რედაქტირებაიმპერატორის ეთიოპიის დროს რეგიონი დაყოფილი იყო რამდენიმე პროვინციად, რომლებსაც მართავდნენ ნეგუსები. ამ პროვინციების დიდი ნაწილი 1995 წელს გაერთიანდა ერთ რეგიონში.
მოსახლეობა
რედაქტირება2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 17 214 056 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 12,27 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა — 111,27 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 3 953 115 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,3 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე. მოსახლეობის დაახლოებით 91,48 % მიეკუთვნება ამჰარების ეთნიკურ ჯგუფს. სხვა ჯგუფებია: არაუელები — 3,46 %, ორომოები — 2,62 % და სხვა. რეგიონის მოსახლეობის 91,47 % საუბრობს სემიტური ენების ჯგუფის ამჰარული ენაზე, დანარჩენი მოსახლეობის უმეტესობა ლაპარაკობს აფრაზიულ ენებზე, მათ შორისაა: აგავური ენები (ავი), აგავური ენები (კამირი), ორომოს ენა და არგობა. მოსახლეობის 82,5 % — ქრისტიანი-მონოფიზიტია; 17,2 % — მუსულმანია; 0,2 % — პროტესტანტია; 0,1 % — სხვა რელიგიების მიმდევარია. 1994 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 13 834 297 ადამიანს, ხოლო ქალაქის მოსახლეობა სულ 9,15 %-ს.
CSA-ს 2004 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 28 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით (19,89 %-ს სოფლებში და 91,8 %-ს ქალაქებში). განათლების დონე შეადგენს 54 %-ს მამაკაცებისთვის და 25,1 %-ს ქალებისთვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 94 ბავშვს 1000 დაბადებულიდან (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირება- აგევ-ავი (Agew Awi)
- ბაჰირ-დარი (Bahir Dar)
- აღმოსავლეთ გოჯამი (Misraq Gojjam)
- ჩრდილოეთ გონდარი (Semien Gondar)
- ჩრდილოეთ შევა (Semien Shewa)
- ჩრდილოეთ ვოლო (Semien Wollo)
- ორომია (Oromia)
- სამხრეთ გონდარი (Debub Gondar)
- სამხრეთ ვოლო (Debub Wollo)
- ვაგ-ჰემრა (Wag Hemra)
- დასავლეთ გოჯამი (Mirab Gojjam)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.ethiopar.net/type/English/basinfo/infoamra.htm დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine.
- http://www.africaguide.com/culture/tribes/amhara.htm
- http://www.ocha-eth.org/Maps/downloadables/AMHARA.pdf
- http://www.dppc.gov.et/downloadable/map/administrative/Atlas_Amhara.pdf დაარქივებული 2008-10-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
- ↑ 2011 National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-10-02.