ბაჰრ-დარი
ბაჰრ-დარი (ამჰ. ባሕር-ዳር) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ეთიოპიაში. ამჰარის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ტანის ტბის სამხრეთ ნაპირზე. იქ სადაც ცისფერი ნილოსი უერთდება ტბას. მოსახლეობა — 199 210 კაცი (2008 წელი).
ქალაქი | |
---|---|
ბაჰრ-დარი | |
ქვეყანა | ეთიოპია |
კოორდინატები | 11°35′06″ ჩ. გ. 37°23′24″ ა. გ. / 11.58500° ჩ. გ. 37.39000° ა. გ. |
ფართობი | 213.43 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1800±1 მეტრი |
მოსახლეობა | 243 300 (2015)[1] |
სასაათო სარტყელი | აღმოსავლეთ აფრიკული დრო |
ქალაქი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია. ქალაქის ფარგლებში მარცხენა სანაპიროზე, გორაზე მდებარეობს ყოფილი იმპერატორების სასახლე. ტურისტების საყვარელი ადგილია ჩანჩქერი ტის-ისატი და ცისფერი ნილოსის შესართავი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Pictures from Bahir Dar დაარქივებული 2008-10-16 საიტზე Wayback Machine.
- MSN Map[მკვდარი ბმული]