ისმაილ ხანი
მოჰამად ისმაილ ხანი ( დარი / პუშტუ محمد اسماعیل خان; თურან ისმაილი, დ.1946, შინდანდი, ჰერათის პროვინცია , ავღანეთის სამეფო ) — ავღანეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, სამხედრო ლიდერი, ავღანელი მოჯაჰედების მთავარი საველე მეთაური ავღანეთის ომის [1] (1979-1989) დროს.„ დასავლეთის გაერთიანებული ჯგუფის“ მთავარი მეთაური, უფრო ცნობილია „თურან ისმაილის“ (კაპიტანი ისმაილი), მოგვიანებით კი — „ჰერათის ლომის“ სახელით. ავღანეთის ისლამური საზოგადოების უმაღლესი საბჭოს წევრი. პოპულარობითა და გავლენით მესამეა მის ლიდერებს შორის, ბურჰანუდინ რაბანისა და აჰმად შაჰ მასუდის შემდეგ. ამავე დროს არის რვა პარტიის ალიანსის — შიიტური რვიანის ყველაზე დიდი საველე მეთაური. შემდგომში, სხვადასხვა დროს იგი არაერთხელ მსახურობდა ჰერათის პროვინციის გუბერნატორად. იყო ავღანეთის კოალიციური მთავრობის წევრი, წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრი.[2][3]
ისმაილ ხანი დარი. محمد اسماعیل خان | |
---|---|
მეტსახელი | "ჰერათის ლომი" |
ეროვნება | ტაჯიკი |
დაბადების თარიღი | 1946 |
დაბადების ადგილი | შინდანდი, ჰერათის პროვინცია , ავღანეთის სამეფო |
კუთვნილება |
ავღანელი მოჯაჰედები 1979-1992 ჩრდილოეთის ალიანსი 1992-1997 ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა 2001-2021 |
ჯარის სახეობა | ავღანეთის არმია - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1967-1979 |
წოდება | კაპიტანი |
ბრძოლები/ომები |
ავღანეთის ომი (1979-1989) |
ადრეული წლები. თურან ისმაილიდან ჰერათის ლომამდე
რედაქტირებაეროვნებით ტაჯიკი ისმაილ ხანი (მაჰმად ისმაილ ხანი), დაიბადა 1946 წელს ჰერათის პროვინციის შინდანდის რაიონის სოფელ ნასრაბადში, მოჰამად ასლამის ოჯახში.
მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება. იკავებდა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მე-17 ქვეითი დივიზიის ბატალიონის მეთაურის — კაპიტანის (ავღ. თურანი) პოსტს. 1979 წლის მარტში დატოვა სამხედრო ნაწილი და ჰერათის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ისმაილ ხანმა დატოვა ავღანეთი, მაგრამ შემდგომში დაბრუნდა, გააერთიანა მოჯაჰედების ფორმირებები და გახდა დასავლეთ ავღანეთის უდიდესი საველე მეთაური. მან მოაწყო ინფრასტრუქტურა ავღანელი მოჯაჰედების პარტიზანული საქმიანობისთვის ჰერათის, ფარაჰის, ბადღისის, გორის პროვინციებში.
პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის კარიერა
რედაქტირებაავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობაში ყოფნის დროს გადაჭრა სამრეწველო და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. ჰერათის პროვინციის გუბერნატორის რანგში, ისმაილ ხანმა აკრძალა ევროპული ცეკვები, დასავლური ფილმები და ჟურნალები მის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე და შეზღუდა უცხოელი ჟურნალისტების საქმიანობა. ჰერათის პროვინცია ეკონომიკურად ყველაზე აყვავებული და უსაფრთხო იყო.
მას შემდეგ, რაც 1995 წელს თალიბებმა ქალაქი ჰერათი აიღეს, ის დიდხანს იმალებოდა ავღანეთის ძნელად მისადგომ რაიონებში. 1997 წლის 18 მაისს, ბადგისის პროვინციაში ანტითალიბანური აჯანყების ორგანიზებისას, იგი თალიბებმა დაატყვევეს და ყანდაარის ციხეში დააპატიმრეს, სადაც სამ წელზე მეტი გაატარა. 2000 წლის 27 მარტს მისმა ვაჟმა, მირვაის სადიკმა ორგანიზება გაუწია მის გაქცევას, რის შემდეგაც ისმაილ ხანი დიდხანს იმალებოდა ირანსა და პაკისტანში.[4]
ისმაილ ხანი ჰერათში დაბრუნდა 2001 წლის გაზაფხულზე მის განკარგულებაში იყო 3 ათასზე მეტი რეგულარული ჯარისკაცი და მის მიერ დაქირავებული 25 ათასზე მეტი რეზერვისტი. უკვე შემოდგომაზე ის ხელმძღვანელობდა თავის ფორმირებებს თალიბების ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში და მათი დამხობის შემდეგ კვლავ დაიბრუნა ჰერათის პროვინციის გუბერნატორის პოსტი. თუმცა, გუბერნატორად ყოფნის დროს, ისმაილ ხანს ბრალი დასდეს იმაში, რომ თავის პროვინციას თვითნებურად მართავდა, რამაც გამოიწვია დაძაბულობა ავღანეთის გარდამავალ ადმინისტრაციასთან . კერძოდ, მან უარი თქვა ირანის და თურქმენეთის საქონელზე საბაჟო გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების მთავრობისთვის გადაცემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჰერათში განათლებულებს სძულდათ და ხშირად ადანაშაულებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ისმაილ ხანის რეჟიმი უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, სახელმწიფო თანამშრომლების ანაზრაურებას და ახორციელებდა ინვესტიციებს საჯარო სამსახურებში. [5]
2002 წლის თებერვალში, ჰამიდ ქარზაისთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მან გაათავისუფლა ოთხმოცი პუშტუნი ჰერათის ციხეებიდან და განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ქაბულში „ცენტრალურ ძალას“ და მის ხელმძღვანელ პუშტუნ ჰამიდ ქარზაის. მიუხედავად მისი ლოიალობისა "პროპუშტუნთა" მთავრობისადმი, მცირე ხნის შემდეგ ისმაილ ხანი ჩაერთო შეიარაღებულ დაპირისპირებაში ადგილობრივ პუშტუნთა ჯგუფებთან.
თავდასხმა და შვილის სიკვდილი
რედაქტირებაისმაილ ხანზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა მკვლელობის მიზნით. 2004 წლის აპრილში დაკარგა ვაჟი მოჰამად მირვაის სადდიკი, ავღანეთის სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მინისტრი.
როდესაც პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ გადაწყვიტა საკუთარ ხელში აეღო ჰერათის პროვინციის კონტროლი, სატრანსპორტო თვითმფრინავით გაგზავნა ავღანეთის ეროვნული არმიის ექვსასი ჯარისკაცი. ოპერაციის მეთაურად დაინიშნა ჰერათის პროვინციაში დისლოცირებული ავღანეთის არმიის მე-17 ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზაქირ ნაბიზადე. იმავდროულად, ჰერათის გუბერნატორის ისმაილ ხანის ვაჟმა, ავღანეთის სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მინისტრმა მოჰამედ მირვაის სადიკმა, რომელიც ქაბულიდან მივლინებით ჩავიდა ჰერათში, ისარგებლა მამის პირადი მანქანით. გზაში განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა ყუმბარმტყორცნებისა და ტყვიამფრქვევის გამოყენებით. შედეგად, ორი პოლიციელი, რომელიც მას ახლდა და თავად მირვაის სადიკი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ლიკვიდაციის სამიზნე ისმაილ ხანი იყო.
თავდამსხმელები, თვითმხილველების თქმით, მე-17 ქვეითი ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ზაქირ ნაიბ-ზადეს რეზიდენციაში გაუჩინარდნენ. მაშინვე ისმაილ ხანის მომხრეებმა დაადანაშაულეს მისი დიდი ხნის მტერი, პოლკოვნიკი ზაქირ ნაიბ-ზადე მინისტრ მირვაის სადიკზე თავდასხმის ორგანიზებაში. თავად ნაიბ-ზადე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მირვეის სადიკი შეიჭრა მის რეზიდენციაში ისმაილ ხანზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ შურისძიების მიზნით და მის მოკვლას აპირებდა, მაგრამ ნაიბ-ზადეს პირადმა დაცვამ დაასწო სროლა. ამ დრამატულმა მოვლენამ პირადი კონფლიქტი გაამწვავა.
შვილის გარდაცვალების შესახებ ცნობის მიღებისთანავე, ისმაილ ხანმა გაგზავნა თავისი ერთგული ჯარი, რომელთა რიცხვი სამ ათასზე მეტ ჯარისკაცს შეადგენდა, სამთავრობო ძალების მე-17 ქვეითი ბრიგადის ყაზარმებში ზ.ნაიბ-ზადეს დასაპატიმრებლად, სადაც მისმა შვიდასმა მხარდამჭერმა მეთაურთან ერთად ბარიკადებზე მომხდურებს ცეცხლი გაუხსნა.
მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა მძიმე არტილერიის და ჯავშანტექნიკის გამოყენებით. მსხვერპლი დიდი იყო. მასიური თავდასხმების შედეგად ყაზარმები აიღეს, ხოლო ქვეითი ბრიგადის მეთაური ზაქირ ნაიბ-ზადე და მისი ახლო ოფიცრები მთებში გაიქცნენ. ბრიგადამ, რომელმაც შეწყვიტა წინააღმდეგობა, ჩაბარდა გუბერნატორ ისმაილ ხანის ჯარებს.[6]
ტყვეობა და ემიგრაცია
რედაქტირებაავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანის დაწყებიდან მალევე, თალიბანის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს სამთავრობო ძალების წინააღმდეგ. 2021 წლის ივლისის ბოლოს შეიარაღებული ისლამისტები მიუახლოვდნენ ჰერათს, ისმაილ ხანის მეთაურობით. მის მომხრეებთან ბრძოლების დროს დაიკავეს ქალაქი 12 აგვისტოს. თავად ისმაილ ხანმა ვერტმფრენით გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ, რის შემდეგაც იგი თალიბებმა შეიპყრეს და საკუთარ რეზიდენციაში შინაპატიმრობაში მოათავსეს. 2021 წლის 17 აგვისტოს თალიბებმა გაათავისუფლეს ისმაილ ხანი ქვეყნიდან ემიგრაციის სანაცვლოდ, რის შემდეგაც იგი გაემგზავრა ირანში. [7] [8] [9]
აზრთა სხვადასხვაობა
რედაქტირებაისმაილ ხანი საკამათო ფიგურაა. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ მას ბრალად წაუყენეს პრესის დაშინება და ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრძანების გაცემა. ასევე Human Rights Watch-მა დაადანაშაულა ის ადამიანის უფლებების დარღვევაში. [10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Afghan warlord's call to arms rattles officials.
- ↑ Hassan, Sharif (2021-08-13). „An Afghan warlord who steadfastly resisted the Taliban surrendered. Others may follow his lead“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-13. ციტირების თარიღი: 2021-08-13.
- ↑ Jaafari, Shirin (August 16, 2021). „Former warlord Ismail Khan led a militia against the Taliban. He spoke to The World days before Afghans lost the fight“. The World. Cambridge, MA: Public Radio Exchange.
- ↑ Coll, Steve. Ghost Wars. pg 40. 2004, Penguin Books.
- ↑ Johnson, C. & Leslie, J. "Afghanistan: The Mirage of Peace", New York: Zed Books, 2008. p69.
- ↑ Giustozzi, A. "Empires of Mud: Wars and Warlords in Afghanistan", London: Hurst & Co., 2009. p259.
- ↑ Rocket attack over border kills 4 Afghan children - Yahoo! News. ციტირების თარიღი: 2017-01-14
- ↑ Trofimov, Yaroslav (2021-08-13). „Taliban Seize Kandahar, Prepare to March on Afghan Capital Kabul“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-13. ციტირების თარიღი: 2021-08-13.
- ↑ „Taliban captures Afghan commander Ismail Khan after fall of Herat“ (ინგლისური). 2021-08-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-13. ციტირების თარიღი: 2021-08-14.
- ↑ Afghanistan: Torture and Political Repression in Herat, John Sifton (November 5, 2002). ციტირების თარიღი: December 2, 2016