შიიტური რვიანი (ოფიციალური სახელწოდება: „ავღანეთის ისლამური რევოლუციის კოალიციური საბჭო“, ცნობილია, აგრეთვე, როგორც „რვის კავშირი“ ან „რვის ალიანსი“.) — ავღანეთის ისლამური პარტიების სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც ჩამოყალიბდა ავღანეთის ომის დროს 1979-1989 წწ.

ორგანიზაციამ ფორმირება დაიწყო 1980 წლის დასაწყისში ავღანეთის სხვადასხვა პროირანულად განწყობილი ფუნდამენტური შიიტურ-ისლამური პარტიებისაგან. შედიოდა "მოჯაჰედების ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა - შიიტებში", რომელსაც მხარს უჭერდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო და სულიერი ლიდერები. მათი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის და ავღანეთის პროსაბჭოთა ხელისუფლების დამხობა. გაერთიანება წარმოადგენდა ეფექტურ იარაღს ავღანეთის ოპოზიციისათვის საერთაშორისო ფინანსური და სამხედრო დახმარების სფეროში.

„რვის კავშირი“ ავღანეთის შეიარაღებული ოპოზიციის სამხედრო და პოლიტიკური მმართველობის უმაღლესი ორგანოა შიიტი მოჯაჰედების ისლამური პარტიების კავშირის სახით. ის კონსოლიდირებული იყო ერთიანი მიზნებითა და ამოცანებით - გაეერთიანებინათ წინააღმდეგობის მოძრაობა (ჯიჰადი). მათი მოქმედებები ვრცელდებოდა ავღანეთის კომპატურად დასახლებულ შიიტურ და ისმაილიტთა შერეულ რეგიონებში. ამ რეგიონებში ცხოვრობდნენ ძირითადად, ხაზარები, ყიზილბაშბი, პამირელები, ტაჯიკები და სხვები, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ, სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ, უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში — ავღანეთის პამირსა და ავღანეთის ბადახშანში. ორგანიზაციის და მისი ფილიალების შტაბ-ბინა მდებარეობდა ირანის ქალაქებში - ყუმი, მეშჰედი, ტაიბადი და პაკისტანის ქალაქ კვეტაში.

მიზანი და ამოცანები

რედაქტირება

ორგანიზაციის შექმნის მიზანი თავიდანვე ცხადი იყო — ავღანელი შიიტი მოჯაჰედების დაფინანსების და მართვის ერთიანი კონტროლი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთიანობა და შეთანხმებული მოქმედება.

  • ირანის ტერიტორიაზე ავღანელი მოჯაჰედების რაზმებისათვის პროფესიული სამხედრო–საწვრთნელი ბაზების შექნა. ამ საქმეში ირანის პოლიტიკური წრეების მონაწილეობა განპირობებული იყო სურვილით, რომ გავლენა მოეხდინათ მეზობელი ავღანეთის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე.
  • ავღანეთის რესპუბლიკის დასავლეთი, ცენტრალური, ჩრდილო-დასავლეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილები ყოველთვის ორიენტირებული იყვნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, რადგან ისინი მუდმივად ავღანეთის შიიტური ძალების კუთვნილებას წარმოადგენდა.
  • „შიიტურ რვიანში“, რომელსაც ხშირად „რვის ალიანსსაც“ უწოდებდნენ გაერთიანებული იყო რვა შიირტური ორიენტაციის რვა პარტია. ორგანიზაცია ორიენტირებული იყო ავღანეთის საზოგადოების შიიტურ და ისმაილიტურ ნაწილზე. ყველა მათგანი იყენებდა ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მისი სულიერი ლიდერების ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას.
  • ირანთან ავღანეთის მოსაზღვრე პროვინციებში - ჰერათი, ფარაჰი, ნიმრუზი, ნაწილობრივ ჰილმანდი - ტაჯიკი შიიტები და ჩარამაიკები.
  • ავღანეთის სახელმწიფოს არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე შიიტები და ისმაილიტები წარმოადგენდნენ ქვეყნის მოსახლეობის უმცირესობას. მოსახლეობის უმრავლესობის - პუშტუნებისა და ტაჯიკებისაგან ისინი მუდმივად განიცდიდნენ რელიგიურ და ეროვნულ დისკრიმინაციას.
  • ირანის შიდაპოლიტიკური კლანი „რვის ალიანსის“ შექმნით დაინტერესებული იყო შეექმნა ავღანელი შიიტების სულიერი ცენტრი, რომელიც შექმნადა ავღანეთის შიიტი მოსახლეობის ეკონომიკური და ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდის პირობებს, შეამცირებდა მათზე პირველ რიგში, სუნიტებისა და სუნიტური პაკისტანის გავლენას, რომლებიც მართავდნენ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან (ოპერაცია „ციკლონი“ს ფარგლებში) მომდინარე ფინანსურ ნაკადებს და აგრეთვე, ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე შიიტური პარტიები გახდებოდნენ დამოუკიდებელი მონაწილეები.

შიიტური პარტიები

რედაქტირება

„შიიტური რვიანი“ იყო ავღანელი შიიტი მოჯაჰედების პარტიათა გაერთიანება. ეს პარტიებია:

  • გამარჯვების პარტია
  • ალაჰის პარტია
  • ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დამცველთა კორპუსი
  • ისლამური რევოლუციის გაერთიანებული ფრონტი
  • ავღანეთის ისლამური მოძრაობა
  • ისლამური თანხმობის კავშირი
  • ისლამური რევოლუციის მოძრაობა
  • ავღანეთის ისლამისათვის მებრძოლთა ორგანიზაცია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება