ფარაჰის პროვინცია
ფარაჰის პროვინცია (პუშტუ / ირანული: فراه) — ავღანეთის 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ირანის საზღვართან. იგი არის ფართო და მეჩხერად დასახლებული რეგიონი, იყოფა თერთმეტ რაიონად და შეიცავს ასობით სოფელს. მისი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 925.016 ადამიანს, რომელიც მრავალეთნიკურია და ძირითადად, სოფლის ტომის საზოგადოებას წარმოადგენს. პროვინციის დედაქალაქია ქალაქი ფარაჰი, რომელშიც მდებარეობს აეროპორტი.
ფარაჰის პროვინცია فراه | |
ქვეყანა | ავღანეთი |
---|---|
ადმ. ცენტრი | Farah |
შიდა დაყოფა | Anar Dara District, Bakwa District, Bala Buluk District, Farah City District, Gulistan District, Khaki Safed District, Lash Wa Juwayn District, Pur Chaman District, Pusht Rod District, Qala i Kah District და Shib Koh District |
კოორდინატები | 32°30′00″ ჩ. გ. 63°30′00″ ა. გ. / 32.50000° ჩ. გ. 63.50000° ა. გ. |
ფართობი | 48 471 კმ² კმ² |
ოფიციალური ენა | დარი და პუშტუ |
სალაპარაკო ენები | დარი, პუშტუ |
მოსახლეობა | 488 100 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 10,07 ადამ./კმ² კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
პროვინციის ფართობია დაახლოებით 48,000 კმ 2. იგი დაახლოებით ორი მერილენდის შტატის ზომაა ან სამხრეთ კორეის ნახევარი. ფარაჰის პროვინციას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჰერათის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ღურის პროვინცია. სამხრეთით ჰელმანდის პროვინცია, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიმრუზის პროვინცია და დასავლეთით ირანი. ეს არის მეოთხე უდიდესი პროვინცია ავღანეთში.
ავღანეთის ამ პროვინციაში მრავალი ისტორიული ციხის ნანგრევებია შემორჩენილი. მათ შორის ყველაზე კარგად გამოიყურება ალექსანდრე მაკედონელის ციხე ქალაქ ფარაჰის მახლობლად.