პეშავარის შვიდეული

(გადამისამართდა გვერდიდან პეშევარის შვიდეული)

პეშავარის შვიდეული (ოფიციალური სახელწოდება — „ავღანეთის მოჯაჰედთა ისლამური კავშირი“, აგრეთვე, „შვიდის ალიანსი“ ან „შვიდის კავშირი“) — ავღანეთის ომის პერიოდში ავღანეთის მოჯაჰედთა ლიდერების სამხედრო-პოლიტიკური კავშირი. იგი შეიქმნა 1982 წელს. მისი შტაბ-ბინა მდებარეობდა პაკისტანის ქალაქ პეშავარში. მასში შედიოდნენ ფუნდამენტური ისლამის მიმართულების სხვადასხვა პარტიათა ლიდერები, რომლებიც, ძირითადად, იყვნენ პუშტუნთა უმრავლესობიდან და წარმოადგენდნენ ისლამის სუნიტურ მიმართულებას.

ბურჰანუდინ რაბანი ვლადიმერ პუტინთან დუშანბეში. 2001 წლის 22 ოქტომბერი.
საველე მეთაური აბდულ რასულ საიაფი (მარცხნივ) 1984 წლის აგვისტო

გამოიყენებოდა, ასევე, როგორც ინსტრუმენტი აშშ-დან (პროგრამა "ოპერაცია ციკლონი" ცსს), საუდის არაბეთიდან, პაკისტანიდან, ისლამურ ქვეყნებში და დასავლეთ ევროპაში ფინანსური და სამხედრო დახმარების მოსაზიდად.

„7-ის კავშირი“ („პეშავარის შვიდეული“) სხვა ისლამური პოლიტიკური ალიანსების მსგავსად (მაგ: „შიიტური რვიანი“, რომელიც შედგებოდა ავღანელი შიიტების რვა მსხვილი პარტიისაგან) შეიქმნა კონფესიური პრინციპით ომის პერიოში მრავალი მიზნისა და ამოცანების შესასრულებლად.

ავღანეთის მოჯაჰედთა ისლამური კავშირი

რედაქტირება
 
სიბგატულა მოჯადედი
 
სეიდ აჰმად გილანი

ავღანეთის საზოგადოება ისტორიულად მრავალ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ეთნიკური, კონფესიური და სხვა ნიშნებით. ისინი ცხოვრობენ პატარა ავტონომიურ ჯგუფებად, ან სხვა ჯგუფებთან მჭიდრო კავშირში. 1981 წლის ბოლოს ავღანეთის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ ავღანეთის მოჯაჰედთა ისლამური კავშირშში. ალიანსი შეადგენდა შვიდი პოლიტიკური ორგანიზაციის გაერთიანებას, რომელთა საერთო მიზანი იყო ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის შექმნა.

  • „ავღანეთის ისლამური პარტია“ გულბედინ ჰექმათიარის მეთაურობით. ის სარგებლობდა აშშ-ს განსაკუთრებული ყურადღებით და ავღანური ოპოზიციის ამერიკული დახმარების 40%-ანი წილით.
  • „ავღანეთის ისლამური საზოგადოება“ („ჯამიათ-ი-ისლამი“), მეთაური ბურჰანუდინ რაბანი - ქაბულის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ყოფილი პროფესორი.
  • „ავღანეთის განთავისუფლების ისლამური კავშირი“, მეთაური აბდულ რასულ საიაფი, ძირითადად ორიენტირებული იყო საუდის არაბეთზე და დახმარების დიდ ნაწილს მისგან იღებდა.
  • „ავღანეთის ისლამური პარტია“ - გულბედინ ჰექმათიარის პარტიიდან გამოსული სამხედრო დაჯგუფება საველე მეთაურის იუნუს ჰალესის ხელმძღვანელობით.
  • „ავღანეთის ისლამური რევოლუციის მოძრაობა“, ერთი დაჯგუფების ლიდერი საიდ მანსური, მეორე დაჯგუფების ლიდერი ნაბი მუჰამადი, ცნობილი, აგრეთვე, როგორც მუჰამადი - რელიგიური მოღვაწე.
  • „ავღანეთის ეროვნული ისლამური ფრონტი“, ხელმძღვანელი საიდ აჰმად გილანი. პარტიის შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი აბდულ რაჰიმ ბარდაკი
  • ავღანეთის გადარცენის ეროვნული ფრონტი, მეთაური სიბგატულა მოჯადედი, პარტია მცირერიცხოვანი იყო და იდგა მონარქიულ პოზიციაზე, მხარს უჭერდა ავრანეთში ყოფილი მეფის ზაჰირ შაჰის დაბრუნებას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kaplan, Robert D. Soldiers of God: With the Mujahidin in Afghanistan. Boston: Houghton Mifflin Company, 1990. ISBN 0-395-52132-7
  • Weisman, Steven R. "Rebel Rivalry is Hampering Afghan Talks", The New York Times, March 1, 1988.