ბადღისის პროვინცია

ბადღისის პროვინცია (დარი. بادغیس Bādġīs, პუშტუ بادغیس) — პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ავღანეთში. ფართობი — 20 591 კმ². მოსახლეობა — 522 100 ადამიანი (2007). დედაქალაქი — ქალა-ი-ნაუ. ადმინისტრაციულად იყოფა 7 რაიონად. სამხრეთიდან ესაზღვრება ჰერათის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ფარიაბის პროვინცია, ხოლო აღმოსავლეთიდან ღურის პროვინცია.

ბადღისის პროვინცია
بادغیس
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი Qala i Naw
შიდა დაყოფა Ab Kamari, Ghormach, Jawand, Muqur, Qadis, Qala i Naw და Bala Murghab
კოორდინატები 35°00′00″ ჩ. გ. 63°45′00″ ა. გ. / 35.00000° ჩ. გ. 63.75000° ა. გ. / 35.00000; 63.75000
ფართობი 20 591 კმ²
ოფიციალური ენა უზბეკური ენა, დარი, პუშტუ და თურქმენული ენა
სალაპარაკო ენები დარი, პუშტუ, თურქმენული
მოსახლეობა 522 100 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 20,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ტაჯიკები, პუშტუნები, უზბეკები, თურქმენები, ბელუჯები
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30
სატელეფონო კოდი 41[1]

სახელწოდება მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ბადღეზ“, რაც ნიშნავს „ადგილს სადაც წარმოიქმნება ქარი“. პროვინცია დაარსდა 1964 წელს. ადგილობრივი ტაჯიკური მოსახლეობა არ თანაუგრძნობდა თალიბებს და 2001 წელს მარტივად მოექცა ჩრდილოეთის ალიანსის მმართველობის ქვეშ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება