ისლამი ესტონეთში
ესტონეთის უახლესი აღწერის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 2011 წელს, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თავს მუსლიმებს უწოდებდნენ, შეადგენდა 1508 ადამიანს. თუმცა, სხვადასხვა კვლევებისა და წყაროების მიხედვით, ესტონეთში მუსლიმთა რაოდენობა გაცილებით მეტია და 10000 [1] - დან 20000 - მდე მერყეობს. [2]
დემოგრაფია
რედაქტირება2008 წლის შეფასებით, ესტონეთში დაახლოებით 4000 მუსლიმი ცხოვრობს. [3] ქვეყანაში უმსხვილესი მუსლიმური ჯგუფები შედგება თათრების (მიშარები ) და აზერბაიჯანელებისგან . ასევე არიან სხვადასხვა რეგიონული და ეთნიკური წარმომავლობის მუსლიმები (მათ შორის ისლამზე მოქცეულები). ესტონეთში მუსლიმთა უმრავლესობა სუნიტია, გარდა აზერბაიჯანელებისა, რომლებიც შიიტები არიან. ესტონელი მუსლიმების უმეტესობა ტალინში ან მის გარშემო ცხოვრობს. 2024 წლის მონაცემებით, ესტონეთში 10 000 მუსლიმი იყო.
ისტორია
რედაქტირებაესტონეთში მე-8 საუკუნეში მოჭრილი ისლამური მონეტები აღმოაჩინეს, რომლებიც ამ მხარეში ვიკინგმა ვაჭრებმა ჩამოიტანეს. [4][5]
ესტონეთში მუსლიმების ყოფნა დოკუმენტურად დადასტურდა, როდესაც რუსეთის იმპერიიდან მუსლიმი ჯარისკაცები (თათრები) ჩავიდნენ ესტონეთში ლივონის ომის დროს. [6] მუსლიმები, რომელთა შორის ძირითადად იყვნენ სუნიტი თათრები და შიიტი აზერბაიჯანელები, საკმაოდ დიდი ხნის წინ გადასახლდნენ ქვეყანაში, 1721 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ლივონიის და ესტონეთის დაპყრობასთან ერთად.
მცირე თათრული თემი კონცენტრირებული იყო ტალინში. მე-19 საუკუნის შუა ხანებში დააარსეს მეჩეთი, სადაც მსახურობდა იმამი.
1860 წლის შემდეგ ესტონეთში თათარი ვაჭარი ემიგრანტების ახალი ტალღა ჩავიდა. [7] თათრული თემის წევრები გააქტიურდნენ. მათი ცენტრი იყო ქალაქ ნარვაში, თუმცა ზოგიერთი ასევე დასახლდა ტალინსა და ტარტუში . თათრულმა საზოგადოებამ გახსნა მაღაზიები და ეწეოდა ვაჭრობას. [7]თუმცა დღევანდელი მუსლიმებისა და მათი შთამომავლების აბსოლუტური უმრავლესობა ესტონეთში საბჭოთა პერიოდშია (1940-1991) ჩასული. პირველი მუსლიმური ორგანიზაცია, Narva Muhamedi Kogudus, დარეგისტრირდა დამოუკიდებელი ესტონეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით 1928 წელს, ხოლო მეორე —Tallinna Muhamedi Usuühing —1939 წელს. ნარვაში თემის მიერ შემოწირულობებით აშენებული სახლი მეჩეთად გადაკეთდა. თუმცა, უკვე 1940 წელს, საბჭოთა ხელისუფლების მოსვლასთან ერთად, შეკრებები აიკრძალა და შენობა მთლიანად განადგურდა 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის დაბომბვის დროს. [8]
2008 წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთი არაბული საამიროს მმართველმა, სულთან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმმა მიმართა ტალინის ქალაქის ხელისუფლებას თხოვნით, ადგილობრივი მუსლიმებისთვის გამოეყოთ მიწის ნაკვეთი მეჩეთისა და კულტურული ცენტრის ასაშენებლად. თუმცა, ტალინში მეჩეთის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
თემის მთავარი იმამია ილდარ მუხამედშინი – ესტონეთში დაბადებული თათარი, რომელიც საუბრობს ესტონურად. [9]
მეჩეთი
რედაქტირებაამ დროისთვის ესტონეთში ერთი მოქმედი მეჩეთია. [10]
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მუსლიმები ესტონეთში
რედაქტირება- ყაზანის თათრები (2,363)
- აზერბაიჯანელები (818)
- უზბეკები (394)
- ყაზახები (233)
- თურქები (43)
- სხვა (129)
გალერეა
რედაქტირება-
ესტონეთში ნაპოვნი ისლამური ოქროს ხანისმონეტები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ CER | Tallinn debates building a mosque. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-10. ციტირების თარიღი: 2010-06-30.
- ↑ Muslims in Estonia დაარქივებული 2008-04-21 საიტზე Wayback Machine. , Muslim American Society, November 19, 2003
- ↑ Ringvee, Ringo (2012). „Estonia“, Yearbook of Muslims in Europe, Volume 5 (en). Brill. ISBN 978-90-04-25586-9.
- ↑ Hussain, Tharik. (March 2017) The European Muslims You Have Never Heard About en-GB. ციტირების თარიღი: 2022-09-06
- ↑ Islam Eestis: polegi nii uus asi siin kui võiks arvata (2018-09-14). ციტირების თარიღი: 2024-03-07
- ↑ Ozkan, Aysha (2009). „Estonia“, Islam in the Nordic and Baltic Countries (en). Routledge. ISBN 978-0-415-48519-7.
- ↑ 7.0 7.1 Abiline, Toomas (2016). Muslim Tatar Minorities in the Baltic Sea Region.
- ↑ Prayer Times, Qiblah, Mosques (Masjids), Islamic Centers, Organizations and Muslim Owned Businesses worldwide. ციტირების თარიღი: 2010-06-30
- ↑ Islam Eestis: polegi nii uus asi siin kui võiks arvata (2018-09-14). ციტირების თარიღი: 2024-03-07
- ↑ Контактные данные мечети. ციტირების თარიღი: 2013-10-15