შარჯა (საამირო)

საამირო
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შარჯა (არაბ. الشارقة) —საამირო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამავე სახელწოდების დედაქალაქით. ქვეყნის შვიდი საამიროდან, მესამე ადგილზეა როგორც ტერიტორიის, ასევე მოსახლეობის მიხედვით.  

შარჯას საამირო-პორტი
შარჯას საამიროإِمَارَة ٱلشَّارِقَة
სარჯას საამიროს დროშა
სარჯას საამიროს დროშა
საამიროს გერბი

ფართობი -2,590 კვ. კმ. , რაც უდრის არაბთა გაერთიანებული საამიროების მთლიანი ტერიტორიის 3,3 პროცენტს, კუნძულების გამოკლებით. მოსახლეობა 1,400,000 კაცზე მეტია (2015) [1] შარჯას საამირო ერთადერთია, რომელსაც სახმელეთო გასასვლელი აქვს როგორც სპარსეთის ისე ომანის ყურეებზე.

შარჯას საამიროში შედის ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ექსკლავები: ქალბა, დიბბა ალ-იზნი და კორფაქანი. შარჯას მახლობლად არის არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მეორე ქალაქი, დუბაი.

შარჯას საამიროს მუნიციპალიტეტი
შარჯას საამიროს მუნიციპალიტეტების რუკა

მმართველობის ფორმა არის კონსტიტუციური მონარქია. საამიროს მმართველია შეიხი სულთან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1972 წლისდან.

არქეოლოგია

რედაქტირება

ტუბინგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჯებელ ფაიას ადგილას, რომელიც მდებარეობს შარჯადან ერთი საათის სავალზე, აღმოაჩინეს 125-100 ათასი წლის პრიმიტიული ქვის იარაღები (თერმოლუმინესცენტური მეთოდი). ასევე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნეოლითის, რკინისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები. [2]

ისტორიულად შარჯა იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი რეგიონში. პირველი დასახლებები 5000 წლის წინ არსებობდა.[3]

მე -18 საუკუნის დასაწყისში ალ-ქასიმის (ჰუვალას ტომის) კლანი გამაგრდა შარჯაში და დაახლოებით 1727 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1820 წლის 8 იანვარს შეიხ სულთან ბინ საქრ ალ-ქასიმიმ ხელი მოაწერა ბრიტანეთის მთავარ საზღვაო ხელშეკრულებას და მმიღო ბრიტანეთის პროტექტორატი. ასე რომ, ეს ტერიტორია გახდა ომანის ხელშეკრულების ბრიტანეთის პროტექტორატის ნაწილი.[4]

1971 წლის 2 დეკემბერს  შვიდი სამთავრო-საამირო გაერთიანდა ერთ არაბულ სახელმწიფოდ, შეიხ ხალიდ III ბინ მუჰამედ ალ-ქასიმიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას შარჯას გაერთიანებულ სახელმწიფოში - არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შესვლის შსახებ.[5]  [6][7]

 
სულთან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი- შარჯას ამირა سلطان بن محمد القاسمي

მმართველები

რედაქტირება
მმართველობის პერიოდი დაბადება გარდაცვალება სახელი შენიშვნები
1747–1777 შეიხ რაშიდ ბინ მატარ ალ-ქასიმი
1777–1803 შეიხ საქრ ბინ რაშიდ ალ-ქასიმი
1803–1866 1866 შეიხ სულთან ბინ საქრ ალ-ქასიმი   პირველად
1866–1868 (14 April) 1886 შეიხ ხალიდ ბინ სულთანალ-ქასიმი
1868 (14 აპრილი) – 1883 (მარტი)

1869–1883 მომდევნო ლიდერთან ერთად.

1919 შეიხ სალიმ ბინ სულთან ალ-ქასიმი
1883 (მარტი) – 1914 1914 შეიხ საქრ ბინ ხალიდ ალ-ქასიმი
1914 (13 April) – 1924 (21ნოემბერი) შეიხ ხალიდ ბინ აჰმად ალ-ქასიმი
1924 (21 ნოემბერი) – 1951 1951 შეიხ სულთან ბინ საქრ ალ-ქასიმი
1951 (მაისი) – 1965 (24 ივნისი) 1925 1993 შეიხ საქრ ბინ სულთან ალ-ქასიმი
1965 (24 ივნისი) – 1972 (24 იანვარი) 1931 1972 შეიხ ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი
1972 (25 January) – 1972 1925 1993 შეიხ საქრ ბინ სულთანალ-ქასიმი მოქმედი
1972–1987 (17 ივნისი) 1939 შეიხ დოქ. სულთან ბინ მუჰამად ალ-ქასიმი პირველად
1987 (17 ივნისი) – 1987 (23 ივნისი) 1937 2004 შეიხ აბდ-ალ-აზიზ ბინ მუჰამად ალ-ქასიმიSheikh
1987 (23 ივნისი) – ამჟამად 1939 შეიხ დოქ. სულთან ბინ მუჰამად ალ-ქასიმი მეორედ

თავისუფალი სავაჭრო ზონები

რედაქტირება
 
შარჯას ამერიკული უნივერსიტეტი

შარჯას აქვს ორი მთავარი თავისუფალი სავაჭრო ზონა: ჰამრიას საზღვაო პორტი და თავისუფალი სავაჭრო ზონა და შარჯას აეროპორტის საერთაშორისო თავისუფალი სავაჭრო ზონა (SAIF ზონა).

ჰამრიას თავისუფალი ზონის მმართველობა შეიქმნა aმირas 1995 წლის 12 ნოემბრის ბრძანებულებით. ის  შედგება ნავსადგურისა და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური და სავაჭრო ობიექტებისგან .

SAIF ზონა, რომელიც ასევე დაარსდა 1995 წელს, არის შარჯას საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია,  სადაც ამჟამად მდებარეობს 2500 კომპანია.[8]

განათლება

რედაქტირება
  • შარჯას უნივერსიტეტი – ქვეყნის უდიდესი უნივერსიტეტი
  • შარჯას ამერიკული უნივერსიტეტი (AUS)- დაარსდა 1997 წელს[9]

გაზეთები

რედაქტირება

ტელევიზიები

რედაქტირება

Sharjah TV[10]

 
შარჯას საფოსტო მარკა
 
შარჯას ხელოვნების მუზეუმი

შარჯას საამიროში დიდი ინვესტიციები ჩაიდო კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებასა  და იდენტურობის შენარჩუნებაში.  1998 წელს იუნესკომ დაარქვა "არაბული კულტურის დედაქალაქი".

 
ისლამური ცივილიზაციის მუზეუმი

2014 წელს შარჯა კულტურის ისლამურ დედაქალაქად დასახელდა განათლების, მეცნიერების და კულტურის ისლამური ორგანიზაციის (ISESCO) მიერ.[11]

საამირო საყოველთაოდ ცნობილი იყო საფოსტო მარკების კოლექციონერთათვის, ვინაიდან

არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩამოყალიბებამდე შარჯას ფოსტის სამინისტრო დიდი რაოდენობით საფოსტო მარკებს უშვებდა.[12][13]

2011 წლის 13 აგვისტოს შარჯაში აშენდა პირველი მართლმადიდებლური ეკლესია - ფილიპე მოციქულის ეკლესიაარაბთა გაერთიანებული საამიროებში..

მუზეუმები

რედაქტირება

ქალაქში 16 მუზეუმია. შარჯის მმართველმა, შეიხ სულთან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმიმ, დააარსა შარჯას მუზეუმის დეპარტამენტი, დამოუკიდებელი განყოფილება, რომელიც დაკავშირებულია მმართველის ოფისთან.[14]

ექსპო ცენტრი

რედაქტირება

შარჯას ექსპო ცენტრი მასპინძლობს წიგნის ყოველწლიურ ბაზრობას, რომელიც ცნობილია მთელ რეგიონში. იგი დაარსდა, აშენდა და ფუნქციონირებდა 1976-1999 წლებში სავაჭრო და სამომხმარებლო ბაზრობების საერთაშორისო მწარმოებლის, ფრედერიკ პიტერის მიერ. ეს ღონისძიება, როგორც წესი, იზიდავს ასობით ადგილობრივ და საერთაშორისო გამომცემლობას და ათასობით პუბლიცისტს.[15]

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
შარჯას საერთაშორისო აეროპორტი

ქალაქ შარჯაში მდებარეობს  საერთაშორისო აეროპორტები : შარჯას საერთაშორისო აეროპორტი და პორტ-ხალიდი.[16]

შარჯა -ადმინისტრაციული ცენტრი

რედაქტირება

ქალაქ შარჯაში მდებარეობს მთავარი ადმინისტრაციული და კომერციული ცენტრები, აგრეთვე მრავალი კულტურული დაწესებულება, მუზეუმები.  მათ შორის ისლამური ცივილიზაციის მუზეუმი. ღირსშესანიშნაობებში შედის  ორ მთავარი  ბაზრობა, მთელი რიგი დასასვენებელი ადგილები და საზოგადოებრივი პარკები, როგორიცაა ალ ჯაზირა და ალ ბუჰეირა კორნიჩი. ქალაქში ბევრი მეჩეთია. ასანიშნავია ან-ნურის მეჩეთი.

  1. "Sharjah offers demand for property investment, says Cluttons". Overseas Property Professional. August 2011. Archived from the original on 15 September 2011. Retrieved 11 May 2012.
  2. "Another ancient Sharjah site found by archaeologists | The National".[მკვდარი ბმული] Retrieved 1 April 2015.
  3. Lorimer, John (1908). Gazetteer of the Persian Gulf, Oman and Central Arabia. Bombay: Government of India. p. 1451.
  4. Schofield, R (1990). Islands and Maritime Boundaries of the Gulf 1798–1960 Vol 1. UK: Archive Editions. p. 139. ISBN 978-1-85207-275-9.[მკვდარი ბმული]
  5. Schofield, R (1990). Islands and Maritime Boundaries of the Gulf 1798–1960. UK: Archive Editions. p. 544. ISBN 978-1-85207-275-9[მკვდარი ბმული].
  6. "Radical Sheik". New York Times. 30 January 1972. p. E4.
  7. Jessup, John E. (1998). An encyclopedic dictionary of conflict and conflict resolution, 1945–1996. Greenwood Press. p. 773. ISBN 9780313281129.
  8. "Hamriyah Free Zone" დაარქივებული 2015-11-22 საიტზე Wayback Machine. . Business-Dubai.com. Retrieved 22 November 2015.
  9. "Sharjah University City" დაარქივებული 2017-06-28 საიტზე Wayback Machine. . The Emirates Network [TEN] Education. Retrieved 31 August 2012.
  10. Sharjah TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-27. ციტირების თარიღი: 2020-11-21.
  11. "SICC". Archived from the original on 9 November 2014. Retrieved 9 November 2014.
  12. "Sharjah an Dependencies – stamps and postal stationery on-line catalogue". Oh My Gosh Publishing. Retrieved 31 August 2012.
  13. Carlton, R. Scott (1997). The International Encyclopedic Dictionary of Philately. Krause Publications. p. 173. ISBN 9780873414487.
  14. "Our Museums" Sharjah Museums. Archived from the original on 9 November 2014. Retrieved November 2014.
  15. "Sharjah World Book Fair". Archived from the original on 20 July 2009. Retrieved 29 June 2009.
  16. Sharjah International Airport[მკვდარი ბმული] – Statistics 2007Archived 7 February 2009 at the Wayback Machine
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარჯა_(საამირო)“-დან