ქალბა (ქალაქი შარჯას საამიროში)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქალბა (არაბ. كلباء) — ქალაქი შარჯას საამიროში, არაბთა გაერთიანებულ  საამიროებში. ქალბა მდებარეობს ომანის ყურის სანაპიროზე, ომანის ჩრდილოეთით. ქალაქის სამხრეთით, ომანის საზღვარზე მდებარეობს მნიშვნელოვანი ნაკრძალი და ხორ ქალბას მანგროვანის ჭაობი. ქალაქი მე -16 საუკუნეში პორტუგალიელებმა აიღეს და გალაჰი უწოდეს [1].

ქალბას ფორტი
ქალბას ფორტი
ქალბას მდებარეობა რუკაზე შარჯას საამიროში
ხედი ქალბაზე ალ-ფუჯეირადან

1811 წლის მარტში ალ-ქასიმის საზღვაო ძალების წინააღმდეგ ომანის ლაშქრობის დროს ქალბას თავს დაესხა და გაძარცვა მასკატის სულთნის ჯარმა.[2] ქალბა ომანის ხელშეკრულების ნაწილი იყო 1936 - 1951 წლებში, სანამ შარჯას საამიროს შეუერთდებოდა.

ქალბას მანგროვანის ნაკრძალი ამჟამად საზოგადოებისათვის დახურულია. შარჯას საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობით ის ეკო-კურორტად უნდა გადაკეთდეს. არაერთმა გარემოს დამცველმა გამოთქვა შეშფოთება ამ პროექტის გამო [3].

 
ქალბას სანაპირო ზოლის განვითარება.
 
ქალბას ხიდი

ქალბაში აღმოაჩინეს ადამიანის საქმიანობის ნაკვალევი, რომელიც თარიღდება  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულით. ასევე დასახლების ნაშთები უმმ ან-ნარის ხანიდან.[4]

მე-16 საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს პორტუგალიელებმა და უწოდეს გალაჰი. ის შედიოდა იმ გამაგრებული ქალაქების რიცხვში, რომელთა საშუალებითაც პორტუგალიელები აკონტროლებდნენ სპარსეთისა და ომანის ყურეებს.

1906 წელს სპარსეთის ყურისა და ომანის აღწერის დროს ბრიტანელი დიპლომატი ჯონ გორდონ ლორიმერი ქალბას უწოდებდა გალაჰს 300 სახლითა და ფინიკის პალმებით, სადაც ცხოვრობდა რამდენიმე არაბული ტომი: ნაკბიინი, შარკიინი, კუნუდი და აბადილახი, ასევე - გარკვეული რაოდენობის ბელუჯები და სპარსელები. ქალაქის პორტში 10 ნავი იდგა. ქალბა  ვაჭრობდა სპარსეთის ყურისა და ინდოეთის პორტებთან [5].[6]

მაჯიდ იბნ სულთან იბნ საკრ ალ-ქასიმმა შამალიას რეგიონი ქალბასთან ერთად მიიღო მემკვიდრეობით ძმისგან შეიხ სალიმ იბნ სულთან ალ-კასიმისგან. შემდგომში ქალბას მართავდა მისი ორი ვაჟი ჰამად იბნ მაჯიდი და აჰმად იბნ მაჯიდი. შემდგომში მმართველობა გადავიდა  ჰამადის ვაჟის საიდ იბნ ჰამად ალ-ქასიმის ხელში 1902 წელს, როდესაც მეზობელ ალ-ფუჯაირას მმართველმა ჰამად იბნ აბდალა ალ-შარკიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. საიდ იბნ ჰამადი აჯმანში ცხოვრობდა და ქალბას მმართველობა გადასცა მონას, სახელად ბარუთს.[7]

1952 წელს ქალბა კვლავ  შარჯის მმართველობის ქვეშ მოექცა.

ქალბასა და მეზობელ ალ-ფუჯაირას შორის თითქმის მუდმივი კონფლიქტები მიმდინარეობდა, რომლებიც გადაიზარდა ღია საომარ მოქმედებებში სახმელეთო დავის გამო 1971 წელს არაბთა გაერთიანებული სააამიროების ჩამოყალიბების შემდეგ. 1972 წელს სამთავრობო ძალებმა  მიმდინარე დაპირისპირებაზე კონტროლი ხელში აიღეს, რა დროსაც  22 ადამიანი ემსხვერპლა და ათზე მეტი დაშავდა. დავა საბოლოოდ დრეგულირდა დუბაის შეიხ რაშიდისა და სხვა მმართველების ჩარევის შემდეგ 1972 წლის 17 ივლისს.[8]

 
შარჯა-ქალბას გზა

ქალაქ ქალბაზე გადის სამი გზა. პირველი ვადი ალ-ჰალუს (არაბ. وادي الحلو) გზის საშუალებით ერწყმის მალიჰას გზას (არაბ. شارع مليحة), რომელიც თავის მხრივ, მთავრდება შარჯას აეროპორტისაკენ მიმავალი შარჯა-ქალბას  (90 კმ.)გზით. ალ-ფუჯაირა – ქალბას გზა 8 კმ სიგრძისაა.

ხორ ქალბას გზა გადაჭიმულია ომანის საზღვარისაკენ და არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანს შორის მიმოსვლის ერთ-ერთი საშუალება.[9]

ქალაქში მდებარეობს საფეხბურთო კლუბი „ალ-ითიჰადი“.

მმართველები

რედაქტირება
  • მაჯიდ ბინ სულთან ალ-ქასიმი (1871–1900)
  •  ჰამად ბინ მაჯიდ ალ-ქასიმი (1900–1903)
  •  საიდ იბნ ჰამად ალ-ქასიმი (1903–30 აპრილი1937)
  •  ჰამად ბინ საიდ ალ-ქასიმი (30 April 1937 – 1951)
  • საქრ ბინ სულთან ალ-ქასიმი (1951–1952 შარჯას მმართველი1951–1965 -დან).

დიდმა ბრიტანეთმა ქალბა აღიარა 1936 წლის 8 დეკემბერს, 1952 წელს იგი კვლავ შევიდა შარჯას შემადგენლობაში.·        

   

  1. Bey, Frauke. From Trucial States to United Arab Emirates — UK: Longman, 1982. — P. 533. — ISBN 0582277280.[მკვდარი ბმული]
  2. Qasimi, Sultan. The Myth of Piracy in the Arabian Gulf — UK: Croom Helm, 1986. — p.. 153. — ISBN 0709921063[მკვდარი ბმული].
  3. Todorova, Vesela. Mangrove fears over Emirates eco-tourism project,[მკვდარი ბმული] The National (20 მაისი 2012). მიმართვის თარიღი 24 ნოემბერი 2018.
  4. Heritage, Sharjah Directorate of Antiquities &. "Kalba – Sharjah Directorate of Antiquities & Heritage". sharjaharchaeology.com. Retrieved 18 November 2018.
  5. Lorimer, J. G. Gazetteer of the Persian Gulf, Oman & Central Arabia (англ.). — Government of India, 1908. — P. 1440.
  6. Bey, Frauke (1982). From Trucial States to United Arab Emirates. UK: Longman. p. 533. ISBN 0582277280.[მკვდარი ბმული]
  7. Heard-Bey, Frauke. From Trucial States to United Arab Emirates (англ.). — Motivate, 2004. — P. 91. — ISBN 9781860631672.
  8. Wilson, Graeme (1999). Father of Dubai. UAE: Media Prima. p. 178. ISBN 9789948856450.
  9. Reporter, Shafaat Shahbandari, Staff (4 January 2017). "New road to link UAE, Oman by next year".[მკვდარი ბმული] GulfNews. Retrieved 23 July 2018.