ალ-ფუჯაირა (ქალაქი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალ-ფუჯაირა (არაბ. الفجيرة) — არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ-ფუჯაირას საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ომანის ყურის  სანაპიროზე. ალ-ფუჯაირას ეკუთვნის დიბბა და მასაფი.

ალ-ფუჯაირა
ფუჯაირას გერბი
ფუჯაირას გერბი

მოსახლობა

რედაქტირება

ალ-ფუჯაირა მე -7 ყველაზე დასახლებული ქალაქია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. 2016 წელს ქალაქში 97 226 ადამიანი ცხოვრობდა.[1]

კომერცია

რედაქტირება
 
ნავთობტერმინალი

ქალაქის ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს არაბთა გაერთიანებული საამიროების პირდაპირ გასვლას ინდოეთის ოკეანეზე,  სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის  გვერდის ავლით. სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ნავთობის შესანახი ცილინდრული ავზები.

ალ-ფუჯაირა არის საამიროს მთავარი ბიზნეს და კომერციული ცენტრი, მაღალი საოფისე შენობებით (მაგალითად, ფუჯაირას კოშკი)  ჰამად ბინ აბდულას ქუჩაზე.

ფუჯაირას თავისუფალი ზონა მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით.[2] Creative City არის თავისუფალი მედია ზონა შეიხ ხალიფას გზატკეცილიდან  დასავლეთით.

სავაჭრო ცენტრები

რედაქტირება

ალ-ფუჯაირაში ფუნქციონირებს არაერთი სავაჭრო ცენტრი, მათ შორის City Center Fujairah, რომელიც 2012 წელს გაიხსნა.[3]სხვა სავაჭრო ცენტრებია: Fujairah Mall (გაიხსნა 2016 წელს), LuLu Mall (გაიხსნა 2014 წელს) და Century Mall. [3] ბაზრებიდან აღსანიშნავია  ცენტრალური ბაზარი, ქსოვილების ბაზრობა, თევზისა და ბოსტნეულის ბაზარი.

განათლება

რედაქტირება
 
ალ-ფუჯაირას უნივერსიტეტი

ალ-ფუჯაირაში მდებარეობს ფუჯაირას უნივერსიტეტი

სკოლები:

  • ინგლისურის უმაღლესი სკოლა
  • ალ-ფუჯაირას ინდური სკოლა
  • წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკური სკოლა
  • დიარის საერთაSორისო კერძო სკოლა

სკოლებისა და კოლეჯების ჩამონათვალი: https://dubaiofw.com/schools-in-fujairah/

 
ალ-ფუჯაირას ციხესიმაგრე
 
ალ-ფუჯაირას სანაპირო

ქალაქ  ალ-ფუჯაირაში მდებარეობს რესტავრირებული ალ-ფუჯაირას ციხესიმაგრე,  ალ-ფუჯაირას მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1991 წელს. მუზეუმში გამოფენილია ქალაქის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები, ასევე ადგილობრივი ხელოსნების ტრადიციული ნაკეთობები სხვადასხვა ეპოქიდან. მუზეუმი რამდენიმე დარბაზისგან შედგება. წარმოდგენილია ტანსაცმელი, სამკაულები,  არის სანელებლებისა დარბაზი, ასევე მედიცინის დარბაზი სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებით, რომელსაც იყენებდნენ უძველესი დროიდან. [3]  საამიროს წარსულს გადმოსცემს მადაბის მინერალური წყაროების სიახლოვეს მდებარე Fujairah Heritage Village. საამიროს ადმინისტრაციული ცენტრის  ერთ-ერთი  მთავარი  ღირსშესანიშნაობაა  შეიხ ზაიდის დიდი თეთრი მეჩეთი. ის სიდიდით მეორეა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ქალაქის ცენტრში მდებარე მეჩეთის დანახვა სხვადასხვა კუთხიდან არის შესაძლებელი.[4] მეჩეთი დაახლოებით 28,000 მორწმუნეს იტევს.[3]

 

ქალაქის ფართო ნათელ ქუჩებზე განთავსებულის მაღლივი შენობები და ბიზნეს ცენტრები, სანაპირო ზოლზე არის სასტუმროები და პლაჟები.  

დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს 1670 წელს აშენებული ციხესმაგრის ნანგრევები.  2000 წელს აქ  ჩატარდა მასშტაბური რეკონსტრუქცია. ციხესმაგრე სამი ნაწილისაგან  შედგება.. დაყოფილია დარბაზებად.  მის გარშემო ძველი ქალაქის დანგრეული შენობებია. სამხრეთ-დასავლეთით არის შუა საუკუნეების ციხე ალ-ხაილი , რომელიც გასული საუკუნის შუა ხანებამდე იყო ალ-ფუჯაირას ემირის რეზიდენცია, ამიტომ შენობა შესანიშნავად არის დაცული. ნავსადგურის ტერიტორიას ამშვენებს კოშკი.

ალ-ფუჯეირაში პარასკეობით იმართება გასართობი სანახაობა  ხარების  უსისხლო ბრძოლა.

ქალაქის მახლობლად მწვანე ხეობაში მდებარეობს  მინერალური წყლები აინ-გომური. სამკურნალო თვისებების მქონე წყლით მკურნალობენ კანის დაავადებებს, ნერვულ სიტემას, სახსრებს.

ბოლო დროს ალ-ფუჯაირაში განვითარება დაიწყო სამედიცინო ტურიზმმა.

ტრანსპორტი

რედაქტირება
 

შეიხ ხალიფა ბინ ზაიდის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი (ასევე ცნობილი როგორც შეიხ ხალიფას გზატკეცილი) -ორმხრივი გზა,აკავშირებს ალ-ფუჯაირას დუბაისთან და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სხვა ადგილებთან.[5]

ქალაქს აქვს საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი.

საამიროს მთავარი აეროპორტი, ალ-ფუჯაირას საერთაშორისო  აეროპორტი, მდებარეობს ალ-ფუჯაირას სამხრეთით. ამჟამად ის მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს ემსახურება.

დიბბა ალ-ფუჯაირადან მდებარეობს 1 საათის სავალზე.  52 კილომეტრში. ის ასევე ისტორიული  ცენტრია. არქეოლოგიურიმა გათხრებმა აჩვენა, რომ აქ დასახლებები ჯერ კიდევ რკინის ხანაში იყო. დიბბა წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს. ვაჭრები ჩადიოდნენ შუა აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "United Arab Emirates: Emirates & Major Cities – Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information". citypopulation.de. 1 July 2016. Retrieved 31 July 2018.
  2. Fujairah Map", www.fujairahtourism.ae, UAE: Fujairah Tourism & Antiquities Authority, 2018
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 "Welcome to Fujairah City". Lonely Planet. Retrieved 30 July 2018.
  4. MacManais, E. J. (Summer 2018). "Sheikh Zayed Mosque – Our very special landmark". www.fujairahobserver.ae. UAE: Fujairah Observer. pp. 60–63.
  5. "The new Hamad Bin Abdulla Road"[მკვდარი ბმული]. www.fujairahobserver.ae. UAE: Fujairah Observer. 2018. Retrieved 31 July 2018.