ჰორმუზის სრუტე

ჰორმუზის სრუტე (არაბ.مضيق هرمز‎—) — ვიწრო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტე ომანისა და სპარსეთის ყურეებს შორის. სრუტის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობს ირანი, სამხრეთ ნაპირზე კი არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანის ანკლავი მუსანდამი.

Strait of Hormuz.jpg
ჰორმუზის სრუტის თანამგზავრული ფოტო

სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი სიგანეში 54 კმ-ია. ამ სრუტის მნიშვნელობა მართლაც უდიდესია, ის უზრუნველყოფს სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტს დანარჩენ მსოფლიოში. აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქ ყოველდღიურად 15 ტანკერი გაივლის, რომლებსაც 16.5-17 მლნ ტონა ნავთობი გადააქვთ, რაც სრუტეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გეოსტრატეგიულ წერტილად აქცევს. ამჟამად, ჰორმუზის სრუტეზე მოდის მსოფლიოში ნავთობის საზღვაო გადაზიდვების 40% და მთლიანი გადაზიდვების 20%.

ლიტერატურარედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება