ინტერნეტის პიონერები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ერთი „გამომგონებლის“ ნაცვლად ინტერნეტი წლების განმავლობაში ვითარდებოდა მრავალი ადამიანის მიერ. ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანები არიან ის პიონერები, რომელთაც ინტერნეტის ადრეულ განვითარებაში შეიტანეს წვლილი. სტატია მოიცავს ადრეულ თეორიულ საფუძვლებს, თავდაპირველ პროტოკოლებს და კვლევის ინტრუმენტში განხორციელებულ გაფართოებებს.

პიონერები

რედაქტირება

კლოდ შენონი

რედაქტირება

კლოდ შენონი (ინგლ. Claude Elwood Shannon; 1916-2001) — „თანამედროვე ინფორმაციული თეორიის მამა“, 1948 წელს გამოაქვეყნა „კომუნიკაციის მათემატიკური თეორია“. მისმა ნამუშევარმა მისცა ბიძგი საკომუნიკაციო არხების ფორმალურ შესწავლას. ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხმაურიანი არხების ეფექტურობა და დღის წესრიგში ჩააყენა კოდების ოჯახების პოვნა, რათა მიღწეულიყო მოცულობა.

ვანევარ ბუში

რედაქტირება

ვანევარ ბუშმა (ინგლ. Vannevar Bush; 1890-1974) წვლილი შეიტანა აშშ-ს სამხედრო, საუნივერსიტეტო კვლევებსა და დამოუკიდებელ აზროვნების ბანაკებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. 1940 წელს პრეზიდენტ ფრანკლინ დ. რუზველტის მიერ იგი დაინიშნა ნაციონალური თავდაცვის კვლევის კომიტეტის თავმჯდომარედ, 1941 წელს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების ოფისის დირექტორად, 1946-1947 წლებში ის მსახურობდა გაერთიანებული კვლევებისა და განვითარების საბჭოს ხელმძღვანელად. აქედან ჩამოყალიბდება DARPA, რომელიც თავის მხრივ ARPANET-ის პროექტს გაუძღვება. მან 1945 წლის ივლისში Atlantic Monthly-ის სტატიაში „როგორც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ“ შემოგვთავაზა მემექსი, თეორიული პროტო-ჰიპერტექსტური კომპიუტერული სისტემა, რომელიც კუმშავს და ინახავს ყველა წიგნს, ჩანაწერს და კომუნიკაციას, რომლებიც შემდეგ მექანიზირდება ისე, რომ გამოყენებისას არის მეტად სწრაფი და მოსახერხებელი.

პოლ ბარანი

რედაქტირება

პოლ ბარანმა (ინგლ. Paul Baran; 1926-2011) განავითარა მრავლად განაწილებული ქსელების დარგი, როდესაც RAND-ის კორპორაციაში 1959 წლიდან ატარებდა კვლევებს გადარჩენის უნარიანი კომუნიკაციის ქსელებზე. ამის შესახებ დაიწერა ნაშრომების სერიები „განაწილებულ კომუნიკაციებზე“, როლმაც 1964 წელს დეტალურად აღწერა განაწილებული გადარჩენის უნარის მქონე ჩართული კომუნიკაციის ქსელის აგებულება.

სტივ კროკერი

რედაქტირება

სტივ კროკერმა (ინგლ. Stephen D. Crocker; დ. 1944) 1969 წელს შექმნა ARPA-ს ქსელური სამუშაო ჯგუფი და RFC-ების სერია. 2011-დან 2017 წლამდე იკავებდა სახელებისა და ნომრების მინიჭების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) თავმჯდომარის პოსტს.

დონალდ დეივისი

რედაქტირება

დონალდ დეივისმა (ინგლ. Donald Davies; 1924-2000) შემოიღო ტერმინი „პაკეტის გადაცემა“ გაერთიანებული სამეფოს ფიზიკის ნაციონალურ ლაბორატორიაში. ბოლო პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებლად, „პაკეტის“ ტერმინოლოგია 1967 წელს ARPANET-ის პროექტში დაინერგა და ინტერნეტის პროტოკოლის მთავარი ცნება გახდა.

ჯ. კ. რ. ლიკლაიდერი

რედაქტირება

ჯოზეფ კარლ რობნეტ ლიკლაიდერი (ინგლ. Joseph Carl Robnett Licklider; 1915–1990) — მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი და ბოლტი, ბერანეკი და ნიუმენის მკვლევარი იყო. მან განავითარა მსოფლიო ქსელის იდეა ინფორმაციის დამუშავების ტექნიკის ოფისში (იდტო ინგლ.IPTO), რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის დაწინაურებული კვლევის პროექტების სააგენტოს ექვემდებარებოდა (დკპს ინგლ.ARPA). იგი IPTO–ს 1962 წლიდან 1963 წლამდე და მოგვიანებით 1974 წლიდან 1975 წლამდე მეთაურობდა. მისი 1960 ფურცლიანი ნაშრომი „ადამიანისა და კომპიუტერის სიმბიოზი“ მომავალ შესაძლებლობად წამოიდგენს ადამიანური ტვინისა და კომპიუტერული მანქანის ორმხრივ–ურთიერთდამოკიდებულებას, „ერთად ცხოვრებას“, მჭიდრო კავშირს, რომ ისინი ერთმანეთის ძალებს შეავსებენ.

ბობ ტეილორი

რედაქტირება

რობერტ ვ. ტეილორი (ინგლ. Robert W. Taylor; დ. 1932) — 1965 წლიდან 1969 წლამდე ARPA-ს ინფორმაციის დამუშავების ტექნიკის დირექტორი იყო, სადაც დაარწმუნა მან ARPA, რომ დაეფინანსებინა კომპიუტერული ქსელი. 1970 წლიდან 1983 წლამდე იგი Xerox Palo Alto-ს კვლევითი ცენტრის კომპიუტერული მეცნიერების ლაბორატორიას უძღვებოდა, სადაც შემუშავდა ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა Ethernet და Xerox Alto. იგი Digital Equipment Corporation-ს სისტემების კვლევითი ცენტრის დამაარსებელი და მმართველი იყო 1996 წლამდე. 1968 წლის ნაშრომში „კომპიუტერი, როგორც საკომუნიკაციო მექანიზმი“, რომელიც მან ჯ.კ.რ ლიკლაიდერთან ერთად დაწერა, ასე იწყება: „რამდენიმე წელიწადში, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა იკონტაქტონ მანქანის საშუალებით უფრო ეფექტურად, ვიდრე პირისპირ.“ და როდესაც მათი ხედვის განხორციელებას დასჭირდა მეტი ვიდრე „რამდენიმე წელი“, ნაშრომი ცხადად გვანახვებს თუ რა არის და რა გახდება ინტერნეტი.

დუგლას ენგელბარტი

რედაქტირება

დუგლას ენგელბარტი (ინგლ. Douglas Engelbart; დ. 1925) — სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის (სკი) ადრეული მკვლევარი იყო. მისი ზრდადობის კვლევითი ცენტრის ლაბორატორია 1969 წლის ოქტომბერში მეორე მნიშვნელოვანი ბაზა იყო ARPANET-ში, სკი ადრეული ქსელური ინფორმაციის ცენტრი გახდა, რომელიც შემდგომ დომეინის სახელის რეესტრში ტრანსფორმირდა.

ლარი რობერტსი

რედაქტირება

ლოურენს გ. „ლარი“ რობერტსი (ინგლ. Lawrence G. „Larry“ Roberts; დ. 1937) — ამერიკელი კომპიუტერის მეცნიერი. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (მტი) ელექტრულ ინჟინერიაში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ 1963 წელს, რობერტმა განაგრძო მუშაობა მტი-ს ლინკოლნის ლაბორატორიაში, სადაც იგი ლინკოლნის ლაბორატორიის TX-2 კომპიუტერით System Development Corporation-ის Q-32 კომპიუტერს სანტა მონიკაში პაკეტის გადაცემის საშუალებით დაუკავშირდა. 1966 წელს, იგი ARPA-ს ინფორმაციის დამუშავების ტექნიკის ოფისის უფროსი მეცნიერი გახდა, სადაც იგი უძღვებოდა ARPANET-ის განვითარებას. 1973 წელს, მან დატოვა ARPA, რათა კომერციაში ჩაეშვა ტელენეთი, პირველი ქსელური მონაცემის მოწყობილობა და 1973 წლიდან 1980 წლამდე უფროს აღმასრულებელ მოხელედ მუშაობდა.

ლეონარდ კლაინროკი

რედაქტირება

ლეონარდ კლაინროკმა (ინგლ. Leonard Kleinrock; დ. 1934) თავისი პირველი ნაშრომი ციფრულ ქსელურ კავშირებზე, „ინფორმაცია მიედინება ფართო საკომუნიკაციო ქსელში“, 1961 წელს გამოაქვეყნა. 1962 წელს ფილოსოფიის დოქტორის თეზისის დასრულების შემდეგ, რომელიც პაკეტის გადაცემის ფუნდამენტალურ თეორიას წარმოადგენდა, ის კალიფორნიის უნივერსიტეტში გადავიდა. 1969 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდმა კომპიუტერი Interface Message Processor-თან დააკვშირა და ARPANET-ში პირველი ნოდი გახდა.

ლუის პუზინი

რედაქტირება

ლუის პუზინი (ინგლ. Louis Pouzin; დ. 1931) — ფრანგი კომპიუტერის მეცნიერია. მან გამოიგონა დათაგრამა და დააპროექტა ადრეული საპაკეტო კომუნიკაციის ქსელი, CYCLADES. მისი ნამუშევარი გამოიყენეს რობერტ კანმა, ვინტონ სერფმა და სხვებმა TCP/IP–ის განვითარებისთვის.

რობერტ ე. „ბობ“ კანი (ინგლ. Robert E. „Bob“ Kahn; დ. 1938) — ამერიკელი ინჟინერი და კომპიუტერის მეცნიერია, რომელმაც 1974 წელს, ვინტონ სერფთან ერთად TCP/IP პროტოკოლები გამოიგონა. 1964 წელს, პრინსენტონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ის AT&T Bell ლაბორატორიაში მუშაობდა, როგორც ასისტენტ პროფესორი და Bolt, Beranek and Newman–ში, სადაც მან ARPANET IMP–ის განვითარებაში შეიტანა წვლილი. 1972 წელს, მან ინფორმაციის ტექინიკის ოფისში, ARPA–ში დაიწყო მუშაობა. 1986 წელს, ARPA დატოვა, რათა დაეარსებინა ნაციონალური კვლევების ინიციატივების კორპორაცია, არაკომერციული ორგანიზიცია, რომელიც ნაციონალური ინფორმაციის ინფრასტრუქტურების განვითარებისთვის წამოწყებულ კვლევებს აფინანსებდა.

ვინტ სერფი

რედაქტირება

ვინტონ გ. „ვინტ“ სერფი (ინგლ. Vinton G. "Vint" Cerf; დ. 1943) — ამერიკელი კომპიუტერის მეცნიერია. მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში, 1972 წელს მოიპოვა. კალიფორნიის უნივერსიტეტში ის პროფესორ ლეონარდ კლაინროკის ქსელურ ჯგუფში მუშაობდა, ამ ჯგუფმა დააკავშირა ARPANET-ის პიველი ორი ნოდი და host-to-host პროტოკოლის განვითარებაში შეიტანა წვლილი. 1972-1976 წლებში სერფი პროფესორ ასისტენტი იყო სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ქსელურს პაკეტის პროტოკოლზე ჩაატარა კვლევა და ბობ კანთან ერთად შეიმუშავა DoD TCP/IP პროტოკოლი. 1976 წლიდან 1982 წლამდე ის იყო დაწინაურებული კვლევის პროექტების სააგენტოს პროგრამის მენეჯერი. სერფმა ფუნდამენტალური წვლილი შეიტანა ინტერნეტის საზოგადოებისა და ინტერნეტის კორპორაცია დანიშნული სახელებისა და რიცხვებისათვის (იკდსრ) ჩამოყალიბებაში. 1992-1995 წლებში იგი დამაარსებელ პრეზიდენტად და 1999 წელს საბჭოს ხელმძღვანელად ინტერნეტის საზოგადოებაში, ხოლო 2000-2007 წლებში იკდსრ-ს თავმჯდომარედ მუშაობდა.

ჯონ პოსტელი

რედაქტირება
 
ჯონ პოსტელი, 1994

ჯონ პოსტელი (ინგლ. Jon Postel; 1943-1998) — ინფორმაციული მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევარი იყო. ის ყველა ადრეული ინტერნეტის სტანდარტების სპეციფიკაციების რედაქტორი იყო, როგორიცაა Request for Comments (RFC). მისმა წვერმა და სანდლებმა იგი „ინტერნეტ პიონერის ყველაზე ცნობად პროტოტიპად“ აქციეს.

ჯეიკ ფეინლერი

რედაქტირება

ელიზაბეტ ჯ. „ჯეიკ“ ფეინლერი (ინგლ. Elizabeth J. „Jake“ Feinler; დ. 1931) —1972 წლიდან 1989 წლამდე დუგ ენგელბარტის აუგმენტაციის კველვითი ცენტრის წევრი, ARPANET-ში ქსელური ინფორმაციის ცენტრის და ქსელური მონაცემების დაცვის მთავარი მკვლევარი იყო.

პიტერ კირსტეინი

რედაქტირება

პიტერ ტ. კირსტეინი (ინგლ. Peter T. Kirstein; 1933-2020) — ბრიტანელი კომპიუტერის მეცნიერი და ინტერნეტის საერთაშორისო განვითარების მეთაური. 1973 წელს მან ARPANET-ში პირველი ორი საერთაშორისო ნოდი დააყენა. 1978 წელს იგი გახდა „ქსელური პაკეტის ურთიერთკავშირის საკითხების“ თანაავტორი ვინტ სერფთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაშრომი ინტერნეტის იდეაზე. 1983 წლიდან ის საერთაშორისო თანამშრომლობის საბჭოს ხელმძღვანელობდა, რომელიც მოიცავდა ნატო-ს ექვს ქვეყანას, მსახურობდა ნატო-ს სამეცნიერო კომიტეტის ქსელურ პანელში (2001 წელს თავჯომარედ), ავსტრალიური კვლევითი საკონსულოს სათათბირო კომიტეტში, კანადურ კომუნიკაციების დეპარტამენტში, გერმანულ GMD-ში და ინდურ განათლებისა და კვლევითი ქსელის პროექტში. მეთაურობდა Silk Project-ს, რომელიც სატელიტური ინტერნეტით უზრუნველყოფს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პოლ მოკაპეტრისი

რედაქტირება

პოლ ვ. მოკაპეტრისმა (ინგლ. Paul V. Mockapetris) — ინფორმაციული მეცნიერებების ინსტიტუტში ჯონ პოსტელთან ერთად, 1983 წელს შემოგვთავაზა დომეინის სახელის სისტემის (DNS) აგებულება. 1994-1996 წლებში იგი IETF-ს ხელმძღვანელობდა.

ჯოის რეინოლდსი

რედაქტირება

ჯოის კ. რეინოლდსი (ინგლ. Joyce K. Reynolds) — ინფორმაციული მეცნიერებების ინსტიტუტში RFC-ს რედაქტორად, ბობ ბარდენთან ერთად, 1987 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა. ასევე მუშაობდა IANA-ში ჯონ პოსტელთან ერთად, შემდეგ კომპანია გახდა ICANN და იგი იქ 2001 წლამდე დარჩა. IETF-ში იგი სამომხმარებლო მომსახურების სივრცის დირექტორი და 1990 წლიდან 1998 წლამდე IESG-ს წევრი იყო. იგი არის მრავალი RFC-ს ავტორი და თანაავტორი, ყველაზე ცნობილია ტელნეთის პროტოკოლით.

დევიდ კლარკი

რედაქტირება

დევიდ დ. კლარკი (ინგლ. David D. Clark; დ. 1944) — ამერიკელი კომპიუტერის მეცნიერი. 1981 წლიდან 1989 წლამდე, ინტერნეტის სწრაფი ზრდისა და გაფართოების პერიოდში, ის Internet Develpoment-ში პროტოკოლის მთავარ არქიტექტორად მუშაობდა და ინტერნეტის საქმიანობის საბჭოს ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდეგში ინტერნეტის არქიტექტურის საბჭოდ იქცა. ის ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში უფროს მკვლევარ მეცნიერად მუშაობს. იგი დელავერის უნივერსიტეტის გადამდგარი პროფესორია.

დეივ მილსი

რედაქტირება

დევიდ ლ. მილსი (ინგლ. David L. Mills; დ. 1938) — ამერიკელი კომპიუტერის ინჟინერი. მილსმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის კომპიუტერისა და კომუნიკაციის მეცნიერებაში 1971 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტში მოიპოვა. მიჩიგანში ყოფნისას ის ARPA-ს მიერ დაფინანსებულ კომპიუტერების სასაუბრო გამოყენების პროექტზე მუშაობდა და DEC PDP-8-ს, დაშენებულს აპარატურულ უზრუველყოფასა (Hardware) და პროგრამულ უზრუველყოფაზე (Software), ავითარებდა, რომელიც ტერმინალებს ტელეფონის ხაზებით დააკავშირებდა IBM System/360-ის კომპიუტერთან. მილსი Gateway Algorithms-ის და Data Structures Task Force-ის ხელმძღვანელი და Internet Architecture Task Force-ის პირველი მეთაური იყო. მან გამოიგონა Network Time Protocol (1981 წელს), DEC LSI-11 დაშენებული fuzzball-ის როუტერზე, რომელიც 56 კბიტ/წ NSFNET-თვის გამოიყენეს (1985 წელს), Exterior Gateway Protocol (1984 წელს) და შთააგონა ping-ის ავტორი (1983 წელს).

რადია პერლმანი

რედაქტირება

რადია ჯოი პერლმანი (ინგლ. Radia Joy Perlman; დ. 1951) — პროგრამის დიზაინერი და ქსელის ინჟინერი, რომელმაც განავითარა spanning-tree პროტოკოლი, რაც ქსელის ხიდების ოპერაციის საფუძველს წარმოადგენს. მან ასევე ითამაშა დიდი როლი link-state routing პროტოკოლის განვითარებაში, როგორიცაა IS-IS და OSPF.

ვან იაკობსონი

რედაქტირება

ვან იაკობსონი (ინგლ. Van Jacobson; დ. 1950) — ამერიკელი კომპიუტერის მეცნიერი, ცნობილი თავისი ნამუშევრით TCP/IP მუშაობა და სკალირება. აღიარებულია, რომ მისმა ნაშრომმა (იაკობსონის ალგორითმი) TCP/IP ალგორითმის კონტროლის ნაკადის რეკონსტრუქციაზე, გვიანი 1980-ან და ადრეული 1990-ან წლებში ინტერნეტი კოლაფსისგან იხსნა. ის ასევე TCP/IP ჰედერის შევიწროების პროტოკოლის აღწერით: TCP/IP-ის ჰედერები ვიწროვდებიან დაბალსიჩქარიანი სერიული ბმულებისათვის, ფართოდ ცნობილი როგორც ვან იაკობსონის TCP/IP ჰედერის შევიწროება. ის ასევე რამდენიმე ფართოდ გამოყენებადი ქსელის დიაგნოსტიკის ხელსაწყოს თანა-ავტორიცაა, მაგ. traceroute, tcpdump, და pathchar.

სტივ ვულფი

რედაქტირება

სტეფან „სტივ“ ვულფი (ინგლ. Stephen „Steve“ Wolff) — ამერიკის ჯარში მუშაობისას მონაწილეობას იღებდა ARPANET-ის განვითარებაში. 1986 წელს ის ნაციონალური მეცნიერების ფონდის ქსელისა და კომუნიკაციის კვლევებისა და ინფრასტრუქუტურების (ნმფ) განყოფილების დირექტორი გახდა, სადაც ის NSFNET-ის განვითარებას ხელმძღვანელობდა. მისმა მუშაობამ ინტერნეტი, როგორც ამერიკის მთავრობის პროექტი გადაიყვანა თანამედროვე პროექტში, სადაც მთელი მსოფლიოს სასწავლო და კომერციული ინტერესები თანხვდება. 1994 წელს მან დატოვა ნმფ და შეუერთდა Cisco-ს როგორც ტექნიკური მენეჯერი კორპორატიული კონსლუტირების ინჟინერიაში. 2011 წელს ის Internet2-ში მთავარი ინჟინერი გახდა.

ტედ ნელსონი

რედაქტირება

ტეოდორ ჰოლმ „ტედ“ ნელსონი (ინგლ. Theodor Holm „Ted“ Nelson; დ. 1937) — ამერიკელი სოციოლოგისტი და ფილოსოფოსი. 1960 წელს მან დააარსა პროექტი Xanadu, რათა შეექმნა კომპიუტერული ქსელი მარტივი სამომხმარებლო ინტეფეისით. პროექტი Xanadu ელექტრონული საგამომცემლო სისტემა იყო, რომელიც ჰიპერტექსტურ ბმულებს იყენებდა უნივერსალური ბიბლიოთეკის შესაქმენალად. 1963-ში მან შემოიტანა ტერმინები „ჰიპერტექსტი“ და „ჰიპერმედია“. 1974-ში მან დაწერა და გამოსცა ორი წიგნი ერთში, „კომპიუტერის ბიბლ/ოცნების მანქანები“, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი უწოდეს ახალი მედიის ისტორიაში. მისი მთავარი იდეები 1960-დან 1970 წლამდე არასდროს გამხდარა დასრულებული პროექტი.

ტიმ ბერნერს-ლი

რედაქტირება
 
ვების ისტორიული ლოგო დამზადებული რობერტ კაილაუს მიერ.

ტიმოთი ჯონ „ტიმ“ ბერნერს-ლი (ინგლ. Timothy John „Tim“ Berners-Lee; დ. 1955) — ბრიტანელი ფიზიკოსი და კომპიუტერის მეცნიერი. 1980-ში, ცერნში მუშაობისას, მან წარმოადგინა პროექტი, რომელიც იყენებდა ჰიპერტექსტს მკვლევარებს შორის ინფორმაციის გაზიარებისა და განახლებისათვის. ამ დროს, მან ააგო პროტოტიპი სისტემა სახელად ENQUIRE. ცერნში 1989 წელს ჩაიფიქრა და 1990-ში, რობერტ კაიოსთან ერთად შექმნა პირველი კლიენტი და სერვერის იმპლემენტაცია, რომელიც შემდეგში მსოფლიო ქსელი გახდა. ბერნერს-ლი World Wide Web Consortium (W3C)-ის დირექტორია, ორგანიზაცია, რომელიც ქსელის უწყვეტ განვითარებაზე მუშაობს, არის ასევე Web Science Trust-ის თანა-დირექტორი და World Wide Web Foundation-ის დამაარსებელი.

რობერტ კაიო

რედაქტირება

რობერტ კაიო (ფრანგ. Robert Cailliau; დ. 1947) — ბელგიელი იფორმატიკის ინჟინერი და კომპიუტერის მეცნიერი, რომელმაც ცერნში ტიმ ბერნერს-ლისთან და ნიკოლა პელოუსთან ერთად შეიმუშავა მსოფლიო ქსელი.

მარკ ანდერსენი

რედაქტირება

მარკ ლ. ანდრისენი (ინგლ. Marc L. Andreessen; დ. 1971) — ამერიკელი პროგრამის ინჟინერი, მეწარმე და ინვესტორი. NCSA-ში ერიკ ბინასთან ერთად, დაამზადა Mosaic, პირველი ფართოდ გამოყენებული ვებ კლიენტი. ის ასევე არის Netscape Communications Corporation თანა-დამაარსებელი.

ერიკ ბინა

რედაქტირება

ერიკ ჯ. ბინა (ინგლ. Eric J. Bina; დ. 1964) — ამერიკელი კომპიუტერის პროგრამისტი. 1993-ში, ილინოისის უნივერსიტეტში მარკ ანდერსენთან ერთად დაამზადა Mosaic. ის ასევე Netscape Communications Corporation-ის თანა-დამაარსებელია.

ინტერნეტის დაბადება, მემორიალური დაფა სტენფორდში

რედაქტირება

დაფა, რომელიც „ინტერნეტის დაბადებას“ უკვდავყოფს 2005 წლის 28 ივლისს ინტერნეტის ისტორიისა და მომავალი განვითარების კონფერენციაზე შეიქმნა, მისი ხილვა სტენფორდში, გეითსის კომპიუტერული მეცნიერების შენობაშია შესაძლებელი. ვერცხლისფერ ზედაპირზე შავად ამოტვიფრული ტექსტი ასე იკითხება:

   ინტერნეტის დაბადება
 
   ინტერნეტის აგებულება და TCP პროტოკოლი (მოგვიანებით
   TCP/IP) ვინტონ სერფმა და რობერტ კანმა გამოიგონეს
   1973 წელს, როდესაც სერფი სტენფორდის ციფრული
   სისტემების ლაბორატორიაში, ხოლო კანი ARPA-ში (მოგვიანებით
   DARPA) მუშაობდა. 1976 წლის ზაფხულში, სერფმა დატოვა სტენფორდი,
   რათა კანთან ერთად ეხელმძღვანელა პროგრამისთვის ARPA-ში.
   მათი ნამუშევარი ცნობილი 1973 წლის სექტემბერს გახდა ინგლისის ქსელურ კონფერენციაზე.
   სერფმა და კანმა ნაშრომი 1974 წლის მაისში გამოაქვეყნეს. 
   
   სერვფმა, იოგენ დალალმა და კარლ სანშაინმა
   TCP-ს პირველი სრული დახასიათება 1974 წლის დეკემბერში დაწერეს.
   DARPA-ს ხელშეწყობით, TCP-ს ადრეული ჩანასახები სტენფორდში, BOLT BERANEK AND NEWMAN-ის
   (BBN) მიერ და ლონდონის კოლეჯის უნივერსიტეტში სატესტო რეჟიმში 1975 წელს გაეშვა.
   
   (BBN)-მა ააგო პირველი ინტერნეტის GATEWAY, შემდგომში ცნობილი როგორც როუტერი, რათა დაეკავშირებინა
    ქსელები ერთმანეთისთვის. მოგვიანებით, MIT AND USC-ISI-ის მკვლევარებმა, ასევე ბევრმა სხვამ, 
    მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ინტერნეტის პროტოკოლების განვითარებაში.
      სტენფორდის კვლევის მთავარი პარტნიორები და უცხოელი ვიზიტორები
                  ვინტონ სერფი    
     დაგ ბელსნესი    (ლელანდ სტენფორდ ჯუნიორის    ჯეიმზ მატისი  
     რონალდ კრეინი    უნივერსიტეტის ბეჭედი          ბობ მეტკეილფი  
     იოგენ დალალი          ★★★ 1891 ★★★          დერილ რუბინი  
     იუდიტ ესტრინი         დევიზი გერმანულად:      ჯონ შოჩი    
     რიჩარდ კაერპი    DIE LUFT DER FREIHEIT WEHT)   კარლ სანშაინი 
     გერალდ ლე ლანი                                კუნინობუ ტანო

   DARPA
   რობერტ კანი

   თანამშრომელი ჯგუფები

   BOLT BERANEK AND NEWMAN
   უილიამ პლამერი • ჯინი სტრაზისარი • რეი ტომლისონი

   MIT
   ნოელ ჩიარპა • დევიდ კლარკი • სტეფენ კენტი • დევიდ პ. რიდი
 
   NDRE
   ინგვარ ლუნდი • პაალ სპილინგი

   ლონდონის კოლეჯის უნივერსიტეტი
   ფრანკ დეიგნანი • მარტინ გალანდი • პიტერ ჰიგინსონი
   ენდრიუ ჰინკლი • პიტერ კირსტეინი • ედრიენ სტოუკსი

  USC-ISI
   რობერტ ბრეიდენი • დენი კოენი • დენიელ ლინჩი • ჯონ პოსტელი

   ათასმა თუ არა ათობით და ასი ათასობით ადამიანმა შესწირა თავისი
   ცოდნა და გამოცდილება ინტერნეტის განვითარებას.

   2005 წლის 28 ივლისი