რადია პერლმანი
რადია ჯოი პერლმანი (ინგლ. Radia Joy Perlman; დ. 18 დეკემბერი, 1951, პორტსმუტი, ვირჯინია, [აშშ]) — ამერიკელი პროგრამისტი და ქსელური ინჟინერი, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი.
რადია პერლმანი | |
---|---|
| |
დაბ. თარიღი | 18 დეკემბერი, 1951[1] [2] [3] [4] (72 წლის) |
დაბ. ადგილი | Portsmouth[5] [1] |
მოქალაქეობა | აშშ[6] [1] [7] |
საქმიანობა | ინფორმატიკოსი[6] [7] [8] , telecommunications engineer და მათემატიკოსი[9] |
მუშაობის ადგილი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, BBN Technologies, Sun Microsystems და Dell EMC |
ალმა-მატერი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი |
ჯილდოები | Anita Borg Institute Women of Vision Awards[10] , SIGCOMM-ის ჯილდო[11] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[12] , ინტერნეტის დიდების დარბაზი[13] , ACM-ის წევრი[14] [15] და IEEE Eric E. Sumner Award[16] |
რადია პერლმანი ცნობილია, როგორც „ინტერნეტის დედა“[17], რადგან მისმა შექმნილმა STP პროტოკოლმა („Spanning Tree Protocol“) შესაძლებელი გახადა Ethernet ტექნოლოგიის გამოყენებით მასობრივი ქსელები გაჩენილიყო. მან დიდი წვლილი შეიტანა ასევე სხვა მრავალი ქსელის სტანდარტიზაციისა და პროექტირების სფეროში, როგორიცაა მაგ. არხის მდგომარეობის მარშუტიზაციის პროტოკოლი. პერლმანს ეკუთვნის 100-ზე მეტი დაშიფვრასა და მარშრუტიზაციასთან დაკავშირებული პატენტი.
პერლმანი 2015 წელს აირჩიეს ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრად ინტერნეტ-მარშრუტიზაციისა და ხიდებით შეერთების პროტოკოლების შექმნაში შეტანილი წვლილისთვის.[18] მისი შექმნილია შედარებით ახალი პროტოკოლი — TRILL.
ბიოგრაფია
რედაქტირებარადია პერლმანი დაიბადა 1951 წლის 18 დეკემბერს, პორტსმუტში (ვირჯინია). სწავლობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში, LOGO Lab-ის ფარგლებში, შეიმუშავა მაღალი დონის პროგრამირების ენის — LOGO-ს საბავშვო ვერსია სახელწოდებით „TORTIS“. 1974-1976 წლებში გამოკვლევების ჩატარებისას პატარა ბავშვები (ყველაზე უმცროსი 3,5 წლის იყო) აპროგრამებდნენ სასწავლო რობოტს, რომელსაც „Turtle“ (კუ) უწოდეს. პერლმანი გახდა პიონერი მცირე ასაკის ბავშვებისთვის პროგრამირების შესწავლაში.
მიღებული აქვს მათემატიკოსის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი, 1988 წელს გახდა კომპიუტერულ მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში.
1980 წელს მუშაობა დაიწყო კომპიუტერულ კომპანიაში „DEC“. 1985 წელს შექმნა შემაერთებელი ხის ასაგები გამანაწილებელი პროტოკოლი (STP). იგი დაფუძნებულია მისსავე შექმნილ ალგორითმზე. მისი მთავარი ფუნქცია Ethernet თავისუფალი ქსელის ტოპოლოგიაში კვანძების აღმოფხვრაა. როცა ქსელში ერთი ან მეტი ქსელური ხიდია გადაჭარბებული შეერთებებით, STP ავტომატურად ბლოკავს იმ შეერთებას, რომელიც მოცემულ მომენტში კომუტატორების მთლიანი შეერთებისთვის ზედმეტია.
1993 წლიდან მუშაობდა კორპორაცია Novell-ში, 1997 წლიდან — „Sun Microsystems“-ში, სადაც იყო საპატიო თანამშრომელი, ტექნოლოგიური სიახლეების გამომგონებელი გლობალური ქსელების სფეროში.
2010 წლის 1 მარტიდან კორპორაცია „Intel“-ის ლაბორატორიებში ქსელებისა და უსაფრთხოების სფეროს კვლევების პროგრამების ხელმძღვანელია. არის ქსელების სახელმძღვანელოების ავტორი და ქსელური უსაფრთხოების სახელმძღვანელოს თანაავტორი. ამჟამად მუშაობს კორპორაციაში Dell EMC
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 2000 — შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის საპატიო დოქტორი
- 2003 — სილიკონის ველის ინტელექტუალური საკუთრების უფლება[19]
- 2005 — ანიტა ბორგის ინსტიტუტის „Women of Vision“-ის პირველი პრემია ინოვაციებისთვის
- 2006 — ტექნიკური ასოციაციის (USENIX) პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისთვის
- 2010 — გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის სპეციალური ჯგუფის (SIGCOMM) პრემია
- 2014 — ინტერნეტის დიდების დარბაზი[20]
- 2016 — გამომგონებლების ეროვნული დიდების დარბაზი[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Radia Perlman
- forbes-woman
- Radia Perlman – Interconnections: Bridges, Routers, Switches, and Internetworking
- მომხმარებელზე ორიენტირებული PKI
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 http://www.computerhope.com/people/radia_perlman.htm
- ↑ http://www.ieeeghn.org/wiki/index.php/Radia_Perlman
- ↑ http://www.recoveryhope4all.com/sitebuildercontent/sitebuilderfiles/computerhistory.pdf
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ http://mitadmissions.org/blogs/entry/radia_perlman_73_mother_of_the
- ↑ 6.0 6.1 http://timesofindia.indiatimes.com/topic/Grace-Hopper
- ↑ 7.0 7.1 http://www.huffingtonpost.com/2013/08/16/femtechnet-online-courses-teach-feminist-technology_n_3763863.html
- ↑ http://www.trust.org/item/20130815105504-tcl2g?view=print
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://anitab.org/profiles/abie-award-winners/radia-perlman/
- ↑ http://www.sigcomm.org/awards/sigcomm-awards
- ↑ https://www.invent.org/
- ↑ https://www.internethalloffame.org/inductee/radia-perlman/
- ↑ https://awards.acm.org/fellows/award-winners
- ↑ https://www.acm.org/media-center/2016/december/fellows-2016
- ↑ https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/sumner-rl.pdf
- ↑ radia perlman mother of the Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-10. ციტირების თარიღი: 2022-02-10.
- ↑ https://www.nae.edu/130123/Dr-Radia-J-Perlman
- ↑ Inventors of The Year
- ↑ Radia Perlman
- ↑ National Inventors Hall of Fame