მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (ინგლ. Massachusetts Institute of Technology, აბრევიატურა Mit) — კერძო უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში (აშშ). „მიტი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მის ყველაზე მნიშვნელოვან ლაბორატორიებსა და აკადემიურ განყოფილებებს შორისაა ლინკოლნის ლაბორატორია, ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორია, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, მედიის ლაბორატორია, უაიტჰედის ინსტიტუტი, ბროუდის ინსტიტუტი, სლოუნის მენეჯმენტის სკოლა, საინჟინრო სისტემათა განყოფილება და ჯანმრთელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჰარვარდ-მიტის განყოფილება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დღევანდელი კამპუსი, რომელიც 68 ჰექტარს მოიცავს, 1916 წელს გაიხსნა.
მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.[27][28][29] მრავალი წლის განმავლობაში „მიტის“ საინჟინერო სკოლა საუკეთესოდ იყო დასახელებული U.S. News & World Report-ის, QS World University Rankings-ისა და Academic Ranking of World Universities-ის მიერ.[30] ამავე რეიტინგების მიხედვით წარმატებულია „მიტის“ კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის, ეკონომიკის, პოლიტოლოგიის, ლინგვისტიკის, ზუსტი მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკულტეტები.[31] 2014 წელს მიტმა მესამე ადგილი დაიკავა ჟურნალ „Money“-ის რეიტინგში „საუკეთესო უნივერსიტეტი თქვენი ფულისთვის“. ამავე წელს „Forbes“-მა იგი დაასახელა მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად.[32] მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, იგი მსოფლიოში მეთერთმეტე ყველაზე მდიდარი იქნებოდა.
კურსდამთავრებულები
რედაქტირება-
ბაზ ოლდრინი — აპოლო 11-ის ასტრონავტი
-
კოფი ანანი — გაეროს მეშვიდე გენერალური მდივანი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი
-
ვირჯილიო ვარგასი — კოლუმბიის ოცდამეშვიდე პრეზიდენტი
-
ბენ ბერნანკე — აშშ-ის ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე
-
რიჩარდ ფეინმანი — ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში
-
პოლ კრუგმანი — ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში
-
რონალდ მაკნეირი — ასტრონავტი და ფიზიკოსი
-
ბინიამინ ნეთანიაჰუ — ისრაელის პრემიერ-მინისტრი
-
იუჰ მინ პეი — არქიტექტორი, პრიცკერის პრემიის მფლობელი
-
ალფრედ სლოუნი — General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Symbols: Seal. MIT Graphic Identity. MIT. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2010.
- ↑ 2.0 2.1 Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
- ↑ 3.0 3.1 National Association of College and University Business Officers U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — 2023.
- ↑ https://news.mit.edu/2022/sally-kornbluth-named-MIT-president-1020
- ↑ https://libraries.mit.edu/mithistory/institute/offices/office-of-the-mit-chancellor/
- ↑ http://ir.mit.edu/cds-2019/#B
- ↑ U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — National Association of College and University Business Officers, 2023.
- ↑ https://www.linkedin.com/school/mit/about/
- ↑ https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
- ↑ http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
- ↑ http://www.ddialliance.org/ddi-membership
- ↑ https://space.mit.edu/LIGO/
- ↑ https://www.cossa.org/members/
- ↑ https://www.shibboleth.net/about-us/members/
- ↑ Our Members / Platinum Members
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20240116123311/https://www.aau.edu/sites/default/files/AAU-Files/Who-We-Are/AAU%20Member%20Universities%20listed%20by%20year_updated%202023.pdf
- ↑ https://www.aau.edu/who-we-are/our-members
- ↑ https://web.archive.org/web/20240120080233/https://acememberdirectory.azurewebsites.net/
- ↑ https://web.archive.org/web/20240126121019/https://nhalliance.org/about/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20221215225406/https://www.heliosopen.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
- ↑ https://web.archive.org/web/20230815075752/https://www.aplu.org/members/our-members/
- ↑ https://web.archive.org/web/20230322221352/https://www.oeglobal.org/about-us/members-list/
- ↑ https://web.archive.org/web/20231015070603/https://sparcopen.org/who-we-are/members/
- ↑ 26.0 26.1 26.2 26.3 26.4 26.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
- ↑ Avery, Christopher; Glickman, Mark E.; Hoxby, Caroline M; Metrick, Andrew (December 2005). „A Revealed Preference Ranking of U.S. Colleges and Universities, NBER Working Paper No. W10803“. National Bureau of Economic Research. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ 2012 Parchment Top Choice College Rankings: All Colleges. Parchment Inc.. ციტირების თარიღი: June 5, 2012.
- ↑ Coughlan, Sean. (15 September 2014) What makes a global top 10 university?. ციტატა: „It's the third year in a row that [MIT] … has been top of the QS World University Rankings. The biggest single factor in the QS rankings is academic reputation … calculated by surveying more than 60,000 academics… Universities with an established name and a strong brand are likely to do better.“
- ↑ NRC Rankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 26, 2008. ციტირების თარიღი: October 9, 2008.
- ↑ „MIT undergraduate engineering again ranked No. 1“. MIT News Office. August 17, 2010.
- ↑ Chen, Liyan. Startup Schools: America's Most Entrepreneurial Universities. Forbes LLC (August 18, 2014). ციტირების თარიღი: 2014-08-18.