ARPANET (ინგლ. Advanced Research Projects Agency Network) — თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს (DARPA) პირველი გლობალური კომპიუტერული ქსელი პაკეტების გადართვის განაწილებული კონტროლით. ის შეიქმნა 1969 წელს აშშ-ში DARPA-ს მიერ და ერთ-ერთი პირველი ქსელია, რომელმაც დანერგა TCP/IP პროტოკოლების პაკეტი, რომელიც შემდგომში ინტერნეტის ტექნიკური საფუძველი გახდა.

ARPANET-ის ლოგიკური სქემა

ისტორია რედაქტირება

1968 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ჩათვალა, რომ ომის შემთხვევაში საჭირო გახდებოდა ინფორმაციის გადაცემის საიმედო სისტემა და ამისათვის კომპიუტერული ქსელის შემუშავების წინადადება წამოაყენა. ასეთი ქსელის შექმნა დაევალა კალიფორნიის უნივერსიტეტს ლოს-სნჟელესში, სტენფორდის კვლევით ცენტრს, იუტას უნივერსიტეტს და კალიფორნიის უნივერსიტეტს სანტა-ბარბარაში. ქსელს შეურჩიეს სახელი ARPANET და თავდაპირველად აერთიანებდა ზემოთ ჩამოთვლილ 4 სამეცნიერო დაწესებულებას. შემდეგში ქსელი გაიზარდა და 1971 წელს კიდევ 15 ტერმინალი დაემატა. 1973 წელს ქსელს შეუერთდა პირველი უცხოური ორგანიზაციები დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან. ამან ქსელი საერთაშორისო გახადა. 1977 წელს ARPANET უკვე 111, ხოლო 1983 წელს — 4000 ჰოსტ-კომპიუტერს აერთიანებდა.

1969 წელს ელიზაბეტ ფეინლერმა შექმნა პირველი რესურსების სახელმძღვანელო ARPANET-ისთვის, რამაც განაპირობა ARPANET-ის კატალოგის შემუშავება. ფეინლერის და მისი გუნდის მიერ შექმნილი კატალოგმა შესაძლებელი გახადა ARPANET-ში ნავიგაცია.

ARPANET პროექტი ოფიციალურად გაუქმდა 1990 წელს.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. NSFNET -- National Science Foundation Network
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ARPANET&oldid=4350274“-დან