ერიკ ბინა
ერიკ ბინა (ინგლ. Eric Bina; დ. 25 ოქტომბერი, 1964, შამპეინი, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი პროგრამისტი, Mosaic-ის თანაავტორი მარკ ანდრისენთან ერთად და Netscape-ის თანადამფუძნებელი.[3]
ერიკ ბინა | |
---|---|
ინგლ. Eric Bina | |
დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1964 |
დაბ. ადგილი | შამპეინი (ილინოისი, აშშ) |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ინჟინერი და ინფორმატიკოსი |
ალმა-მატერი | ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში |
ჯილდოები | ინტერნეტის დიდების დარბაზი[1] , ACM Software System Award და W. Wallace McDowell Award[2] |
სამეცნიერო სფერო | საინფორმაციო ტექნოლოგიები |
ერიკ ბინა სწავლობდა ილინოისის შტატის უნივერსიტეტში, სადაც 1986 წელს კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის და 1988 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო. უნივერსიტეტთან არსებულ სუპერკომპიუტერების აპლიკაციების ეროვნულ ცენტრში (NCSA) პროგრამისტად მუშაობისას ბინა მარკ ანდრისენთან ერთად გახდა Mosaic-ის პირველი ვერსიის ავტორი. ბინა 1994 წელს, მსოფლიო ქსელის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, დასახელდა მსოფლიო ქსელის დიდების დარბაზში შეყვანილ პირველ ხუთეულში.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1995 — ACM Software System Award
- 2010 — ილინოისის უნივერსიტეტის საინჟინრო დიდების დარბაზი
- 2014 — ინტერნეტის დიდების დარბაზი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება