თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო

DARPAთავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო (ინგლ. The Defense Advanced Research Projects Agency) — აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე სამხედრო მიზნებისთვის. DARPA–მ მრავალი პროექტი დააფინანსა, რომლებაც ხელი შეუწყო მსოფლიო ტექნოლოგიების განვითარებას, კომპიუტერული ქსელისა და NLS-ის ჩათვლით (პირველი ჰიპერტექსტული სისტემები), იგი იყო მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის შექმნის წარმმართველი ფაქტორი.

DARPA–ს სათავო ოფისი არლინგტონში

მისი თავდაპირველი სახელი ARPA იყო — მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო (Advanced Research Projects Agency), მაგრამ 1972 წლის მარტში სახელი გადაერქვა და DARPA — თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო გახდა, 1993 წლის თებერვალში იგი კვლავ ARPA, ხოლო 1996 წლის მარტში ისევ DARPA გახდა.

DARPA 1958 წელს საბჭოთა კავშირის პროექტის „სპუტნიკ-1“-ის საპასუხოდ, რომელიც 1957 წელს გაეშვა, შეიქმნა. მის დავალებას სახელმწიფოს პოტენციურ მტრებზე უკეთესი სამხედრო ტექნოლოგიის შექმნა და განვითარება შეადგენდა. თავად DARPA ასე წარადგინეს

DARPA-ს ძირითადი მისია იყო რომ ქვეყნისთვის მომავალში თავიდან აერიდებინა გაოცება, რომელიც სპუტნიკის გაშვებამ მოახდინა, რომელმაც თავის მხრივ ჰპოვა გამოძახილი, რომ საბჭოეთმა დაამარცხა აშშ კოსმოსში. მისია კვლავ ძალაში რჩება. დღეს, DARPA-ს დავალება ისევ ტექნოლოგიური გაოცების არიდებაა აშშ-სთვის, მაგრამ ასევე ტექნოლოგიური საოცრების შექმნა მისი მტრებისთვის.

DARPA დამოუკიდებელი კვლევისა და განვითარების სააგენტოა, იგი ყველა დანარჩენისგან განსხვავდება და პირდაპირ აწვდის ინფორმაციას თავდაცვის დეპარტამენტს. DARPA-ს მომსახურე პერსონალი დაახლოებით 240 ადამიანს შეადგენს (მათგან დაახლოებით 140 ტექნიკური), მისი წმინდა ბიუჯეტი 3.2 მილიარდი დოლარია. ამ ადამიანების რაოდენობა არის მიახლოებითი, რადგან DARPA ფოკუსირებულია მოკლე ვადიან (2-დან 4 წლამდე) პროექტებზე, რომლებსაც პატარა, სპეციფიკურად შედგენილი გუნდები უძღვებიან.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება