ინდოეთის ადმინისტრაციული დანაყოფები
ინდოეთის ადმინისტრაციული დანაყოფები − ქვეროვნული ადმინისტრაციული დანაყოფები ინდოეთში. ადმინისტრაციული დაყოფა იერარქიის რამდენიმე დონეს მოიცავს.
ინდოეთის შტატები და ტერიტორიები ხშირად ერთი და იგივე დონის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართ სხვადასხვა დასახელებსას იყენებენ (მაგალითად, ანდჰრა-პრადეშისა და ტელანგანის მანდალები უტარ-პრადეშის და სხვა ჰინდურენოვანი შტატების: გუჯარათის, გოას, კარნატაკის, მაჰარაშტრისა და ტამილნადუს ტალუკებს შეესაბამება).
უფრო მცირე ადმინისტრაციული დანაყოფები (სოფლები და ბლოკები) მხოლოდ სასოფლო ტერიტორიებზე არსებობს. ურბანულ ტერიტორიებზე სასოფლო ადმინისტრაციული დანაყოფების მაგივრად ურბანული ადგილობრივი ერთეულები გამოიყოფა.
იერარქია
რედაქტირებაქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ინდოეთის ადმინისტრაციული დაყოფის იერარქიაა ნაჩვენები:
ქვეყანა (ინდოეთის მთავრობა) | |||||||||||||||||
შტატი (მაგალითად, დასავლეთი ბენგალი) | |||||||||||||||||
დანაყოფი (მაგალითად, საპრეზიდენტო დანაყოფი) | |||||||||||||||||
რაიონი (მაგალითად, ჩრდილოეთი 24 პარგანი) | |||||||||||||||||
ქვერაიონი (მაგალითად, ბასირჰათის ქვედანაყოფი) | |||||||||||||||||
ბლოკი (მაგალითად, ბასირჰათ II) | |||||||||||||||||
ზონები და რეგიონები
რედაქტირებაზონები
რედაქტირებაინდოეთის შტატები ექვს ზონად იყოფა, რომელთაც მრჩეველთა საბჭო აქვთ შტატებს შორის „ურთიერთთანამშრომლობის ჩვევის განვითარებისთვის“. 1956 წელს შტატების რეორგანიზაციის შესახებ კანონის III ნაწილის მიხედვით ზონური საბჭოები შეიქმნა. ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატების სპეციალურ პრობლემებზე ჩრდილო-აღმოსავლეთი საბჭო მუშაობს, რომელიც 1971 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთის საბჭოს შესახებ კანონის საფუძველზე შეიქმნა. ზონურ საბჭოებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებია: ჩრდილოეთი ზონური საბჭო: ჩანდიგარჰი, დელი, ჰარიანა, ჰიმაჩალ-პრადეში, ჯამუ და ქაშმირი, ლადაქი, პენჯაბი და რაჯასტანი; ჩრდილო-აღმოსავლეთი საბჭო: ასამი, არუნაჩალ-პრადეში, მანიპური, მეგჰალაია, მიზორამი, ნაგალენდი, ტრიპურა და სიკიმი; ცენტრალური ზონური საბჭო: ჩატისგარჰი, მადჰია-პრადეში, უტარაკჰანდი და უტარ-პრადეში; აღმოსავლეთი ზონური საბჭო: ბიჰარი, ჯარხანდი, ოდიშა და დასავლეთი ბენგალი; დასავლეთ ზონური საბჭო: დადრა და ნაგარ-ჰაველი და დამანი და დიუ, გოა, გუჯარათი და მაჰარაშტრა; სამხრეთი ზონური საბჭო: ანდჰრა-პრადეში, კარნატაკა, კერალა, პონდიშერი, ტამილნადუ, ტელანგანა; ზონური საბჭოების შემადგენლობაში არ შედის: ანდამანის და ნიკობარის კუნძულები, ლაქშადვიპი. ისინი სამხრეთ ზონური საბჭოს სპეციალური მოწვეული წევრები არიან.
კულტურული ზონები
რედაქტირებაყოველ ზონას ზონური შტაბი აქვს, სადაც ზონური კულტურული ცენტრია ჩამოყალიბებული.[1] რამდენიმე შტატი სხვადასხვა ზონის წევრია. გარდა საკუთარი კულტურული ზონისა, ზონური ცენტრები სხვა კულტურულ ზონებთან თანამშრომლობასა და მათი კულტურის წარმოჩენაზეც მუშაობენ.
სამხრეთი კულტურის ზონა: სამხრეთ ზონის კულტურული ცენტრი, ტანჯავური, ტამილნადუ; მოიცავს შემდეგ შტატებსა და საკავშირო ტერიტორიებს: ანდამანის და ნიკობარის კუნძულები, ანდჰრა-პრადეში, კარნატაკა, კერალა, ლაქშადვიპი, პონდიშერი, ტამილნადუ, ტელანგანა. სამხრეთ-ცენტრალური კულტურის ზონა: სამხრეთ-ცენტრალური ზონის კულტურული ცენტრი, ნაგპური, მაჰარაშტრა. შედის: ანდჰრა-პრადეში, ჩატისგარჰი, გოა, კარნატაკა, მადჰია-პრადეში, მაჰარაშტრა, ტელანგანა. ჩრდილოეთი კულტურის ზონა: ჩრდილოეთი ზონის კულტურული ცენტრი, პატიალა, პენჯაბი. შედის: ჩანდიგარჰი, ჰარიანა, ჰიმაჩალ-პრადეში, ჯამუ და ქაშმირი, ლადაქი, პენჯაბი, რაჯასტანი, უტარაკჰანდი.[2] ჩრდილოეთი ცენტრალური კულტურის ზონა: ჩრიდლოეთ-ცენტრალური ზონის კულტურული ცენტრი: პრაიაგრაი, უტარ-პრადეში. შედის: ბიჰარი, დელი, ჰარიანა, მადჰია-პრადეში, რაჯასტანი, უტარ-პრადეში, უტარაკჰანდი.[3] აღმოსავლეთი კულტურის ზონა: აღმოსავლეთ ზონის კულტურული ცენტრი, კოლკატა, დასავლეთი ბენგალი. შედის: ანდამანის და ნიკობარის კუნძულები, ასამი, ბიჰარი, ჯარხანდი, მანიპური, ოდიშა, სიკიმი, ტრიპურა, დასავლეთი ბენგალი.[4] ჩრდილო-აღმოსავლეთი კულტურის ზონა: ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონის კულტურული ცენტრი, დიმაპური, ნაგალენდი. შედის: არუნაჩალ-პრადეში, ასამი, მანიპური, მეგჰალაია, მიზორამი, ნაგალენდი, სიკიმი, ტრიპურა.[5] დასავლეთ კულტურის ზონა: დასავლეთ ზონის კულტურული ცენტრი, უდაიპური, რაჯასტანი. შედის: დადრა და ნაგარ-ჰაველი და დამანი და დიუ, გოა, გუჯარათი, მაჰარაშტრა, რაჯასტანი.[6]
შტატები და მოკავშირე ტერიტორიები
რედაქტირებაინდოეთი ფედერალური სახელმწიფოა. მოიცავს 28 შტატსა და 8 მოკავშირე ტერიტორიას (ეროვნული დედაქალაქის ტერიტორიის ჩათვლით). შტატები და მოკავშირე ტერიტორიები რაიონებად და უფრო მცირე ადმინისტრაციულ დანაყოფებად იყოფა. შტატები თვითმმართველი ადმინისტრაციული დანაყოფებია, რომელთაც შტატის მთავრობა ჰყავთ. მოკავშირე ტერიტორიები მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ არიან.
ავტონომიური ადმინისტრაიცული დანაყოფები
რედაქტირებაინდოეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლებელია ავტონომიური ადმინისტრაციული დანაყოფების შექმნა, თუკი ავტონომიის უფლებას შესაბამისი შტატები გასცემენ.[7]
2023 წლისთვის, კონსტიტუციის მიხედვით, ასამის, მეგჰალაიის, მისორამისა და ტრიპურის ტერიტორიაზე 10 ავტონომიური საბჭოა ჩამოყალიბებული, ხოლო დანარჩენები სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზეა შექმნილი.
დივიზიები
რედაქტირებაინდოეთის შტატების დიდი ნაწილი დივიზიებად იყოფა, რომლებსაც ოფიციალური ადმინისტრაციული სამთავრობო სტატუსი აქვთ და ყოველ მათგანს დივიზიის კომისარი ხელმძღვანელობს.
2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, ინდოეთის 28 შტატიდან 18-ში, ხოლო 8 მოკავშირე ტერიტორიიდან 3-ში დივიზიებია შექმნილი. მათი რაოდენობა 102-ს უტოლდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ South Zone Culture Center: Other Zones, South Zone Culture Centre, http://www.szcc.tn.nic.in/. წაკითხვის თარიღი: 15 December 2010 დაარქივებული 3 March 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ North Zone Cultural Centre. ციტირების თარიღი: 22 November 2021
- ↑ NCZCC – North Central Zone Cultural Centre, Prayagraj, Uttar Pradesh. ციტირების თარიღი: 22 November 2021
- ↑ Eastern Zonal Cultural Centre. ციტირების თარიღი: 22 November 2021
- ↑ North East Zonal Cultural Centre. ციტირების თარიღი: 22 November 2021
- ↑ About West Zone Cultural Center – WZCC – West Zone Cultural Centre. ციტირების თარიღი: 22 February 2022
- ↑ Sixth Schedule of The Constitution of India.