ნაგპური (მარათჰი नागपूर) — ქალაქი ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატის ზამთრის დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი ცენტრალური ინდოეთში და სიდიდით მესამე შტატში მუმბაისა და პუნას შემდეგ. 2 405 421 მცხოვრებით (2011), ნაგპურის მეტროპოლიური არეალი მე-13 უდიდესი ურბანული აგლომერაციაა ინდოეთში. ბოლო დროს, მას ინდოეთის ყველაზე სუფთა და ბენგალორეს შემდეგ მეორე ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[2] ნაგპურში იმართება მაჰარაშტრის შტატის ასამბლეის წლიური ზამთრის სესია, ამავე დროს, იგი ვიდარბჰის რეგიონის კომერციული და პოლიტიკური ცენტრია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობილია როგორც „ფორთოხლების ქალაქი“, ვინაიდან იგი რეგიონში მოწეული ფორთოხლით ვაჭრობის მთავარი ცენტრია.[3] ქალაქში განთავსებულია ინდუსი ნაციონალისტური ორგანიზაცია RSS-ის სათავო ოფისი, ასევე მოქმედებს დალიტის ბუდისტური მოძრაობა.

ქალაქი
ნაგპური
მარათჰი नागपूर

ზერო მილის ობელისკი, რომელიც ინდოეთის გეოგრაფიულ ცენტრს აღნიშნავს.
გერბი

ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი მაჰარაშტრა
კოორდინატები 21°04′00″ ჩ. გ. 79°16′00″ ა. გ. / 21.06667° ჩ. გ. 79.26667° ა. გ. / 21.06667; 79.26667
დაარსდა 1702
ფართობი 218 კმ²
ცენტრის სიმაღლე 310
ოფიციალური ენა მარათჰი
მოსახლეობა 2 405 421[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 11 034 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +91-712
საფოსტო ინდექსი 440 001 – 440 037
ოფიციალური საიტი nagpur.nic.in
ნაგპური — ინდოეთი
ნაგპური

ნაგპური გაშენებულია ინდოეთის ზუსტ გეოგრაფიულ ცენტრში, რასაც აქ აღმართული „ნული მილის“ მონუმენტი აღნიშნავს.[4] ქალაქი გონდებამა დააარსეს, მაგრამ მოგვიანებით ბჰონსლეს კლანის მართული მარათჰის იმპერიის ნაწილი გახდა. XIX საუკუნეში ნაგპური ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიამ აიღო და იგი ცენტრალური პროვინციისა და ბერარის დედაქალაქად აქცია. შტატების პირველი რეორგანიზაციის შემდეგ, ნაგპურმა დედაქალაქის სტატუსი დაკარგა, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული არაოფიციალური „ნაგპურის პაქტის“ თანახმად, იგი მაჰარაშტრის შტატის მეორე დედაქალაქი გახდა. ნაგპურს ხშირად „ინდოეთის ვეფხვების დედაქალაქს“ უწოდებენ,[5][6] რადგან იგი ინდოეთის ვეფხვების მრავალ ნაკრძალს აკავშირებს მსოფლიოსთან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
  2. „Make Nagpur greenest city of India“. The Times Of India. 9 December 2011.[მკვდარი ბმული]
  3. „Stamps from the Orange City“. The Hindu. Chennai, India. 31 March 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 19 June 2006.
  4. Nagpur. Maharashtra Government. ციტირების თარიღი: 2006-06.
  5. „Tiger Capital“. Times of India. 10 April 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 28 December 2011.
  6. „Nagpur as Tiger Capital“. DNA. 16 April 2011. ციტირების თარიღი: 28 December 2011.