იმრე კერტესი (დ. 9 ნოემბერი, 1929 – გ. 31 მარტი, 2016) — უნგრელი მწერალი. 2002 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[12] მისი შემოქმედების ძირითადი თემებია ჰოლოკოსტი, დიქტატურული რეჟიმი და პიროვნული თავისუფლება.[13] კერტესი პირველი უნგრელი ნობელის პრემიის ლაურეატია.

იმრე კერტესი
უნგრ. Kertész Imre

იმრე კერტესი 2007 წელს
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1929
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 2016
გარდაცვალების ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთი
დასაფლავებულია კერეპეში
საქმიანობა მწერალი
ენა უნგრული ენა
ეროვნება უნგრელი და ებრაელი
მოქალაქეობა  უნგრეთი
ალმა-მატერი Madách Imre High School
Magnum opus უბედობა[1] და Liquidation
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[2] [3] [4] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Kossuth Prize, ჰერდერის პრემია, დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ერნსტ რეიტერის მედალი, Literaturpreis des Landes Brandenburg, Sándor Márai Prize, Milán Füst Prize, Tibor Déry Prize, Friedrich Gundolf Prize[5] , Hungarian Order of Saint Stephen[6] , Grand Cross of the Order of Merit of Hungary, Adelbert von Chamisso Prize (complimentary gift), გოეთეს მედალი[7] , ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Jean Améry award, ლაიფციგის წიგნების პრემია ევროპულ ურთიერთგაგებაში შეტანილი წვლილისათვის, Marion Samuel Prize[8] , Order of Saint Stephen of Hungary, ბუადაპეშტის საპატიო მოქალაქე, Jeanette Schocken Prize, Jeanette Schocken Prize[9] და honorary doctor of the Sorbonne Nouvelle University[10] [11]
მეუღლე Albina Vas და Magda Ambrus

ცხოვრება და შემოქმედება

რედაქტირება

კერტესი 1929 წლის 9 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ბურჟუაზიულ ებრაულ ოჯახში დაიბადა. როცა იგი 5 წლის იყო, მისი მშობლები, ლადისლავ და არანკა კერტესები ერთმანეთს გაეყარნენ, რის შემდეგაც იგი სკოლა-ინტერნატში სწავლობდა. 1940 წელს კერტესი საშუალო სკოლაში შევიდა, სადაც სპეციალურად ებრაელ მოსწავლეთათვის განკუთვნილ კლასში სწავლობდა.[14]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კერტესი უნგრელ ებრაელებთან ერთად ოსვენციმის და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა. დახვრეტისგან თავის დასაცავად 14 წლის კერტესი გერმანელებს არწმუნებდა, რომ 16 წლის მუშა იყო.[15] 1945 წელს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი გათავისუფლდა და კერტესი ბუდაპეშტში დაბრუნდა.[16] 1948 წელს მან საშუალო სკოლა დაამთავრა[17] და ჟურნალში რედაქტორად და მთარგმნელად დაიწყო მუშაობა. ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ კერტესი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან მან უარი თქვა მათი რეჟიმის მხარდაჭერაზე.[16] გარკვეული დროის მანძილზე იგი საწარმოში მუშაობდა.[18] 1953 წლიდან კერტესმა შტატგარეშე ჟურნალისტური მოღვაწეობა დაიწყო. იგი თარგმნიდა სხვადასხვა გერმანულენოვანი მწერლების ნამუშევრებს, რომელთა შორის იყვნენ ფრიდრიხ ნიცშე, ზიგმუნდ ფროიდი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი და ელიას კანეტი. [13] ალბერ კამიუსა და ჟან-პოლ სარტრის ეგზისტენციალური რომანების ზეგავლენით, კერტესი ტოტულარ საზოგადოებაში ინდივიდის ბედით დაინტერესდა, სადაც მის ცხოვრებას მასზე ზემდგომები წყვეტენ.[13]

მწერლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია მისი ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი სახელოწოდებით „უბედობა“ (Sorstalanság), რომელიც 15 წლის ბიჭის ტრაგიკულ გამოცდილებას გვაცნობს, საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებულ დროსა და მის შედეგებზე გვიყვება. კერტესმა რომანი 1969-1973 წლებში დაწერა და 1975 წელს გამოსცა. „უბედობა“ უნგრეთის ტოტალურ კომუნისტურ სისტემას ასახავს, ამიტომ კომუნისტურმა რეჟიმმა წიგნი გამოსვლისთანავე დაგმო.[13] რომანის მიხედვით 2005 წელს უნგრელმა რეჟისორმა ლაიოშ კოლტაიმ კერტეშის სცენარისტობით ფილმი გადაიღო. კერტეშის მომდევნო ნამუშევრები: „ფიასკო“ და „კადიში არდაბადებულ ბავშვზე“ ჰოლოკოსტის ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილებს წარმოადგენს.[16] უნგრეთში დემოკრატიის დამყარების შემდეგ კერტესის ნამუშევრები ინგლისურ ენაზე ითარგმნა.[13]

მოღვაწეობის დაწყებიდანვე კერტესის ნამუშევრებს უნგრეთში დიდად არ აფასებდნენ, ამიტომ მწერალი გერმანიაში გადავიდა, სადაც გამომცებლებისა და კრიტიკოსებისგან აქტიური მხარდაჭერის, მკითხველთაგან კი პატივისცემის ობიექტი გახდა. მადლიერების ნიშნად, კერტესმა თავისი არქივი ბერლინის ხელოვნების აკადემიას გადასცა.[19]

2004 წელს მწერალს გოეთეს სახელობის პრემია გადაეცა.[18]

სიცოცხლის ბოლო წლებში კერტესს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. მას პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მწერალი 2016 წლის 31 მარტს ბუდაპეშტში გარდაიცვალა.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • იმრე კერტეშიენციკლოპედია ბრიტანიკა
  • Imre Kertész დაარქივებული 2019-04-16 საიტზე Wayback Machine. , Nobel Luminaries - Jewish Nobel Prize Winners, on the Beit Hatfutsot-The Museum of the Jewish People Website.
  • The Last Word – an interview with Kertész from Holocaust Survivors and Remembrance Project: "Forget You Not"
  • Luisa Zielinski (Summer 2013). „Imre Kertész, The Art of Fiction No. 220“. The Paris Review.
  • Imre Kertész—Nobel Lecture დაარქივებული 2008-05-17 საიტზე Wayback Machine.
  • B.-ing There, a review of the novel Liquidation by Ben Ehrenreich, Village Voice, 20 December 2004
  • Haaretz article on Kertész
  • 2011 Interview on "Self-imposed exile and writing" with Swedish publisher Svante Weyler
  1. Digital Literary Academy — 1998.
  2. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2002/press.html
  3. Digital Literary Academy — 1998.
  4. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  5. https://www.deutscheakademie.de/en/awards/friedrich-gundolf-preis
  6. https://magyarnemzet.hu/belfold/kertesz-imre-es-rubik-erno-kap-szent-istvan-rendet-1242997
  7. https://www.goethe.de/resources/files/pdf290/liste_preistraegerinnen_goethe-medaille_1955-20222023.pdf
  8. https://www.sta.si/1204091/nobelovec-imre-kertesz-dobitnik-nagrade-marion-samuel
  9. http://jeanette-schocken-preis.de/?p=28
  10. https://www.sorbonne.fr/doctor-honoris-causa-de-paris-iii/
  11. http://www.univ-paris3.fr/les-docteurs-honoris-causa-de-la-sorbonne-nouvelle--90298.kjsp
  12. „The Nobel Prize in Literature 2002 – Imre Kertész“. Nobelprize.org. ციტირების თარიღი: 9 February 2008.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Pablo Gorondi. „Nobel literature laureate Imre Kertesz dies at 86“. Associated Press. ციტირების თარიღი: 31 March 2016 – წარმოდგენილია The Seattle Times-ის მიერ.
  14. Literaturnobelpreisträger Kertész gestorben: Der Retter seiner Seele German. Tagesschau (31 March 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2016.
  15. Kandell, Jonathan (31 March 2016). „Imre Kertesz, Nobel Laureate Who Survived Holocaust, Dies at 86“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 March 2016.
  16. 16.0 16.1 16.2 Imre Kertész, Holocaust survivor and Nobel laureate, dies at 86. The Guardian (31 March 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2016.
  17. Elhunyt Kertész Imre Hungarian (31 March 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2016.
  18. 18.0 18.1 George Gomori. (31 March 2016) Imre Kertész obituary. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
  19. In New Memoir, Hungarian Holocaust Survivor Imre Keresz Remains a Voice of Dissent. ციტირების თარიღი: 9 June 2020.