ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი
ბუხენვალდი — გერმანელ ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკი. შეიქმნა 1937 წელს, ვაიმარის მახლობლად. თავდაპირველად ერქვა ეტერსბერგი. 8 წლის მანძილზე ბუხენვალდის პატიმარი იყო 239 000 კაცი. ჯერ გერმანელი ანტიფაშისტები, მეორე მსოფლიო ომის წლებში კი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. ბევრი პატიმარი ჯერ კიდევ ბუხენვალდის მშენებლობაზე დაიღუპა. მათ ექსპლუატაციას უწევდნენ ბუხენვალდის ახლოს მდებარე მსხვილი სამრეწველო ფირმების სამფლობელოებიც. არაადამიანურმა პირობებმა შიმშილმა, მძიმე შრომამ და ცემამ მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია განსაკუთრებით ბუხენვალდის ფილიალ „დორში“, სადაც ამზადებდნენ თვითმფრინავ-ჭურვებს („ფაუ“). 10 000-მდე კაცი, მათ შორის 8 500 საბჭოთა სამხედრო ტყვე, ბუხენვალდში სიკვდილით დასაჯეს. სულ დაიღუპა 18 ეროვნების 56 000 პატიმარი. 1944 წლის 18 აგვისტოს გერმანელებმა მოკლეს ერნსტ ტელმანი. 1943 წელს შეიქმნა ბანაკის საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანელი კომუნისტი ვ. ბარტელი. 1945 წელს ორგანიზაციაში იყო 178 ჯგუფი. 1945 წლის 11 აპრილს, ბუხენვალდის პატიმრები საერთაშორისო პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელობით აჯანყდნენ და ბანაკი მოსპეს. 1958 წელს ბუხენვალდში გაიხსნა მემორიალურ ნაგებობათა კომპლექსი ბუხენვალდის მსხვერპლთა და გმირების უკვდავსაყოფად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 596.
გალერეა
რედაქტირება-
ბანაკის კარიბჭე
-
კრემატორიუმი
-
მემორიალი