ივრის აღკვეთილი — დაცული ტერიტორია აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1965 წელს. მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. ივრის აღკვეთილში დაცულია მდინარე ივრის პირას მდებარე ჭალის ტყე. გავრცელებულია ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, კოწახური, იალღუნი, ბერწყენა, საკმლის ხე, ღვია, წალის მუხა, ჯაგრცხილა, ძეძვი და სხვ. ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება გარეული ღორი, მგელი, წავი, ლელიანის კატა და სხვა. ფინველებიდანხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ფასკუნჯი, ორბი, ტყის ბუ, ჩეულებრივი კირკიტა. ქვეწარმავლებიდანხმელთაშუაზღვისპირული კუ, გიურზა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება