ქართული ზამბახი (ლათ. Iris iberica) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ერთლებნიანთა ოჯახისა. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლებს შიგნიდან სიგრძეზე ბანჯგვლიანი ზოლი ჩასდევს, ან მრავალი გაფანტული ბეწვითაა მოფენილი. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მომრგვალოა, ქვევით დახრილი, ჩაზნექილი, მკრთალ ყვითელ ფონზე ხშირი მღვრიე წაბლისფერი ზოლებითაა დაქსელილი. ყვავილსაფრის შიგნითა ფოთლები თეთრია ან ოდნავ მოცისფრო, ხშირად მკრთალი სოსანი ძარღვებით დაქსელილი. ფოთლები ლეგაა, ნამგალივით მოღუნული. იზრდება გაშლილ ადგილებზე ქართლსა და აზერბაიჯანში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ივრის აღკვეთილში.

ქართული ზამბახი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Iris iberica Hoffm. (1803)

ლიტერატურა

რედაქტირება