იან ჩერსკი
იან ჩერსკი (რუს. Иван Дементьевич Черский, Ivan Dementyevich Chersky; ბელარ. Ян Чэрскi) (დ. 15 მაისი [ძვ. სტ. 3 მაისი],1845 — გ. 7 ივლისი [ძვ. სტ. 25 ივნისი], 1892) — პოლონელი[1] გეოგრაფი, გეომორფოლოგი, გეოლოგი და პალეონტოლოგი. ციმბირის გამოჩენილი მკვლევარი. ეროვნებით პოლონელი. ივანე ჩერსკიმ დიდი წვლილი შეიტანა გეომორფოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში. იყო თვითნასწავლი მეცნიერი, რომელმაც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისგან მიიღო სამი ოქროს მედალი.
იან ჩერსკი | |
---|---|
პოლ. Jan Czerski | |
დაბ. თარიღი | 3 (15) მაისი, 1845 |
დაბ. ადგილი | Svoĺna, ვიტებსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 25 ივნისი (7 ივლისი), 1892 (47 წლის) |
გარდ. ადგილი | იაკუტიის ოლქი, რუსეთის იმპერია |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი, პალეონტოლოგი, გეოგრაფი, ენტომოლოგი და გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | Vilnius Gentry Institute |
განთქმული მოსწავლეები | Q47508040? |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიან ჩერსკის ცხოვრების შესახებ მეტად მცირე ცნობები მოგვეპოვება. იგი დაიბადა 1845 წლის 3 მაისს. 10 წლისას მამა გარდაეცვალა.[2] მამის გარდაცვალების შემდეგ მისი აღზრდა ითავა მისმა დედამ, რომელმაც უზრუნველყო პატარა იანის საშინაო პირობებში განათლების მიღება.[3][4] ახალგაზრდობიდანვე საკმაო ნიჭი გამოავლინა და ფლობდა ოთხ უცხო ენას (გერმანულს, ფრანგულს, ინგლისურსა და ლათინურს).[5] ბელორუსის ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით იგი საკმაოდ კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და მშვენივრად ხატავდა.[6] 1860 წლიდან იგი აგრძელებს სწავლას ვილნიუსში. პოლონეთის აჯანყებაში მონაწილეობისათვის (1863-1864 წწ.) ჯარისკაცად განაწესეს და ქალაქ ომსკში გააგზავნეს. გრიგოლ პოტანინის გავლენით ქალაქ ომსკის მიდამოებში დაიწყო გეოლოგიური და პალეონტოლოგიური გამოკვლევები. 1885 წლიდან ამნისტირებულია, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მოწვევით გადავიდა პეტერბურგში.
1873-1976 წწ. შეისწავლა საიანი, ხოლო 1877-1880 წწ. ბაიკალის ტბის სანაპიროს გეოლოგია. 1881-1882 წწ. იკვლევდა მდინარეების სელენგისა და ქვემო ტუნგუსკის აუზს. 1878 წელს იან ჩერსკიმ წამოწია რელიეფის ევოლუციური განვითარების თეორია. ერთ-ერთმა პირველმა შემოგვთავაზა ციმბირის პალეოტექტონიკური სქემები, რომელიც ავსტრიელმა გეოლოგმა ედუარდ ზიუსმა გამოიყენა და განავითარა თავის შრომაში „დედამიწის სახე“. 1891 წელს მოაწყო ექსპედიცია მდინარეების კოლიმისა და ინდიგირკის რაიონში. 1871 წელს გადავიდა ირკუტსკში. 1886 წელს მძიმედ დაავადდა. გარდაიცვალა 1892 წლის 25 ივნისს, კოლიმაში ჩატარებული ექსპედიციის დროს. დაასაფლავეს მდინარე ომოლნის სიახლოვეს.
იან ჩერსკის სახელი ეწოდა მთიან ქვეყანას რუსეთში, ქედებს, მთას, დასახლებასა და სხვა. 1995 წელს გამოვიდა ბელორუსის საფოსტო მარკა, რომელიც იან ჩერსკის მიეძღვნა.
თხზულებები
რედაქტირება- О результатах исследования озера Байкал, СПБ. 1886 (Записки Русского геогр. общества, т. 15, № 3);
- К геологии внутренней Азии, в кн.: Труды Санкт-Петербургского общества естествоиспытателей, т. 17, в. 2, СПБ, 1886.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იან ჩერსკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- Обручев В. А., Иван Дементьевич Черский, в кн.: Люди русской науки, т. 1, М.—Л., 1948;
- Ревзин Г. И., Подвиг жизни Ивана Черского, М.—Л., 1952;
- И. Д. Черский. Неопубликованные статьи, письма и дневники, под ред. С. В. Обручева, Иркутск, 1956;
- Пармузин Ю. П., Иван Дементьевич Черский, в сборнике: Отечественные физико-географы и путешественники, М., 1959.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ John J. Stephan, The Russian Far East: A History, Stanford University Press, 1994, ISBN 0-8047-2701-5, Google Print, p.315
- ↑ Неизвестные факты из биографии Я. Д. Черского
- ↑ Биография Я. Д. Черского, написанная Б. Дыбовским (1899 г.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-19. ციტირების თარიღი: 2011-11-01.
- ↑ И. Д. Черский. Неопубликованные статьи, письма и дневники. Статьи о И. Д. Черcком и А. И. Черском. Под редакцией С. В. Обручева. — Иркутск, Иркутское книжное издательство, 1956
- ↑ Ермоленко В. А., Белорусы и Русский Север, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-28. ციტირების თარიღი: 2011-11-01.
- ↑ Национальная Библиотека Беларуси (официальный сайт). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-31. ციტირების თარიღი: 2011-11-01.