ჩერსკის პიკი
ჩერსკის პიკი (რუს. Пик Черского) — მწვერვალი რუსეთში, ირკუტსკის ოლქში. ხამარ-დაბანის ქედზე, ბაიკალის ტბის სიახლოვეს. სიმაღლე 2090 მ. მწვერვალზე ასვლა მეტად პოპულარულია. განვითარებულია ტურიზმი. ასვლა სირთულეებთან არ არის დაკავშირებული და არ საჭიროებს სპეციალურ ალპინისტურ აღჭურვილობას. მწვერვალის ძირას მდებარეობს სილამაზით ცნობილი — გულის ტბა. სახელი ეწოდა პოლონელი მკვლევრის იან ჩერსკის (1845-1892) პატივსაცემად.
ჩერსკის პიკი | |
---|---|
ჩერსკის პიკი | |
კოორდინატები: 51°30′56″ ჩ. გ. 103°37′33″ ა. გ. / 51.51556° ჩ. გ. 103.62583° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ირკუტსკის ოლქი |
სიმაღლე | 2090 მ |
ქედი | ხამარ-დაბანი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩერსკის პიკი – ინფორმაცია დაარქივებული 2012-10-14 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ჩერსკის პიკი – ინფორმაცია (რუსული)