გულის ტბა
გულის ტბა (რუს. Озеро Сердце) — მომცრო მაღალმთის ტბა რუსეთში, ხამარ-დაბანის ქედზე. მდებარეობს ჩერსკის პიკის ძირას, ზღვის დონიდან დაახლოებით 1720 მ სიმაღლეზე. ტბის სიახლოვეს გადის პოპულარული ტურისტული ბილიკი. არის ქვიანი ადგილები, ხარობს მცენარეულობა. გამდინარეა. გამოედინება პატარა მდინარე მანგუტაიკა. სანაპირო ხაზის სიგრძეა 700 მ. გამოირჩევა წარმტაცი ლანდშაფტებით.
გულის ტბა | |
---|---|
გულის ტბა | |
კოორდინატები: 51°30′33″ ჩ. გ. 103°37′32″ ა. გ. / 51.5093667° ჩ. გ. 103.6257333° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1720 მ |
სიგრძე | 0,24 კმ |
სიგანე | 0,21 კმ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 0,7 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გულის ტბა[მკვდარი ბმული] (რუსული)
- გულის ტბა დაარქივებული 2012-11-27 საიტზე Wayback Machine. (რუსული)