ივანე ბუნინი (რუს. Иван Алексеевич Бунин; დ. 22 ოქტომბერი, 1870, ვორონეჟი — გ. 8 ნოემბერი, 1953, პარიზი) — რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

ივანე ბუნინი
რუს. Иван Алексеевич Бунин
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1870(1870-10-22)[1] [2]
დაბადების ადგილი ვორონეჟი[1] [3]
გარდაცვალების თარიღი 8 ნოემბერი, 1953(1953-11-08)[1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [2] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზის XVI რაიონი[1] [3]
დასაფლავებულია სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[12] [14] , მთარგმნელი, პოეტი[12] , პროზაიკოსი, დრამატურგი[12] და Nobel Prize winner[14]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საფრანგეთი[14]
Magnum opus სოფელი, Dark Avenues, The Life of Arseniev და The Gentleman from San Francisco
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[15] [16] და პუშკინის პრემია
მეუღლე Anna Tsakni და Vera Muromtseva-Bunin
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სოფელში გაატარა. ხელმოკლეობის გამო ადრე მოეკიდა დამოუკიდებელ ცხოვრებას. 1887 წელს პირველად გამოაქვეყნა ლექსი „ნადსონის საფლავზე“, 1891 წელს კი გამოსცა კრებული „ლექსები“. 1901 წელს პოემისათვის „ფოთოლცვენა“ პუშკინის სახელობის პრემია მიენიჭა. ადრეული პერიოდის თხზულებაში ბუნინი ყურადრებას ამახვილებდა გლეხობის მძიმე მდგომარეობაზე („ნეფედკა“, „ტანკა“, „ცნობები სამშობლოდან“, „ცხრა მთას იქით“ და სხვა). იმ ხანებში გაიცნო მაქსიმ გორკი, მისი მეშვეობით დაუახლოვდა გამომცემლობა „ზნანიეს“ გარშემო შეკრებლ დემოკრატ მწერლებს. 1905 წელს რევოლუციის წინა პერიოდი საზოგადოებრივი აღმავლობა ბუნინის ლექსებში („ჯორდანო ბრუნო“, „ბრძენთ“ და სხვა) და მოთხრობებშიც აისახა, თუმცა იგი რევოლუციურ შეხედულებებს არ იზიარებდა. ბუნინის ბევრ მოთრობაშია ნაჩვენები დაბეჩავებული ხალხის ტრაგედია, მისი უმეცრება, ჩამორჩენილობა („იგნატი“, „ღამის საუბარი“, „ძველი კაცი“, „მხიარული ეზო“), თუმცა ამასთან ერთად, ნათელი ფერებითაა დახატული უბრალო რუსი ადამიანის სულიერი სილამაზეც, ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა („ზახარვორობიოვი“, „ქნარზე დამკვრელი როდიონი“, „ჭრიჭინა“ და სხვა. ბუნინის ნიჭი საყოველთაოდ იქნა აღიარებული: 1909 წელს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო აკადემიკოსად აირჩია. ბუნინი ბევრს მოგზაურობდა. აღმოსავლეთში მოგზაურობაზე დაწერა ნარკვევების ციკლი „მზის ტაძარი“. 1920 წელს ბუნინი საფრანგეთში გაიხიზნა. ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში მორალურ-ზნეობრივ თემებზე შექმნილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები: „მიტიას სიყვარული“, „კორნეტ ელაგინის საქმე“, რომანი „არსენიევის ცხოვრება“, ნოველების ციკლი „ბნელი ხეივნები“. ბუნინმა დაწერა აგრეთვე წიგნი „ტოლსტოის განთვისუფლება“, „მოგონებები“ და სხვა. ბუნინის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თარგმანებს. მან თარგმნა ჰენრი ლონგფელოს „ჰაიავატის სიმღერა“, ჯორჯ ბაირონის „კაენი“, „მანფრედი“ და სხვა. 1933 წელს ბუნინს ნობელის პრემია მიენიჭა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Михайлов О. Н. Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
  2. 2.0 2.1 Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 307–311. — ISBN 5-94848-245-6
  3. 3.0 3.1 3.2 Михайлов О. Н. Бунин Иван Алексеевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. SNAC — 2010.
  6. IMSLP — 2006.
  7. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. Discogs — 2000.
  9. filmportal.de — 2005.
  10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 The Fine Art Archive — 2003.
  13. Munzinger Personen
  14. 14.0 14.1 14.2 Catalog of the German National Library
  15. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1933/
  16. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/