იერვანტ ოდიანი (სომხ. Երուանդ Օտեան or Երվանդ Օտյան; დ. 19 სექტემბერი, 1869 — გ. 3 ოქტომბერი, 1926) — ოსმალეთის იმპერიის სომეხი სატირიკოსი, ჟურნალისტი და დრამატურგი. განიხილება, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სომეხ სატირიკოსად, თავის თანამედროვე ჰაგოპ ბარონთან ერთად. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ნამუშევრით ამხანაგი პანჩონი, სატირა, რომელიც დასცინოდა იმდროინდელ სომეხ სოციალისტურ რევოლუციურ პარტიებს.

იერვანტ ოდიანი
დას. სომხ. Երուանդ Օտեան
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1869(1869-09-19)[1]
დაბადების ადგილი კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 3 ოქტომბერი, 1926(1926-10-03)[2] [3] [1] (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი კაირო, Kingdom of Egypt[1]
დასაფლავებულია Monastery of Saint Mina
საქმიანობა ენათმეცნიერი, მთარგმნელი, რომანისტი, რედაქტორი, ჟურნალისტი და მწერალი
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები[4] [1]
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
ალმა-მატერი Berberian School[1]
ჟანრი სატირა[1]
ნათესავ(ებ)ი გრიგორ ოტიანი

დაიბადა მდიდარ ოჯახში კონსტანტინოპოლში. ქალაქი კონსტანტინოპოლი დატოვა 1894-1896 წლებში, ჰამიდური ხოცვა-ჟლეტის დროს და იმოგზაურა მთელ ევროპაში, 1990 წელს დაბრუნდა კონსტანტინოპოლში. შემდეგ, სომხების გენოციდის დროს, გადაასახლეს სირიის უდაბნოში; მან მოგვიანებით გამოაქვეყნა თავისი მოგონებები გენოციდთან დაკავშრებით. [5]

ოდიანის ნაწერები, რომლებიც მოიცავს რომანებსა და მოთხრობებს, ხშირად იუმორისტული ფორმით მიუთითებს კაცობრიობის მანკიერებებზე. ოდიანის ნაშრომები ასევე ეხებოდა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებს და მუსულმანურ-ქრისტიანულ ურთიერთობებს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოდიანი დაიბადა კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბოლი) ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ ოჯახში. მისი ბიძა კრიკრიორ ოდიანი (1834-1887) იყო პატივცემული პოლიტიკური მოღვაწე, სომხეთის ეროვნული კონსტიტუციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მწერალი. ოდიანის ბაბუა იაზედე ბოღოს აღა იყო პალუდან, თურქეთიდან, ქალაქიდან, რომელიც გამოირჩეოდა მასიური სომხური მოსახლეობით. [6] მისი მამა იყო მწერალი, დიპლომატი და ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებების მთარგმნელი. ოდიანის დედა ასევე მდიდარი ოჯახიდან იყო.

თავიდან ოდიანი სწავლობდა კონსტანტინოპოლის ბერბერულ სკოლაში, სადაც მან წერა დაიწყო. [7] მისი ცხოვრების განმავლობაში ოდიანი თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ენას: ფრანგულს, თურქულს და სომხურ ენებს. ოდიანი მწერლობას ბიძამისის მხარდაჭერის წყალობით გაჰყვა, რომელსაც ოდიანის აღზრდაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ოდიანი ასევე იყო სომხეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი.

1896 წელს, სანამ კონსტანტინოპოლში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა დასრულდებოდა, მან დატოვა ქალაქი და მისი სახლი და იმოგზაურა ევროპაში: ათენში, პარიზში, ვენაში, ლონდონში და ბომბეიში, შემდეგ საბოლოოდ დასახლდა კაიროში.

იერვანტ ოდიანი საბოლოოდ დაბრუნდა კონსტანტინოპოლში 1909 წელს, სადაც მუშობა განაგრძო როგორც მწერალმა. [8] აგვისტოში 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს, დააკავეს და გადაასახლეს კონსტანტინოპოლიდან. 1916 წელს, ჰამაში, სირიაში, იძულებით გადაიყვანეს, მას მუსულმანური სახელი აზიზ ნური დაარქვეს, თუმცა მან უარი თქვა ისლამის მიღებაზე და მუსულმანური სახელის გამოყენებაზე. [9] შემდეგ იგი გადაასახლეს დეირ-ეზ-ზორში, სადაც იქცა გერმანელი ჩინოვნიკების თარჯიმნად. სომეხთა გენოციდის მოვლენებთან დაკავშირებით მან მოგვიანებით დაწერა თავისი მემუარები. ოდიანი კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ, წერდა გაზეთ ჟამანაკში. კონსტანტინოპოლი დატოვა 1922 წელს და ცხოვრობდა როგორც ბუქარესტში, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ადგილას. მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა კაიროში, ეგვიპტეში, გარდაიცვალა 1926 წელს 56 წლის ასაკში.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

2011 წლის ბოლოს სომხეთის გენერალურმა კეთილმოწყობილმა კავშირმა არდავაზტის თეატრალურმა კომპანიამ შეასრულა ოდიანის Ser ev Dzidzagh (სიყვარული და სიცილი), სატირული კომედია სამი მბრუნავი სიუჟეტის გარშემო, რომლებიც ერთად გამოიყენება მეცხრამეტე საუკუნის სომხური საზოგადოების ზუსტი სურათის გამოსახატავად.[10] 2016 წელს ფრესნოს სომხურმა მუზეუმმა აღნიშნა ოდიანის 150 წლის იუბილე და მასპინძლობდა ღონისძიებას, რომელიც ორიენტირებული იყო მის ცხოვრებასა და ლიტერატურულ ნაწარმოებებზე.[11]

ნაშრომები

რედაქტირება
  • დაწყევლილი წლები. ჩემი გადასახლება და დაბრუნება დერ ზორიდან, 1914-1919 წწ , გაროდის წიგნები, ლონდონი 2009 წ
  • უაზრო ამხანაგო (ოჯახი ფანჯუნი), კონსტანტინოპოლი, 1914
  • თორმეტი წელი სტამბოლიდან. 1896-1908 წწ .

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Armenian Soviet Encyclopedia, vol. 12 — ტ. 12. — გვ. 578–579.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Faceted Application of Subject Terminology
  4. Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'huiMaisons-Alfort: 2021. — P. 440. — ISBN 978-2-905686-93-0
  5. Yervant Odian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-18. ციტირების თარიღი: 2021-10-10.
  6. Maps| Vilayet of Diyarbekir| Palu| Locale| Population movements:: Houshamadyan - a project to reconstruct Ottoman Armenian town and village life. ციტირების თარიღი: 2019-11-18
  7. Yervant Odian. Association Culturelle Arménienne de Marne-la-Vallée (France). ციტირების თარიღი: 2019-11-18"Yervant Odian". acam-france.org. Association Culturelle Arménienne de Marne-la-Vallée (France). Retrieved 2019-11-18.
  8. Yervant Odian. ციტირების თარიღი: 2019-11-18"Yervant Odian". www.goodreads.com. Retrieved 2019-11-18.
  9. Teotoros Lapçinciyan (Teotig): Ամէնուն Տարեցոյցը. Ժ-ԺԴ. Տարի. 1916–1920. [Everyman's Almanac. 10.-14. Year. 1916–1920], G. Keshishian press, Constantinople 1920
  10. AGBU Ardavazt Continues Long String of Successful Performances with Yervant Odian's "Ser Yev Dzidzagh". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-28. ციტირების თარიღი: 2019-11-18
  11. Yervant Odian: 150th Birthday Celebration (1869-1926). ციტირების თარიღი: 2019-11-18