იაროსლავ პლაშილი (ჩეხ. Jaroslav Plašil; დ. 5 იანვარი, 1982, ოპოჩნო, ჩეხოსლოვაკია) — ყოფილი ჩეხი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „ბორდოსა“ და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ნახევარმცველის პოზიციაზე.

იაროსლავ პლაშილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
იაროსლავ პლაშილი
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1982 (1982-01-05) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
ოპოჩნო, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1987–1992 სოკოლ ჩერნიკოვიცე
1992–1993 სპარტაკი
1993–1998 ჰრადეც-კრალოვე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2000 ჰრადეც-კრალოვე 4 (0)
2000–2007 მონაკო 121 (5)
2002–2003   კრეტეი 14 (0)
2007–2009 ოსასუნა 66 (8)
2009–2019 ბორდო 290 (15)
2013–2014   კატანია 28 (1)
სულ 523 (29)
ეროვნული ნაკრები
2002–2003 ჩეხეთი 21-წლ. 16 (1)
2004–2016 ჩეხეთი 103 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ადრეული კარიერა რედაქტირება

პლაშილმა 18 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა ფრანგულ კლუბ „მონაკოსთან“, 2000 წელს, მაგრამ ორი წლის განმავლობაში კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ იჯარით გადავიდა მეორე ლიგის კლუბ „კრეტეიში“. 2003 წელს პლაშილი დაბრუნდა მონაკოში და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ის იყო ძირითადი შემადგენლობის წევრი და 2003-04 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კლუბთან ერთად გავიდა ფინალში, სადაც ისინი დამარცხდნენ პორტუგალიურ „პორტუსთან“, ანგარიშით 0-3. იმ სეზონში პლაშილი გოლით გამოირჩა „დეპორტივოსთან“ სარეკორდო ანგარიშით, 8-3 მოგებულ მატჩში.

ოსასუნა რედაქტირება

2007 წელს პლაშილმა დაასრულა წარმატებული კარიერა მონაკოში და ესპანურ „ოსასუნასთან“ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს.[1]

ბორდო რედაქტირება

2009 წლის 8 ივნისს „ბორდომ“ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ პლაშილი გადმოიყვანა გუნდში და გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი.[2]

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

პლაშილმა ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა ევროპის 2004 წლის, მსოფლიოს 2006 წლის, ევროპის 2008 წლის და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატებზე.

სანაკრებო გოლები რედაქტირება

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1. 2 ივნისი, 2004 ტოიოტა არენა, პრაღა, ჩეხეთი   ბულგარეთი 2–0 3–1 ამხანაგური
2. 17 ოქტომბერი, 2007 ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია   გერმანია 0–3 0–3 ევრო 2008-ს შესარჩევი ეტაპი
3. 15 ივნისი, 2008 სტად-დე-ჟენევა, ჟენევა, შვეიცარია   თურქეთი 2–0 2–3 ევრო 2008
4. 10 ოქტომბერი, 2009 ტოიოტა არენა, პრაღა, ჩეხეთი   პოლონეთი 2–0 2–0 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
5. 25 მარტი, 2011 ესტადიო ნუევო ლოს კარმენესი, გრანადა. ესპანეთი   ესპანეთი 0–1 2–1 ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი
6. 3 სექტემბერი, 2011 ჰემპდენ პარკი, გლაზგო, შოტლანდია   შოტლანდია 1–1 2–2 ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Jaroslav Plasil jugará en Osasuna las próximas cuatro temporadas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-20. ციტირების თარიღი: 2012-06-22.
  2. Jaroslav Plasil entscheidet sich pro Bordeaux