იანეული
სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
იანეული — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბუკისციხის თემში (სოფლები: ბუკისციხე, იანეული). მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 240 მ. ჩოხატაურიდან 9 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 28 კმ. XIX საუკუნეში სოფელი გამორჩეული იყო თამბაქოს უხვი პლანტაციებით.[2] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მევენახეობა, მესიმინდეობა. სოფელში არის საბავშვო ბაღი. [3] და საჯარო სკოლა.[4]
სოფელი | |
---|---|
იანეული | |
სოფლის ხედი ბუკისციხიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბუკისციხე |
კოორდინატები | 41°59′30″ ჩ. გ. 42°17′00″ ა. გ. / 41.99167° ჩ. გ. 42.28333° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1839 |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
მოსახლეობა | 385[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 644 | ||
1911[6] | 981 | ||
2002[7] | 527 | 256 | 271 |
2014[1] | 385 | 189 | 196 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 48.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ბაქრააძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 190.
- ↑ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-01-30.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II