მაკლურა
მაკლურა, თუთავაშლა (ლათ. Maclura) — მცენარეთა გვარი თუთისებრთა ოჯახისა. გვარში 12-მდე სახეობაა. მათგან აღსანიშნავია ნარინჯისებრი მაკლურა (ლათ. Maclura aurantiaca). იგი ორსახლიანი, ფოთოლმცვივანი, გაშლილვარჯიანი ხეა, რომლის სიმაღლე 20 მ აღწევს.
მაკლურა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Maclura | |||||||||||||
|
აქვს ღრმად დაშაშრული მურა-რუხი ქერქი, ეკლიანი ტოტები, კიდემთლიანი, კვერცხისებრი, ბოლოწაწვეტილი ფოთლები და დიდი, მრგვალი, ნარინჯის მსგავსი, თუმცა ღრმად დანაოჭებული „ნაყოფი“ (ნაყოფედი), რომელიც არ იჭმება (შეიცავს რძეწვენს). ნაყოფში მოთავსებულ თესლებს იყენებენ საჭმელად.
მაკლურას სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა. დეკორატიულ მცენარედ მოშენებულია კავკასიაში, შუა აზიასა და უკრაინაში. საქართველოში ბევრგანაა მოშენებული. შედარებით ყინვაგამძლეა, საკმაოდ კარგად ეგუება მწერსა და რამდენადმე დამლაშებულ და მშრალ ნიადაგს, თუმცა უკეთ ხარობს საშუალო ტენიანობის პირობებში. ადვილად იტანს კრეჭას.
იყენებენ მტკიცე და გაუვალი ცოცხალი ღობის გასაშენებლად, აგრეთვე გასამწვანებლად. სამშობლოში დიდად ფასობს მისი ოქროსფერი მერქანი, რომელიც ცნობილია „ბრაზილიური ყვითელი ხის“ სახელით. მისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან ქაღალდს, ყვითელ საღებავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- სხიერელი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 375.