ნაყოფედი
ნაყოფედი (ლათ. infructestentia) — ნაყოფების კრებული, რომელიც წარმოქმნილია ყვავილედის რამდენიმე ყვავილისაგან განვითარებული ნაყოფების შეზრდით და ერთი მთლიანი ნაყოფის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქვს ლეღვს, ანანასს, ჭარხალს, თუთას და სხვა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 336.