თორთომი

(გადამისამართდა გვერდიდან თორთუმი)

თორთომი, თორთუმი — პროვინცია ისტორიულ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე (ერზრუმის პროვინციის თორთუმის რაიონი).

თორთომის ციხის საერთო ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
თორთომის ციხე – ხედი სამხრეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

პროვინციის ცენტრი, თორთომის ციხე ნანგრევების სახითაა შემორჩენილი მდინარე თორთომისწყლის შუა წელზე, ახლანდელ სოფელ თორთუმკალესთან. თორთომი ტაოს მხარეში შედიოდა და მოიცავდა მდინარე ოლთისის (თურქ. ოლთუჩაი) შენაკად მდინარე თორთომისწყლის (თურქ. თორთუმჩაი) ხეობას, ეკლესიურად ექვემდებარებოდა იშხნის ეპისკოპოსს. აქ იყო ქართული კულტურის მძლავრი კერები — ოშკისა და ხახულის მონასტრები. თავისი მდებარეობის გამო თორთომს ერთ-ერთ პირველს უხდებოდა სამხრეთიდან შემოსეული მტრის იერიშის მოგერიება. XIII საუკუნეში ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქთა მომთაბარე ტომები. შემდგომში თორთომი სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა. 1401 წელს მოაოხრა თემურლენგმა. XVI საუკუნეში მას საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთი დაეუფლა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება