თორთომისწყალი
თორთომისწყალი, თორთუმჩაი (თურქ. Tortum Çayı) — მდინარე თურქეთში, ართვინისა და ერზურუმის პროვინციებში. მდინარე ოლთისისწყლის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2100 კმ². სათავე აქვს დუმლუ-დაღის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2400 მ სიმაღლეზე. მიედინება ტექტონიკური წარმოშობის ღრმა და ვიწრო ხეობაში, რომელიც ორიენტირებულია ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ.[1][2]
თორთომისწყალი | |
---|---|
თორთომისწყლის ხეობა | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტერიტორიული ერთეულები |
ართვინის პროვინცია ერზურუმის პროვინცია |
სათავე |
დუმლუ-დაღი 40°13′55″ ჩ. გ. 41°34′58″ ა. გ. / 40.23194° ჩ. გ. 41.58278° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2400 მ |
შესართავი |
ოლთისისწყალი 40°46′37″ ჩ. გ. 41°42′16″ ა. გ. / 40.77694° ჩ. გ. 41.70444° ა. გ. |
სიგრძე | 112 კმ |
აუზის ფართობი | 2100 კმ² |
მდინარის სისტემა | ოლთისისწყალი → ჭოროხი → შავი ზღვა |
— სათავე, — შესართავი | |
თორთომისწყალი ვიკისაწყობში |
იერთებს მრავალ შენაკადს, გამოიმუშავებს ვიწრო ხეობას და ერთვის თორთომის ტბას.[3] ტბიდან გამოსვლის შემდეგ, წარმოქმნის 48 მ სიმაღლის ამავე სახელწოდების ჩანჩქერს. საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. აუზი ტყითაა დაფარული. გამოიყენება სარწყავად.[4] არის ჰესი.[5]
მდინარის მარცხენა მაღალ ნაპირზეა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ოშკი, ხოლო მდინარის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში ქართული მონასტერი ხახული.[6] თორთომისწყლის სათავეებთანაა თორთომის ციხე.[7] თორთომისწყლის ხეობაში მდებარეობდა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თორთომის პროვინცია, რომლის ცენტრი იყო თორთომის ციხე.[8]
მდინარე „თორთომი“ აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Бойнагрян В.Р. Геоморфология Армянского нагорья. ЕГУ, Ереван, 2016 г., 254 стр.
- ↑ Natural Environment and Culture in the Mediterranean Region II. 2012
- ↑ Топографическая карта K–37–36 — 1 : 100 000. Олту. 1973
- ↑ Габриелян Г.К. Армянское нагорье (на арм. яз.). Ереван: Изд-во Ереван. ун-та, 2000.
- ↑ Tortum Çayı — Enerji Atlası დაარქივებული 2021-06-14 საიტზე Wayback Machine. www.enerjiatlasi.com
- ↑ ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. თბ., 1974.
- ↑ გიორგი ქავთარაძე. ტაოს უძველესი ციხე-ქალაქების ადგილმდებარეობის გამო. კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული. თბილისი, 2006. 1512–4096 N12, გვ. 86–108
- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. წ. 2, (ვ-მ). 2005
- ↑ ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია). თბილისი, 1941