თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა საქართველოში
თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა შუააზიელი მხედართმთავრის თემურლენგის საქართველოში ლაშქრობების ერთ-ერთი ეტაპი. ლაშქრობა მოეწყო 1401 წელს.
მიმდინარეობა
რედაქტირებასაქართველოდან თემურლენგის წასვლის შემდეგ გიორგი მეფე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და შინაური საქმეების მოწესრიგებას შეუდგა. გიორგი მეფემ და ვირშელ ქსნის ერისთავმა დალაშქრეს და დასაჯეს დვალები, რომლებმაც ისარგებლეს თემურლენგის შემოსევით და ქსნის ხეობა დაარბიეს და გაძარცვეს.
1401 წელს თემურლენგის ჯარებმა, როგორც იქნა ათი წლის ალყის შემდეგ აიღეს ნახჭევანში ალინჯას ციხე. იმავე წელს თემურლენგი საქართველოს საზღვრებს მოადგა აღმოსავლეთიდან და შამქორში დაბანაკდა.
შამქორში თემურლენგს გიორგი მეფის ელჩი კონსტანტინე ბატონიშვილი ეახლა დიდი საჩუქრებით და მეფის სახელით ზავი შესთავაზა. თემურლენგი ოსმალეთის წინააღმდეგ ომისათვის ემზადებოდა და ამიტომ ზავი მისთვის სასურველი იყო. ზავის პირობის მიხედვით საქართველო კისრულობდა ხარკს, ჯარის გარკვეული რაოდენობის გამოყვანას, ქართველებს არ უნდა შეევიწროვებინათ მუსლიმანები და სხვა. სამაგიეროდ, თემურლენგი უსაფრთხოებას აღუთქვამდა საქართველოს. ზავი დაიდო 1401 წლის სექტემბერში. თემურლენგი გამოსაზამთრებლად ყარაბაღში დადგა. გაზაფხულზე თემურლენგის დიდი ლაშქარი ოსმალეთისაკენ გაემგზავრა. გზად თორთუმის ციხეს მიადგა, რომელშიც 200-მდე ქართველი მეციხოვნე იყო გამაგრებული, ხუთი დღის ბრძოლის შემდეგ აიღო და დაანგრია, მეციხოვნეები კი გაწყვიტა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში
- თემურლენგის პირველი ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მეორე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მესამე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მეხუთე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში
- თემურლენგის მერვე ლაშქრობა საქართველოში
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008 წ. გვ. 94-95