თოთის მყინვარი
თოთის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრის აუზში. მარჯვნიდან 2670 მ სიმაღლეზე უერთდება მყინვარ ტვიბერს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ექსპოზიციის მყინვარია. სიგრძე 2,6 კმ. ფართობი 2 კმ², ფირნის ხაზი ზღვის დონიდან 3115 მ-ზეა.
კოორდინატები: 43°08′07″ ჩ. გ. 42°51′06″ ა. გ. / 43.1352806° ჩ. გ. 42.8516694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 2,6 კმ² |
სიგრძე | 2,0 კმ |
ტიპი | კარულ-ხეობური |
ლიტერატურარედაქტირება
- შენგელია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 689.