თინათინ (თიკო) ღვინიაშვილი (დ. 6 მაისი, 1901, სოფელი ვანთა, თელავის რაიონი — გ. 1983) — ქართველი თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).

თიკო ღვინიაშვილი
დაბადების სახელი თინათინ ღვინიაშვილი
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1901
სოფ. ვანთა, თელავის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 1983
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1919 წელს დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი. მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში. 1917 წელს თელავის დრამატული წრის წარმოდგენაში შეასრულა ქრისტინეს როლი (ე. ნინოშვილის მოთხრობიდან პ. ირეთელის მიერ გადმოკეთებულ ამავე სახელწოდების პიესაში). წლების მანძილზე მოღვაწეობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში: თელავის დრამწრეში (1917-1922), ქუთაისის (1924-1925), ჭიათურის (1925-1926), რუსთაველის (1926-1935), სიღნაღის (1936-1937), თელავის (1937-1938) თეატრებში. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ლ. მესხიშვილის სახელობის ქუთაისის თეატრის წამყვანი მსახიობი. მან ქართულ სცენაზე 200-მდე როლი შეასრულა. მათ შორის აღსანიშნავია: ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), ბარონესა შტრონგერი (ნ. შიუკაშვილის „სულელი“), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“, დარო (ვ. შალიკაშვილის „უნიადაგონი“), ელენე (ს. კლდიაშვილის „გმირთა თაობა“), თამარი (ვ. გაბესკირიას „მათი ამბავი“), მაშიკო (ავქ. ცაგარელის „ციმბირელი“), კოსტილევა (ძმები ტურის და შეინინის „ჭიდილი“), ვერა (აფინოგენოვის „მაშენკა“), პოლინა (მ. გორკის „მტრები“), დეზდემონა, რეგინა (უ. შექსპირის „ოტელო“, „მეფე ლირი“) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება