თეიმურაზ შაბურიშვილი
თეიმურაზ შაბურიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1935, თბილისი — გ. 27 ნოემბერი, 2020, კუკიის სასაფლაო) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1959-1961 წლებში შრომითი საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „კავგიპროტრანსში“ ტექნიკოსად და ინჟინრად. 1961-1980 წლებში მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასტრანსმშენში“ სხვადასხვა თანამდებობაზე. 1980-1989 წლებში ამავე ტრესტის მმართველის მოადგილე. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსთან არსებულ აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს. 1991 წლიდან მუშაობდა სს „ხიდმშენში“. აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა თბილისის აეროვაგზლის, ავტოვაგზლისა და რკინიგზის სადგურების მშენებლობას, თბილისის ელმავალთმშენებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნების რეკონსტრუქციას, „მარაბდა-ახალქალაქისა“ და „ზუგდიდი-ჯვრის“ ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობას, ამიერკავკასიის რკინიგზის „თბილისი-სამტრედიისა“ და „გარდაბან-კიროვაბადის“ (აზერბაიჯანში) მე-2 სარკინიგზო ხაზების ელექტრიფიცირებას, საცხოვრებელი სახლების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, სამდინარო ხიდების მშენებლობას. ჩართული იყო სომხეთში მიწისძვრით დაზარალებული ობიექტების აღდგენა-მშენებლობაში (1967), იაკობ გოგებაშვილის (ვარიანში) და ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმების, ალავერდის ტაძრის, შუამთის მონასტრის, სურამის ციხის, ბოდბის წმ. ნინოს ეკლესიის და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ძეგლების აღდგენაში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სახელობითი საჩუქარი.
ჯილდოები
რედაქტირება- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
ლიტერატურ
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 600