ავტოვაგზალი
ავტოვაგზალი — საავტობუსო მიმოსვლის მომსახურებისთვის განნკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან ნაგებობათა კომპლექსი. აქვს მგზავრთა მოსადცელი დარბაზი, მოედანი, საბილეთო სალაროები, სადისპეჩერო, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ბაქნები, ავტობუსის სადგომი მოედნები და სხვა. აგებენ ერთ-ორ და მრავალიარუსიან ავტოვაგზლებს, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა დარბაზები, გვირაბები გადასასვლელი ხიდები და სხვა. თბილისის ავტოვაგზალი აშენებულია 1973 წელს (არქიტექტორები შოთა ყავლაშვილი. რ. კიკნაძე, ვ. ქურთიშვილი, მზატვარი ზ. წერეთელი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 158.