თეთრკბილა ბრუცა[1] (ლათ. Spalax leucodon) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ბრუცასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 15-24 სმ აღწევს. ზურგი მოყავისფროა, მუცელი – მუქი ნაცრისფერი. ბოლქვიანი ნარგავების მოყვარულია. ამიტომ თეთრკბილა ბრუცა სოროს თხრის მთის სტეპებში, სადაც მცენარეული ფესვებით იკვებება. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. გვხვდება მთათა ციცაბო ფერდობებზე, ზღვის დონიდან 1400-2400 მ სიმაღლეზე. მისი გავრცელების არეალია: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, თურქეთი და უკრაინა. თეთრკბილა ბრუცა გვხვდება საქართველოშიც, კერძოდ წალკაში და ახალქალაქის პლატოზე.[1]