თაფლიჭამია მაჩვი

თაფლიჭამია მაჩვი, რატელი (ლათ. Mellivora capensis) — ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 77 სმ, კუდისა — 25 სმ, წონა 7-13 კგ. ფერად შავია, თავსა და ზურგზე გააჩნია დიდი თეთრი ზოლი. აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემჩნეულია მთლიანად შავი ეგზემპლიარები. გავრცელებულია ვრცელ ტერიტორიაზე; აფრიკაში — მაროკოდან და ეგვიპტიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამდე, ხოლო აზიაში — არაბეთის ნახევარკუნძულზე, ცენტრალურ აზიაში, ინდოეთსა და ნეპალში. აქტიურია შებინდებისას და ღამით, ადამიანისგან ხელუხლებელ ადგილებსა და გრილ ამინდში შესაძლებელია მათი დანახვა დღისათაც. იკვებება თაფლით, კენკითა და ფესვებით. ველურ ბუნებაში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უცნობია, ხოლო ტყვეობაში 26 წლამდე ცოცხლობს.

თაფლიჭამია მაჩვი
Prague ZOO - Mellivora capensis 1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mellivora capensis (Schreber, 1776)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41629
გავრცელების არეალი
Mellivora capensis distribution.svg

ლიტერატურარედაქტირება

  • Ronald M. Nowak: Walker’s Mammals of the World. Johns Hopkins University Press, 1999 ISBN 0-8018-5789-9