თანზიმი
ალ-თანზიმი (არაბ. حركة المقاومة اللبنانية - التنظيم — „ორგანიზაცია“) — ულტრანაციონალისტური საიდუმლო სამხედრო- პოლიტიკური ორგანიზაცია და მილიცია, რომელიც შეიქმნა მემარჯვენე ქრისტიანი აქტივისტების მიერ ლიბანში 1970-იანი წლების დასაწყისში და რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიბანის სამოქალაქო ომში.[1]
ალ-თანზიმი التنظيم | |
---|---|
არაბ. حركة المقاومة اللبنانية - التنظيم არაბ. حركة الارز არაბ. التنظيم: حركة المقاومة اللبنانية | |
შეიქმნა | 1969 |
გაუქმდა | 1990 |
ტიპი | პოლიტიკური პარტია |
მდებარეობა | ლიბანი |
წევრები | 1500 |
მნიშვნელოვანი პირები |
ობედ ზუზინი ფუად შემალი ჟორჟ ადუანი ფაუზი მაჰფუზი |
ქვეყანა | ლიბანი |
დაარსება
რედაქტირებაორგანიზაცია "თანზიმი" დაარსდა 1969 წელს ახალგაზრდების მცირე ჯგუფის მიერ, რომლებიც გამოდიოდნენ კაიროს შეთანხმების წინააღმდეგ (1969 წლის 2 ნოემბერს, იასირ არფატს და ლიბანის ჯარის მეთაურის, გენერალ ემილ ბუსთანს, შორის ეგვიპტის პრეზიდენტის, გამალ აბდელ ნასერის შუამავლობით დადებული ხელშეკრულება ლიბანის ტერიტორიაზე პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის დე-ფაქტო ლეგიტიმაციის შესახებ). [2][3][4]
თანზიმის მეთაურად ობად ზუზინი დაინიშნა, მისი უახლოესი თანაშემწეები იყვნენ აზიზ ტარაბეი, სამირ ნასიფი და ფაუზი მაკფუზი (ასევე ცნობილია როგორც აბუ როი). ყველა მათგანი იყო „კატაიბის“ ახალგაზრდული ფილიალის ყოფილი წევრი 1958 წლის ლიბანის კრიზისის ვეტერანი და ლიბანის არმიის მხარდამჭერი საომარი ფორმირების შექმნის მომხრე.[5]
მალე დაჯგუფება დედაქალაქში გადავიდა და შტაბ-ბინა ბეირუთის ქრისტიანულ ნაწილ აშრაფიაში დაიდო, სადაც სამოქალაქო პირებს შორის მომხრეების გადაბირება დაიწყო, რომელთა უმრავლესობა ძირითადად საშუალო და მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ. უმეტესობა ფრიად განათლებული გახლდათ. მათი წყალობით 1970-1971 წლებში „თანზიმის“ პოლიტიკური ფრთა — „კედრების მოძრაობა“ წარმოიქმნა.[6]
სტრუქტურა
რედაქტირებათანზიმის დამფუძნებლებმა უარყვეს იმ დროისათვის ლიბანის პოლიტიკური მოძრაობებისათვის დამახასიათებელი ორგანიზაციის მონოცენტრისტული მოწყობა. ყველა გადაწყვეტილებას კოლეგიურად იღებდა „მეთაურთა საბჭო“ (არაბ.: مجلس القيادة) .მიუხედავად ამისა, მსგავსი სისტემა ხელს არ უშლიდა ზოგიერთი მონაწილის გავლენის განმტკიცებას, მაგალითად, 1972 წელს ფიზიკოსი ფუად შემალის, რომელმაც 1973 წელს პოზიციები დაუთმო ადვოკატ ჟორჟ ადუანს.
1969 წლიდან, პარტია „კატაიბთან“ ერთად დაიწყო ქრისტიან მოხალისეთა საიდუმლო სამხედრო მომზადება კესერუანის (მთიანი ლიბანი) ბანაკებში, 1970 -იანი წლების პირველ ნახევარში. ორგანიზაცია საკუთარი სამხედრო ფრთის ფორმირებას შეუდგა , რომლის შტაბი დეკუანში (ბეირუთის აღმოსავლეთით) მდებარეობდა.[7]
1977 წლისთვის თანზიმის ბანაკებში დაახლოებით 15,000 კაცმა და ქალმა გაიარა სამხედრო სწავლება (მათმა უმრავლესობამ აღარ გააგრძელა თანზიმში სამსახური და ქრისტიანული მილიციის სხვა ფორმირებებს შეუერთდა). ორგანიზაცია ყველას არ აძლევდა მომზადების საშუალებას, რაც განპირობებული იყო საიდუმლო სწავლებით (რასაც თან ახლდა კანდიდატის ბიოგრაფიის საფუძვლიანი შესწავლა) და თანხების ნაკლებობით (თითოეული მონაწილე გადამზადებას გადიოდა საკუთარი ხარჯებით).
ორგანიზაცია მხარდაჭერას ღებულობდა იორდანიისა და ისრაელის ზოგიერთი სტრუქტურისგან. ასევე, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ თანზიმის ხელმძღვანელობასა და ლიბანის არმიის ქრისტიან გენერლებს შორის მჭიდრო კავშირი მოწმობს ამ უკანასკნელთა უშუალო მონაწილეობაზე ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში.[8][9]
სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ 1975 წელს, ორგანიზაციის ძალები დაიყო რამდენიმე ათეული მებრძოლისგან შემდგარ ავტონომიურ მობილურ ჯგუფებად, სახელწოდებით „რაიონი X-ის თანზიმი“ ან „რაიონი Y-ის თანზიმი“. ორგანიზაციები „თანზიმი“ და „კედარის მცველები“ იმყოფებოდნენ ყველა ფრონტზე და არ ამკვიდრებდნენ თავიანთ მმართველობას ამა თუ იმ ტერიტორიაზე (მილიციის ზოგიერთი სხვა ფორმირებისგან განსხვავებით).
პოლიტიკური ორიენტაცია
რედაქტირებათანზიმში შედიოდნენ კატაიბის პარტიის, ქამილ შამუნის ეროვნულ-ლიბერალური პარტიის წევრები და სხვა პოლიტიკური მოძრაობები, ასევე უპარტიოები. თანზიმის ოფიციალური იდეოლოგია ემყარებოდა ლიბანის, როგორც სუვერენული ეთნიკური სახელმწიფოს მთლიანობას. ორგანიზაციის ემბლემაზე გამოსახული იყო ლიბანის რუქას, ცენტრში კედარი და ფრაზა „ჩვენ გვიყვარს ის, ჩვენ ვმუშაობთ მისთვის“. ორგანიზაცია იყო ძირითადად მარონიტული, ანტიკომუნისტური, პროდასავლური, რომელიც უარყოფდა პან-არაბიზმს.
1970-იანი წლების დასაწყისში ორგანიზაცია ემხრობოდა უკიდურესი ნაციონალიზმის იდეოლოგიას, ისევე როგორც, „კედრის მცველები“, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ პალესტინის (შემდგომში — სირიის) გავლენას ლიბანის პოლიტიკაზე. ამასთან, „თანზიმის“ ნაციონალიზმი არ იყო ისეთი რადიკალური, როგორც „კედარის მცველების“, რომლებიც აქვეყნებდნენ დოკუმენტებს ეგრეთ წოდებულ "ლიბანურ ენაზე" ლათინური ანბანის გამოყენებით.
სამოქალაქო ომის დასაწყისი
რედაქტირებათანზიმი, როგორც სამხედრო ძალა, პირველად ასპარეზზე 1973 წლის მაისში გამოვიდა, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში შეტაკებების დროს, როდესაც იგი შეუერთდა ლიბანის არმიას და დაუპირისპირდა პგო-ს მებრძოლებს, რომლებიც ცდილობდნენ ამ ტერიტორიის დაპყრობას. ამასთან, თანზიმმა შეძლო საკუთარი ოპერაციების განხორციელება, არმიის სარდლობისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ 1975 წელს სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე.
კარგმა დისციპლინამ ორგანიზაციას საშუალება მისცა აქტიურად მიეღო მონაწილეობა მემარჯვენე ქრისტიანული ლიბანის ფრონტის საქმიანობაში. 200 აქტიური წევრისგან შემდგარი მილიცია მონაწილეობდა ურთულეს ბრძოლებში აღმოსავლეთ ბეირუთში, ასევე კარანტინსა და თელ ალ -ზაატარში.
1976 წლის მარტში ლიბანის არმიის ფაქტობრივი დაშლის შემდეგ თანზიმი იცავდა არმიის ყაზარმებს აღმოსავლეთ ბეირუთის ქრისტიანულ რაიონებში, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობებს იარზაში, რასაც თანზიმი განიხილავდა საკუთარი სამხედრო ძალების გაუმჯობესების შესაძლებლობად. 1976 წლის მარტისთვის ორგანიზაცია შედგებოდა 1500 კაცისა და ქალისგან, რომელთაგან ზოგი ლიბანის არმიის ყოფილი წევრი იყო. ორგანიზაციის შეიარაღება შეივსო რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორით, მათზე დამონტაჟებული სატვირთო მანქანებით დიდი კალიბრის ტყვიამფრქვევით, ასევე მცირე კალიბრის ავტომატური ქვემეხებითა და უკუმგდები იარაღით. იმავე წლის მარტში თანზიმი მონაწილეობდა მძიმე ბრძოლებში მთიან ლიბანში ლიბანის ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ.
„ლიბანის ძალებთან“ ინტეგრაცია
რედაქტირება1976 წლის ივნისში სირიის სამხედრო ინტერვენციამ და ჟორჟ ადუანის (რომელიც იმ დროისთვის თანზიმის ხელმძღვანელობას უთავსებდა ლიბანის ფრონტის გენერალური მდივნის თანამდებობას) მდუმარე თანხმობამ ორგანიზაცია ორ ფრაქციად გაყო: პროსირიულ ფრაქციას ხელმძღვანელობდა ადუანი და ანტისირიულ ფრაქციას სათავეში ჩაუდგნენ ფავზი მაჰფუზი და ობად ზუზინი. მაჰფუზმა და ზუზინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ორ ფრაქციას შორის სისხლისღვრის თავიდან აცილებაში.
1976 წლის ბოლოს, ადუანი გადააყენეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან, რის შემდეგაც, სირიის მხარდაჭერით, მან შექმნა საკუთარი "თანზიმის პარტია" —მილიცია, რომელიც შედგებოდა 200 მებრძოლისგან.
1977 წელს თანზიმის სამხედრო ფრთა გაერთიანდა „ლიბანის ძალებში“ ბაშირ ჯემაიელის ხელმძღვანელობით. ფავზი მაჰფუზი გახდა ერთ -ერთი მოადგილე და ობად ზუეინი თანზიმის გენერალური მდივანი. 1978 წლის თებერვალში თანზიმის მებრძოლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქრისტიანებით დასახლებული აღმოსავლეთ ბეირუთიდან სირიის შეიარაღებული ძალების განდევნაში.
„კედრების მოძრაობის“ პოლიტიკური ფრთა დარჩა დამოუკიდებელი და 1979 წელს ტრანსფორმირდა პარტიად— „თანზიმი: ლიბანის წინააღმდეგობის მოძრაობა.“
ბოლო წლები
რედაქტირება1990 წელს აუნის საფრანგეთში გაძევების შემდეგ, თანზიმის ზოგიერთი წევრიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ლიბანი. ბევრი გაერთიანდა აუნის „თავისუფალ პატრიოტულ მოძრაობაში“, უფრო ფართო ანტისირიულ ქრისტიანულ პოლიტიკურ კოალიციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2005 წლის „კედრების რევოლუციაში“, რა დროსაც სირია იძულებული გახდა გაეყვანა ჯარები ლიბანიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Alain Menargues, Les Secrets de la guerre du Liban: Du coup d'état de Béchir Gémayel aux massacres des camps palestiniens, Albin Michel, Paris 2004. ISBN 978-2226121271(ფრანგული)
- Afaf Sabeh McGowan, John Roberts, As'ad Abu Khalil, and Robert Scott Mason, Lebanon: a country study, area handbook series, Headquarters, Department of the Army (DA Pam 550–24), Washington D.C. 1989. - [1]
- Barry Rubin (editor), Lebanon: Liberation, Conflict, and Crisis, Middle East in Focus, Palgrave Macmillan, London 2009. ISBN 978-1-349-37326-0 – [2]
- Denise Ammoun, Histoire du Liban contemporain: Tome 2 1943-1990, Fayard, Paris 2005. ISBN 978-2-213-61521-9 (ფრანგ.) – [3]
- Farid El-Kazen, The Breakdown of the State in Lebanon 1967-1976, I. B. Tauris, London 2000. ISBN 0-674-08105-6 – [4]
- Edgar O'Ballance,. Civil War in Lebanon[მკვდარი ბმული], 1975-92 . — Palgrave Macmillan 1998. —p. 234 — ISBN 978-0312215934.
- Jean Sarkis. Histoire de la guerre du Liban (ფრანგ.). — Paris: Presses universitaires de France, 1993. — p..239 — ISBN 978-2130458012.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Collelo, Lebanon: a country study (1989), p. 240.
- ↑ Saghieh, Ta'rib al-Kata'eb al-Lubnaniyya: al-Hizb, al-sulta, al-khawf (1991), p. 163.
- ↑ Menargues, Les Secrets de la guerre du Liban (2004), p. 40.
- ↑ Snider, The Lebanese Forces: their origins and role in Lebanon's politics (1984), pp. 6-7, footnote 4.
- ↑ Hazem Saghieh. Ta'rib al-Kata'eb al-Lubnaniyya: al-Hizb, al-sulta, al-khawf (არაბ..). — Beirut: Dar al-Jadid, 1991. — p. 163.
- ↑ Tony Badran, Lebanon's Militia Wars in Lebanon: Liberation, Conflict, and Crisis (2009), p. 40.
- ↑ "Archived copy". Archived from the original on 2007-08-06. Retrieved 2012-06-25.
- ↑ Marius Deeb. The Lebanese Civil War . — New York: Praeger, 1980. — p. 29. — p.158 . — ISBN 978-0030397011.
- ↑ Paul Jureidini, R. D. McLaurin, and James Price. Military operations in selected Lebanese built-up areas, 1975-1978 // Technical Memorandum. — Aberdeen, MD: U.S. Army Human Enginnering Laboratory, Aberdeen Proving Ground, 1979. — No. 11. — P. 57.